DressX: დიჯიტალ მოდა მეტავერსისთვის

icon FOR
ფოტო - DressX: დიჯიტალ მოდა მეტავერსისთვის
Web3 სივრცის პოპულარიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მარადიული პრობლემა „რა ჩავიცვა?“ მეტავერსებამდეც მიაღწევს. საბედნიეროდ, ამ სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ, დასწრებაზე ითამაშონ და ციფრულ fashion-ბიზნესს აქტიურად ავითარებენ.
ვირტუალური მოდა ორიგინალური მიმართულებაა, მაგრამ მისმა ენთუზიასტებმა გადაწყვიტეს,  ციფრული ტანისამოსი ადამიანებისთვის ჩვეული გაეხადათ. ერთ-ერთი ასეთი ამბიციური პროექტი გახდა საერთაშორისო მულტიბრენდული მარკეტპლეისი  DressX, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უკრაინელებმა დარია შაპოვალოვამ და ნატალია მოდენოვამ აამოქმედეს.
წყარო: dressx.com

წყარო: dressx.com

სტარტაპის დამფუძნებლები დიდი ხანია, რაც მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობენ. მათ Mercedes-Benz Kiev Fashion Days-ისა და Fashion Tech Summit-ის ორგანიზების, დიზაინერული შოურუმის, More Dash-ის შექმნის გამოცდილება აქვთ. 2017 წელს ისინი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ, სადაც ციფრული მოდის სამყაროში მთლიანად გადაეშვნენ.

უკრაინული სტარტაპ Looksery-ის (რომელიც  2015 წელს Snapchat-მა 150 მილიონ დოლარად იყიდა) მარკეტინგის ყოფილ დირექტორთან, იულია კრასნიენკოსთან ერთად, მეწარმეებმა წამოიწყეს სტარტაპი DressX. ეს არის ონლაინ მაღაზია, რომელშიც  ვირტუალური ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება.

DressX-მა მოდის ინდუსტრია "ააფეთქა" და 2021 წელს $3,3 მილიონიანი ვენჩურული დაფინანსება მოიზიდა. როგორც მისი შემქმნელები აღნიშნავენ, ციფრული გარდერობის მიმართ ინტერესი სტაბილურად იზრდება. ვირტუალური ტანსაცმელი მოთხოვნადია გეიმერებსა და ინფლუენსერებს, ვიდეო სტრიმინგებისა და ონლაინ კონფერენციების მონაწილეებს, NFT-ებისა და მეტავერსების თაყვანისმცემლებს შორის. სხვათა შორის, დამფუძნებლებმა ასევე NFT სამყაროს დაპყრობაც გადაწყვიტეს. თავიდან ისინი crypto.com-თან თანამშრომლობდნენ, შემდეგ კი საკუთარი მარკეტპლეისი nft.dressx.com აამოქმედეს. იქ არა მხოლოდ AR კოსტიუმები, არამედ ეკზოსკინებიც იყიდება.

DressX-ის მიზანი 1 მილიარდი ვირტუალური ნივთის გაყიდვაა. ონლაინ მაღაზია თავდაჯერებულად მიიწევს მისკენ და მომხმარებელს მეტაგარდერობისთვის სამოსის ფართო არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ, შეიძინოთ ყოველდღიური სვითშოტები და ჯინსები, მდიდრული საღამოს კაბები, ფუტურისტული კოსტიუმები მეტავერსებისა და თამაშებისთვის, ქუდები და სამკაულები ასობით დიზაინერისგან. Metalook-ების მფლობელები სამოსის AR ფოტოებსა და ვიდეოებს იღებენ. მასალების გამოყენება შესაძლებელია  სხვადასხვა Web3 პროექტებში, ასევე სოციალურ ქსელებში.

პროექტი უშვებს კოლაბორაციებს ცნობილ ბრენდებთან, რომელთა  შორისაა Adidas, Bershka და Coca-Cola და ქმნის ცალკეულ საქველმოქმედო კოლექციებს, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის, თურქეთისა და სირიის მხარდასაჭერად მიემართება. 
წყარო: dressx.com

წყარო: dressx.com

როგორ ავირჩიოთ ციფრული ტანისამოსი?

Digital look-ები კარგად იმ შემთხვევაში მოგერგებათ, თუ აპლიკაციას საკუთარ მაღალი ხარისხის ფოტოს გაუგზავნით. DressX განსაზღვრავს მკაფიო მოთხოვნებს სურათის მიმართ, რომელიც მოიცავს მაღალ ხარისხს, თანაბარ ბუნებრივ განათებას, ძლიერი ჩრდილებისა და ბუნდოვანი ადგილების გარეშე. ფოტოზე გამოსახული ადამიანი უნდა იყოს ჩაცმული მჭიდროდ მორგებულ ტანსაცმელში, რომელიც შეესაბამება მომავალი ციფრული გამოსახულების ფასონსა და სიგრძეს. მაგალითად, კაბის ყიდვისას უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ფოტოზე ფეხები დაფარული არ გქონდეთ.

DressX აპლიკაცია ციფრულ მოსაზომ ოთახშიც გეპატიჟებათ. AR-ში თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, შეაფასოს არჩეული სამოსის თავისებურებები და გადაწყვიტოს, გადაიტანს თუ არა მას თავის მეტაკარადაში. 

ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა და პარტნიორობა

სწორედ ასე ჟღერს პროექტის ფუნდამენტური ღირებულებები. DressX განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გუნდის წევრებს, ბიზნესის განვითარებასა და კოლაბორაციებს, მაგრამ ამავე დროს ხაზს უსვამს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დღეს წარმოებული ტანსაცმლის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე კაცობრიობას სჭირდება. ჩვენ ვიზიარებთ სილამაზესა და აღფრთოვანებას, რასაც ფიზიკური მოდა ქმნის, მაგრამ გვჯერა, რომ არსებობს გზები, რომ აწარმოო ნაკლები, აწარმოო უფრო მდგრადად, ან საერთოდ არ აწარმოო. DRESSX-ის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ დაგანახოთ, რომ ზოგიერთ ნივთს არსებობა მხოლოდ ციფრულ ვერსიებში შეუძლია. ნუ იყიდით ნაკლებს, იყიდეთ ციფრული მოდა
, - ნათქვამია სტარტაპის ვებგვერდზე.
იმის გათვალისწინებით, რომ გაერო fashion-ინდუსტრიას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ სფეროდ მიიჩნევს, DressX კაცობრიობას სთავაზობს ალტერნატივას, მინიმალური ნახშირბადის კვალითა და ნარჩენებით. პროექტი აწარმოებს აქტიურ კვლევას ეკოლოგიაზე ვირტუალური და ჩვეულებრივი ტანსაცმლის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების გავლენის შესახებ. მზა ქეისები  dressx.com-ზე საჯაროდ არის წარმოდგენილი.

ყველა metalook-ის გაყიდვების 1%-ს DressX გადასცემს No More Plastic-ს. ეს არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც პლანეტის პლასტმასით დაბინძურებას ებრძვის.