ERC-20, BEP-20, TRC-10: რა არის ტოკენების სტანდარტები?

icon FOR
ფოტო - ERC-20, BEP-20, TRC-10: რა არის ტოკენების სტანდარტები?
ERC-20, BEP-20 და TRC-10 — ტოკენების სტანდარტებია, რომლებიც განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და თვისებებს კონკრეტულ ბლოკჩეინში.
ტოკენებისა და ზოგიერთი კრიპტოვალუტის უმეტესობაც კი ერთსა და იმავე სქემითაა აგებული. ეს ერთი ქსელის ფარგლებში მათ გამოყენებას აადვილებს. ერთი სტანდარტის ტოკენებს შეუძლია, ერთმანეთთან ურთიერთქმედება მოახდინოს და თანაბრად თავსებადი იყოს აპლიკაციებთან, DeFi პლატფორმებსა და საფულეებთან.

ჩვენ მოვამზადეთ გზამკვლევი კრიპტოვალუტური ეკოსისტემების ტოკენების ყველაზე გავრცელებული სტანდარტების შესახებ.

ERC-20

ტოკენების პირველი სტანდარტი, რომელიც Ethereum-ზე დაფუძნებული პროდუქტების დეველოპერის მიერ არის შემოთავაზებული. ERC აბრევიატურაა, რომელიც იშიფრება, როგორც "Ethereum Request for Comments". ERC-20 ტოკენებს ციფრული აქტივის ყველა საბაზისო ფუნქცია აქვს, რომელთა შორისაა 6 სავალდებულო და 3 მეორეხარისხოვანი თვისება:

● TotalSupply. განსაზღვრავს ტოკენების ემისიას;

● Approve. ტოკენების რაოდენობის ლიმიტს უზრუნველყოფს და ყალბი მონეტების მინთს უშლის ხელს;

● BalanceOf. ადგენს საფულეზე არსებული აქტივის ბალანსს;

● TransferFrom. პასუხისმგებელია ტრანზაქციის ავტომატიზაციაზე;

● Transfer. საშუალებას გაძლევთ, გაუგზავნოთ ტოკენები სხვა მომხმარებლებს;

● Allowance. ტრანზაქციის დასასრულებლად თანხის ოდენობის შემოწმებას უზრუნველყოფს.

ეს 6 თვისება ერთნაირი და აუცილებელია ყველა ERC-20 ტოკენისთვის. დანარჩენი 3 (მონეტის სახელწოდება, მისი მოკლე ტიკერი და ნიშნების რაოდენობა მძიმის შემდეგ) თითოეული ტოკენის სამომხმარებლო პარამეტრია. 

ERC-20 მისამართები „0x“-ით იწყება და აქტივში 42 სიმბოლო აქვს. ამ ტიპის ტოკენები ვრცელდება არა მხოლოდ Ethereum-ზე, არამედ EVM არქიტექტურის მქონე ზოგიერთ სხვა ბლოკჩეინზეც (მაგალითად, Polygon).

BEP-20, TRC-20

ტოკენების გამოსაშვები სმარტ კონტრაქტების უმეტესობა ბევრ ქსელში ერთმანეთს პროგრამირების ერთი ენისა და არქიტექტურის გამო ჰგავს. ამიტომაც ტოკენების სტანდარტიც დიდად არ განსხვავდება. 

BEP-20 ტოკენის სტანდარტია ბლოკჩეინზე BSC (Binance Smart Chain). ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს, აამოქმედონ utility-ტოკენები, მიბმული მონეტები, სტეიბლკოინები და ა.შ. მახასიათებლების მიხედვით, BEP-20 ისეთივეა, როგორც ERC-20, ვინაიდან ბლოკჩეინებს ერთნაირი არქიტექტურა აქვს.

TRC-20 ტოკენის სტანდარტია ბლოკჩეინისთვის Tron. ქსელი ასევე თავსებადია ERC-20 ტიპის კონტრაქტებთან, რადგან Ethereum და Tron დაიწერა პროგრამირების ერთსა და იმავე ენაზე - Solidity. არის ასევე მოძველებული TRC-10 სტანდარტი, რომელიც TRC-20-ის გამოჩენას უძღოდა წინ. ამ სტანდარტის უმსხვილესი აქტივია BitTorrent (BTT).

ERC-721

ეს ძირითადი სტანდარტია, რომელიც Ethereum-ზე არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გამოსაშვებად გამოიყენება. ERC-721-ის გამორჩეული თვისება  არის უნიკალური TokenId, რომელიც აქტივს იმავე სტანდარტის სხვა ტოკენებისგან გამოარჩევს. 

ფუნქციონალური თვისებებით სხვა სმარტ კონტრაქტებს ჰგავს, მოიცავს ტოკენების შენახვას, გადაცემასა და მინთს.

ERC-1155

ეს უნივერსალური სტანდარტია, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ჩვეულებრივი ტოკენების, ასევე NFT-ების შექმნის საჭიროებებს. ამ სტანდარტის თავისებურებაც ტოკენების ჯგუფის დამუშავებაა, რომელშიც შედის:

  • რამდენიმე აქტივის ერთდროულად გადაგზავნა (პარტიის გადაგზავნა);

  • აქტივების ბალანსების მიღება ერთ ტრანზაქციაში (პარტიის  ბალანსი);

  • ყველა ტოკენის გასაგზავნად დადასტურების შესაძლებლობა (პარტიის დადასტურება);

  • ტოკენი კლასიფიცირდება როგორც NFT, თუ ის ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს (NFT მხარდაჭერა).

Wrapped-ტოკენები

მონეტებსა და ტოკენებს სხვადასხვა ბლოკჩეინზე ერთმანეთთან ურთიერთქმედება იშვიათად შეუძლია. ამ პრობლემის გადასაჭრელად იქმნება Wrapped ტოკენები - შეფუთული აქტივები, რომლებიც "მთავარი" მონეტის ღირებულებასთან არის მიბმული.

მაგალითად, WBTC Ethereum-ის ბლოკჩეინზე. ეს არის ERC-20 ტოკენი, რომელსაც "ნამდვილი" Bitcoin-ით 1:1 თანაფარდობით არის უზრუნველყოფილი. ამრიგად, WBTC მფლობელებს BTC-ს გამოყენება სხვა ქსელში შეუძლიათ (ვაჭრობა, ფარმინგი, სტეიკინგი და ურთიერთქმედება იმავე სტანდარტის სხვა ტოკენებთან).

ტოკენის სტანდარტები ერთი ბლოკჩეინის ფარგლებში სხვადასხვა აქტივების გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს აქტივების შეუთავსებლობის პრობლემას წყვეტს და მოქნილობას სძენს როგორც ცალკეულ ქსელს, ასევე მთლიან ინდუსტრიას.