CyberConnect. პროექტის მიმოხილვა და რეტროდროპის გზამკვლევი

ფოტო - CyberConnect. პროექტის მიმოხილვა და რეტროდროპის გზამკვლევი
ახალი ტექნოლოგიები ჩვენი ურთიერთობისა და ურთიერთქმედების გზების შეცვლას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი ინოვაცია CyberConnect, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური ჩართულობის გაუმჯობესებას Web3 ტექნოლოგიების მეშვეობით.

რა არის CyberConnect

CyberConnect არის დეცენტრალიზებული სოციალური გრაფის  პროტოკოლი, რომელიც BNB Smart Chain-ის ბლოკჩეინზეა აგებული. მისი მიზანი სხვადასხვა პლატფორმაზე არსებულ მომხმარებლებსა და პროექტებს შორის სოციალური კავშირების შექმნასა და მართვაში დახმარებაა. 

პროექტის თავისებურებები და უპირატესობები

მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი ფასეულობა Web3 სივრცეში შეინახონ და ის სხვა დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე გადაიტანონ. მთელი აქტივობა შეიძლება იყოს დადასტურებული და, შესაბამისად, მომხმარებელს არ სჭირდება ნულიდან დაწყება, რათა დაამტკიცოს თავისი წვლილი პროექტში, ან ზოგადად ინდუსტრიაში.

პროექტებს შეუძლიათ, ადვილად მოიზიდონ ახალი აუდიტორია, შექმნან მისთვის ონლაინ ღონისძიებები და ამისთვის AMA სესიები. Cyberconnect პროტოკოლის მზა ხელსაწყოების მეშვეობით,  დეველოპერებს შეუძლიათ, დააჯილდოონ მომხმარებლები და დაადასტურონ მათი მონაწილეობა პროექტის ცხოვრებაში.

Cyberconnect პროტოკოლი ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეინარჩუნონ კონტროლი თავიანთ პირად  ინფორმაციაზე. მათ შეუძლიათ, გადაწყვიტონ, ციფრული ცხოვრების რომელი ასპექტების გაზიარება სურთ. ეს დეცენტრალიზებული მიდგომა მონაცემთა გაჟონვისა და კონფიდენციალურობის დარღვევის რისკს ამცირებს.
CyberConnect-ის პროფილის (ccProfile) არსის სქემატური გახსნა წყარო: docs.cyberconnect.me

CyberConnect-ის პროფილის (ccProfile) არსის სქემატური გახსნა წყარო: docs.cyberconnect.me

ინვესტორები

2021 და 2022 წლებში პროექტმა ვენჩურული ფონდებიდან 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. ინვესტორთა შორის იყვნენ: Animoca Brands, Multicoin Capital, Sky9 Capital, Spartan Group, Delphi Digital, IOSG, Polygon Studios და სხვა.

რეტროდროპის სახელმძღვანელო

ახლა Cyberconnect-ს არ აქვს საკუთარი ტოკენი და პოტენციური რეტროდროპისთვის პროექტში თქვენი აქტივობა უნდა აჩვენოთ. მით უმეტეს, რომ დადის ხმები, თითქოს Cyberconnect იქნება შემდეგი პროექტი, რომელიც 2023 წლის მაისში ICO-პლატფორმაზე Coinlist იქნება წარმოდგენილი.

პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ccProfile-ის მიღება, ანუ პროფილის რეგისტრაცია CyberConnect პლატფორმაზე. მიჰყევით ბმულს და დამინთეთ NFT BNB Smart Chain-ის ქსელში პროფილის სახელის არჩევის შემდეგ. სტატიის მომზადების მომენტში, სახელი 12 სიმბოლოს შემდეგ უფასოა, მაგრამ ქსელში  უნდა დახარჯოთ გაზი. თუ გსურთб დააყენოთ მოკლე უნიკალური სახელი, BNB ტოკენებში გარკვეული ფასის გადახდა მოგიწევთ.
პროფილის მიღება CyberConnect-ის პლატფორმაზე წყარო: cyberconnect.me

პროფილის მიღება CyberConnect-ის პლატფორმაზე წყარო: cyberconnect.me

Cyberconnect-მა ასევე შექმნა თავისი სოციალური Web3 პლატფორმა, სახელწოდებით Link3, სადაც სხვადასხვა პროექტი ქმნის ონლაინ ღონისძიებებს, ან AMA სესიებს. თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ამ პლატფორმაზე, გამოიწეროთ იქ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტი და დაესწროთ მათ ონლაინ ღონისძიებებს. მათზე დასწრებისთვის შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მონაწილეობის დამადასტურებელი W3ST ბეიჯები. სწორედ ეს სამკერდე ბეიჯები აჩვენებს, რომ თქვენ ხართ პლატფორმის აქტიური მომხმარებელი, ამიტომ მათი შეგროვება ღირს.
Link3-ის პლატფორმაზე გამართული ღონისძიების მაგალითი  წყარო: link3.to

Link3-ის პლატფორმაზე გამართული ღონისძიების მაგალითი წყარო: link3.to

სტატიის მომზადების მომენტში, Link3-ის პლატფორმაზე მუშაობს ლოიალობის პროგრამა CyberConnect, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალური ამოცანის შესრულებას, რომლებისთვისაც შესაძლებელია ტიკეტების მიღება. ეს ტიკეტები საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ მონაწილეობა Mystery Box-ის გათამაშებაში, რომელიც Link3-ის ადრეული მომხმარებლების დაჯილდოებისთვის არის განკუთვნილი. ასეთი Mystery Box-ის რეალური ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა OpenSea პლატფორმაზე მისი ფასი 0,369 ETH-დან იწყება (შეამოწმეთ აქტუალურობა).
Mystery Box წყარო: link3.to

Mystery Box წყარო: link3.to

რა თქმა უნდა, თვალყური უნდა ადევნოთ პროექტის ანონსებს Twitter-ის გამოწერითა და Discord-სერვერში გაწევრიანებით. Discord-ში გავდივართ ვერიფიკაციას და ვათვალიერებთ იმ როლებს, რომელთა მიღება პროექტში ჩვენი აქტივობისთვის შეგვიძლია. ასევე ვუკავშირდებით ჩვენს საფულეს Collab.Land-ისა და Guild.xyz-ის სერვისებს განშტოებაში, სახელწოდებით "role-verify".