ციფრული ევროს ეკოსისტემის ხედვა EBF-სგან

icon FOR
ფოტო - ციფრული ევროს ეკოსისტემის ხედვა EBF-სგან
2023 წლის 28 მარტს ევროპის საბანკო ფედერაციამ (EBF) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დეტალურად აღწერა მისი ხედვა სამომავლო ციფრული ფულის ეკოსისტემის, კერძოდ საცალო ციფრული ევროს შესახებ.
ანგარიშში ხაზგასმულია სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობისა და ინოვაციების აუცილებლობა, ციფრული ვალუტის წარმატებული სისტემის მისაღწევად. 
  
ევროპის საბანკო ფედერაცია გამოყოფს სამ ძირითად პრინციპს: თავსებადობა, ინკლუზიურობა და ადაპტირება. ციფრული ევრო უნდა იყოს ინტეგრირებული გადახდის არსებულ სისტემებთან, ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის და ვითარდებოდეს ფინანსურ ლანდშაფტთან ერთად.

GC
GN Crypto
ავტორი