ყალბი კრიპტობირჟა Himalaya-ს შემქმნელი დააკავეს

icon FOR
ფოტო - ყალბი კრიპტობირჟა Himalaya-ს შემქმნელი დააკავეს
ჰო ვან კვოკი, რომელიც ქსელში მაილზ გოსა და გო ვენგუის ფსევდონიმებითაა ცნობილი, აშშ-ში დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. ვან კვოკმა ააშენა მთელი ეკოსისტემა კრიპტობირჟებით, სტეიბლკოინითა Himalaya Dollar და utility-ტოკენით Himalaya Coin.
თავის თანამზრახველ Kin Ming Je-სთან ერთად, მათ გულუბრყვილო კრიპტელებს მილიარდამდე დოლარი გამოსძალეს. სამართალდამცავებმა ფსევდობირჟის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს და $634 მილიონი ამოიღეს.
 
კინ მინგ ჯე კვლავ იძებნება.
 
პროკურატურის მონაცემებით, კვოკმა თავისთვის და თავისი ნათესავებისთვის 50 000 კვადრატული მეტრის ფართობის სასახლის,  $37 მილიონად იახტის, $3,5 მილიონად ფერარისა და ასევე $36 000 ორი ლეიბის ყიდვა მოასწრო. 
 
"რა სუსტი ხარ!", - გაიფიქრა ხუჭუჭა სემმა. 

GC
GN Crypto
ავტორი