Ledger-ის ტექნიკური დირექტორი Ethereum-ის მომავლის შესახებ

ფოტო - Ledger-ის ტექნიკური დირექტორი Ethereum-ის მომავლის შესახებ
Ledger-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ჩარლზ გიიმემ ისაუბრა Ethereum-ის მომავალსა და მის პოტენციალზე Web3-ის ფართო დანერგვის კუთხით.
Ethereum-ის მასშტაბირების გასაუმჯობესებლად, გიიმე გვთავაზობს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა ბლოკის ზომის გაზრდა, საიდჩეინების გამოყენება (როგორიცაა Polygon), შარდინგი და მეორე დონის გადაწყვეტილებები, როგორიცაა როლაპები. სწორედ ბოლო ორ ვარიანტს უწოდა ჩარლზმა ბლოკჩეინის ტრილემის გადასაჭრელად ყველაზე პერსპექტიული.

შარდინგი

შარდინგი გულისხმობს ბლოკჩეინის დაყოფას ქვექსელებად, რომელთაც შარდები (სეგმენტები) ეწოდება. ასეთ ქვექსელებს ტრანზაქციების პარალელურად დამუშავება შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამტარუნარიანობას. თუმცა, ამ მეთოდს გააჩნია თავისი ნაკლოვანებები, როგორიცაა ზოგადი კონსენსუსის ბუნდოვანება, შარდებს შორის კომუნიკაციის სირთულე და მათი მოწყვლადობა.
 
უფრო ვრცლად შარდინგის უპირატესობებისა და საფრთხეების შესახებ ცალკე სტატიაში ვწერდით.

როლაპები

Rollups ითვლება Ethereum-ის მასშტაბირების გაზრდის ყველაზე სიცოცხლისუნარიან გზად. დამუშავების მიზნით, ძირითადი ჯაჭვიდან ტრანზაქციების ცალკეულ გარემოებში გადატანით, ძირითად ბლოკჩეინზე დატვირთვის შემცირებაა შესაძლებელი.
 
არსებობს ორი ძირითადი ტიპის როლაპი, რომლებმაც კრიპტოსაზოგადოების ყურადღება მიიპყრო: Optimistic Rollups და  ZK-Rollups.
 
Optimistic Rollups მოქმედებს იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ ყველა ტრანზაქცია ძალაშია და შემოწმებას მხოლოდ სადავო  შემთხვევაში საჭიროებს. ამისთვის გამოყოფილია რამდენიმე დღე და თუ თაღლითური ქმედება გამოვლინდა, ტრანზაქცია უქმდება. ასეთი L2 ქსელების მაგალითებია Optimism და Arbitrum.
 
ჯაჭვის ფარგლებს გარეთ ტრანზაქციების შესამოწმებლად,  ZK-Rollups ტექნოლოგიას ZK-Proof (ZKP) იყენებს, რაც Ethereum-ის მთავარი ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ZK-Rollups  აგენერირებს მოქმედების მტკიცებულებას, რომელიც შემდეგ ბლოკჩეინში სმარტ კონტრაქტით მოწმდება. ZK-Rollup–ზე დაფუძნებულ ქსელს მიეკუთვნება zkSync

EIP-4844 და EIP-4488

თუმცა, ZK-Rollups მონაცემებს მიუწვდომელ ხდის იმ დროს, როდესაც ისინი შეიძლება საჭირო გახდეს მომავალი რეკონსტრუქციისთვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, Ethereum-ის დეველოპერებმა წამოაყენეს ორი წინადადება: EIP-4844 და EIP-4488.
 
პირველი ქმნის ახალი ტიპის ტრანზაქციებს მონაცემთა შესანახად, ხოლო მეორე ამცირებს გაზის საფასურს calldata-სთვის. ეს მონაცემები უცვლელი და მხოლოდ წაკითხვადია.

შეჯამება

გიიმე როლაპებს თვლის Ethereum-ის მიმდინარე განვითარების ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად, რომელიც მასშტაბირების გაზრდასა და დეცენტრალიზებული პროგრამების სრული პოტენციალის გამოვლენაზეა მიმართული. სწორედ როლაპები უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ, დეცენტრალიზებულ და უსაფრთხო ლანდშაფტს კრიპტოვალუტის მასობრივი დანერგვისთვის.