RC-20 ტოკენები ასტიმულირებენ Dogecoin-ის ტრანზაქციებს

ფოტო - RC-20 ტოკენები ასტიმულირებენ Dogecoin-ის ტრანზაქციებს
მიმებით შთაგონებულმა კრიპტოვალუტა Dogecoin-მა ტრანზაქციების ფეთქებადი ზრდა განიცადა, რაც ახლახან შემოღებულმა DRC-20 ტოკენის სტანდარტმა გამოიწვია.
bitinfocharts.com -ის ცნობით, 14 მაისს Dogecoin-ის ტრანზაქციების რაოდენობამ დაახლოებით 630 000 შეადგინა, რაც ბიტკოინს მაჩვენებლებს თითქმის  გაუტოლდა და Litecoin უკან მოიტოვა.

ტოკენების სტანდარტი DRC-20, რომელიც იმეორებს BRC-20 სტანდარტის მექანიკას, იძლევა საშუალებას DOGE-ის თითოეულ განუყოფელ  ერთეულზე, ე.წ.  elons-ზე, დატანილ იქნას ციფრული არტეფაქტები. ეს ფუნქცია აადვილებს სხვადასხვა კონტენტის, მათ შორის ჩანაცვლებადი და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT)  შექმნას, პირდაპირ Dogecoin ბლოკჩეინზე, რაც გამორიცხავს გვერდითი ჩეინის ან ცალკე ტოკენის საჭიროებას.

როგორც ჩანს, DRC-20 ტოკენების ირგვლივ არსებული აჟიოტაჟი გამოწვეული ოყო Twitter-ის რამდენიმე ანგარიშის მიერ გავრცელებული იდეით იმის თაობაზე, რომ DRC-20 შეიძლება გახდეს BRC-20-ის მემკვიდრე, ხოლო პირველი სტანდარტით მოჭრილი ტოკენები, სავარაუდოდ, 100-ჯერ უფრო დიდი პოტენციალის მატარებლები არიან. ეს ხმაური მოჰყვა BRC-20 ტოკენების ვარდნას, რომელთა საბაზრო ღირებულება 8 მაისს 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო ამჟამინდელმა საბაზრო ღირებულებამ 540 მილიონ დოლარამდე იკლო.

მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზისა, ბაზრის ზოგიერთი დამკვირვებელი ფიქრობს იმაზე, დასრულდა თუ არა მიმ-მონეტების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, იმის გათვალისწინებით, რომ Pepe, ERC-20 ტოკენი, რომელიც  მიმების სეზონის კატალიზატორი გახდა, 5 მაისის პიკთან შედარებით 61%-ით დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ DRC-20 ტოკენები ახლახან გამოჩნდა, უკვე დაანონსდა რამდენიმე ტოკენის, მათ შორის Cheems, Dogewow, Misu, Pepe და Meme-ს გამოშვება, რაც  ახალ საინტერესო თავს გვიქადის მიმების მონეტების სამყაროში.

GC
GN Crypto
ავტორი