ილონ მასკი vc სემ ალტმანი: ჯერჯერობით ფრე

icon ELON
ფოტო - ილონ მასკი vc სემ ალტმანი: ჯერჯერობით ფრე
მასკი ამბობს, რომ OpenAI-ის კომერციალიზაცია უკანონოა. საპასუხოდ, ალტმანი ღია კოდის AI-ს უშვებს.

ილონ მასკი: დახურული კოდის წყალობით, OpenAI დაიმონებს მსოფლიოს

მაისის შუა რიცხვებში, Tesla-ს აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, ილონ მასკმა უაღრესად პროვოკაციული ინტერვიუ მისცა CNBC-ის კორესპონდენტს. სხვა საკითხებთან ერთად, ბიზნესმენმა გაგვიზიარა OpenAI-ს შექმნის ისტორიის თავის ვერსია და დაუსვა ბევრი უხერხული კითხვა კომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს და AI ბაზრის სხვა მოთამაშეებს.

კერძოდ, მასკმა გაიხსენა, რომ მან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა GPT-ის განვითარებაში ადრეულ ეტაპებზე. ბიზნესმენი თვლის, რომ სწორედ მისი წყალობით არსებობს კომპანია OpenAI. თუნდაც იმიტომ, რომ მან გარისკა და  ამ წამოწყებაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. სანაცვლოდ, მას არასოდეს მიუღია რაიმე სახის კონტროლი პროექტზე.
მე სრულად ვაღიარებ, რომ თავს ნამდვილ იდიოტად მივიჩნევ
,- წუხს მასკი.
ფულის გარდა, მასკმა პროექტს სახელიც უბოძა. მასში სიტყვა „ღია“, ტყუილუბრალოდ კი არ ფიგურირებდა. OpenAI ჩაფიქრებული იყო, როგორც დახურული კოდის მქონე კომერციული ორგანიზაციის, Google-ის ერთგვარი ანტიპოდი. არაკომერციული მოდელი, რომელიც ილონმა ჩაიფიქრა, გულისხმობდა მოგებაზე უარის თქმას და მუშაობას მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ილონ მასკმა გულახდილად ისაუბრა Tesla-ს აქციონერთა შეხვედრაზე. წყარო: Youtube.

ილონ მასკმა გულახდილად ისაუბრა Tesla-ს აქციონერთა შეხვედრაზე. წყარო: Youtube.

მასკი განმარტავს, რომ ის ოდესღაც Google-ის თანადამფუძნებლის ლარი პეიჯის ახლო მეგობარი იყო. მათ მრავალი საათი გაატარეს ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ფიქრში. მასკმა თქვა, რომ ფეიჯს აბსოლუტურად არ ადარდებდა  ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკები. ამავდროულად, 2014 წელს, Google-მა ნახევარ მილიარდ დოლარად იყიდა ლონდონში დაფუძნებული სტარტაპი Deepmind, რითაც მოახდინა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე მსოფლიო ნიჭის 75%-ის კონცენტრირება. ეს იყო ერთპოლუსიანი AI სამყარო და პეიჯი, რომელიც მას აკონტროლებდა, საერთოდ არ ფიქრობდა ახალი ტექნოლოგიის უსაფრთხოებაზე.   
ბოლო წვეთი ის იყო, რომ ლარიმ სახეობრივი შოვინისტი მიწოდა, რადგან ვიცავდი პროადამიანურ და არა მანქანურ ცნობიერებას. დიახ, მე ვფიქრობ, რომ სახეობრივი შოვინისტი ვარ
, - იხსენებს მასკი.
ილონი ახლაც თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს მოდელი შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ, ის ღრმად იმედგაცრუებულია OpenAI-ის კომერციულ ორგანიზაციად გადაქცევით. როგორ შეიძლება ის, რაც დაიწყო როგორც არაკომერციული ღია კოდის პროექტი, გადაიქცეს დახურული კოდის მქონე ბიზნესად? მომხდარს ილონმა სარკასტული ანალოგი მოუძებნა. მისი თქმით, ეს ჰგავს ამაზონის ტროპიკული ტყის გადასარჩენად შექმნილი ორგანიზაციის სახერხ საამქროდ და ხე-ტყით მოვაჭრე კომპანიად გადაკეთებას.
ერთი წუთი... ეს ზუსტად იმის საპირისპიროა, რისთვისაც ფული მივეცი. ეს კანონიერია? ეს არ ჰგავს კანონიერს
, - ბრაზობს მასკი.
ღია კოდი შეიქმნა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული AI-ს მეშვეობით მიღებული ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ ხელში. მასკი მიანიშნებს, რომ დღეს მსოფლიოს მართვის სადავეები ეკუთვნის Microsoft-ს, რომელიც მრავალმილიარდიანი ინვესტიციების წყალობით OpenAI-ს აკონტროლებს.

OpenAI: ჩვენ ვხსნით საწყის კოდს

იმავდროულად, თავად OpenAI აპირებს გააქარწყლოს ილონის შიშები. მაგრამ აქ საქმე, როგორც ჩანს, არა რეპუტაციულ რისკებში, არამედ დინამიურ კონკურენტულ გარემოში ლიდერობის შენარჩუნების სურვილშია.

ამ დროს, ბაზარზე ვრცელდება ჭორები, რომ OpenAI ემზადება ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოსაშვებად. სემ ალტმანი და ბილ გეითსი იძულებულნი არიან  რეაგირება მოახდინონ კონკურენტების გააქტიურებასა და ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოჩენაზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსაუბრობთ LLaMa-ზე, მსხვილ ენობრივ მოდელზე, რომელიც Meta-მ 2023 წლის თებერვალში გამოუშვა. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ Stability AI და Dolly 2.0 AI Databricks-დან. ისინი სწრაფად ვითარდებიან, გვთავაზობენ კარგ წარმადობასა და ვარიანტების დიდ არჩევანს დამატებითი პარამეტრებისთვის, გაუმჯობესებულ კონფიდენციალურობას და სხვა „სარგებელს“, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის.

ამავდროულად, უფასო სიახლემ შეიძლება მნიშვნელოვნად შეარყიოს ფლაგმანური პროდუქტის, ChatGPT-ის პოზიცია.  OpenAI სწორედ ჩატბოტზე წვდომის გაყიდვით შოულობს ფულს. დღეს კომპანიის ღირებულება 27-29 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს შეფასება დიდწილად ეფუძნება იმ ფაქტს, რომ OpenAI-ის ChatGPT-ზე წვდომაში მომხმარებლები ფულს იხდიან. ასე რომ, სემ ალტმანმა უნდა  ეცადოს, თავიდან აიცილოს კონკურენცია საკუთარ პროდუქტებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება კომპანიის ღირებულების შენარჩუნება OpenAI-ის ამჟამინდელ სიმაღლეზე.

შეგახსენებთ, რომ ადრე GNcrypto წერდა, რომ ბილ გეითსის აზრით ძლიერმა AI-მ დროთა განმავლობაში შეიძლება დასახოს საკუთარი მიზნები,  რომლებიც კაცობრიობის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოვა.