dYdX საკუთარ ქსელზე გადასვლამდე ერთ ნაბიჯშია

icon DYDX
icon FOR
ფოტო - dYdX საკუთარ ქსელზე გადასვლამდე ერთ ნაბიჯშია
dYdX პლატფორმა StarkEx-დან (StarkWare-ის L2 ქსელი) Cosmos-ის ეკოსისტემაში საკუთარ ბლოკჩეინზე გადასვლის პროცესშია. დეცენტრალიზებულმა ბირჟამ dYdX v4-ის პრივატული ტესტირების ეტაპი წამოიწყო. ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია გარკვეულ ხარვეზებთან, რომლებიც StarkEx-ს აქვს.
მაგალითად, მარტში Safeheron-ის დეველოპერმა განაცხადა, რომ მულტიხელმოწერის მქონე ზოგიერთ საფულე, რომელიც StarkEx-ზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედებს, უსაფრთხოების კუთხით მოწყვლადია. 
 
dYdX-ის გუნდის თქმით, ახალი ქსელი შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის უზრუნველყოს საუკეთესო სავაჭრო გამოცდილება, მათ შორის გაზის ნულოვანი საკომისიო, დაყოვნების მცირე დრო, მაღალი გამტარუნარიანობა და კარგი ლიკვიდობა, რომლის მსგავსსაც ცენტრალიზებულ ბირჟებზე ვხედავთ.
dYdX v4 და MEV წყარო: dydx.exchange

dYdX v4 და MEV წყარო: dydx.exchange

ამის მისაღწევად, dYdX v4 იყენებს ორდერების წიგნს მეხსიერებაში, სადაც კონსენსუსისთვის მიიღება მხოლოდ შესრულებული ორდერები (ანუ ჯაჭვის მიღმა). გუნდი ასევე აცხადებს, რომ  MEV-ის ხარვეზების აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს და ამ საკითხზე თანამშრომლობს ისეთ ექსპერტებთან, როგორებიცაა Skip Protocol და ChorusOne.
 
MEV ნიშნავს მოგებას, რომლის მიღება ვალიდიატორებს ტრანზაქციების რიგითობის შეცვლით, ან მათ სასარგებლოდ ტრანზაქციების ცენზურის გზით შეუძლიათ, რამაც ქსელში შეიძლება ტრანზაქციის მაღალი საკომისიო გამოიწვიოს. ზოგადი დანიშნულების სმარტ კონტრაქტების გარემოსგან განსხვავებით, Cosmos-ის ინფრასტრუქტურა dYdX-ს საშუალებას აძლევს, შექმნას უნიკალური MEV გადაწყვეტილებები, რომლებიც ზემოხსენებული პრობლემისგან თავისუფალი იქნება.
 
dYdX v4-ის გარდა, გუნდი მუშაობს აპლიკაციებზე iOS-ისა და Android-ისთვის, ასევე ვებგვერდზე. მიზანი არის Cosmos-ის ეკოსისტემაში თავის ქსელსა და სხვა ბლოკჩეინებს შორის უწყვეტი კავშირის გაადვილება Inter-Blockchain Communication (IBC) პროტოკოლის მეშვეობით, რაც ჯაჭვებს შორის ტოკენების გადაცემას შესაძლებელს გახდის.