შეისწავლე კრიპტო პირდაპირ "Дiя"-ში

ფოტო - შეისწავლე კრიპტო პირდაპირ "Дiя"-ში
პორტალმა "Дія. ციფრული განათლება“ ცნობილი პარტნიორების (Filecoin, WhiteBIT, Zapper და სხვა) მხარდაჭერით კრიპტოწიგნიერებისა და ბლოკჩეინის უფასო კურსი აამოქმედა. კურსის ფარგლებში თქვენ გაივლით თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის 100-საათიან კურსს.
თქვენ კრიპტოსაფულეების უსაფრთხო გამოყენებას,  DAO-ს შექმნას, კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ხელმოწერას, კოინებისა და ტოკენების ერთმანეთისგან გარჩევას, ჰეშ-ფუნქციებსა და ბევრ საბაზისო საკითხს შეისწავლით. 

კურსის სპიკერებს შორის არიან ალექსეი კოვალევი, (WhiteBIT-ის ვიცე-პრეზიდენტი), როსტისლავ ბორტმანი (IdeaSoft), ევგენი პაპჩენკო (კიბერპოლიციის დეპარტამენტი) და სხვა კრიპტოვარსკვლავები.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ კრიპტოვალუტის სამყაროში გაერკვეთ. პროექტს მხარს უჭერენ ტოპ-კომპანიები და დარგის ექსპერტები. ამიტომ მას აქვს პოტენციალი, რომ უკრაინაში ვირტუალური აქტივების განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გახდეს
განაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხეილ ფიოდოროვმა

GC
GN Crypto
ავტორი