ესტონელმა თაღლითებმა $575 მილიონის სქემა განახორციელეს
FBI–მ ესტონეთის პოლიციასთან ერთობლივად, ფულის გათეთრებითა და კრიპტოსკამით დაკავებული ორი ესტონელი დაიჭირა. თაღლითების მსხვერპლი ასობით ათასი ადამიანი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
სერგეი პოტაპენკო და ივან ტურიგინი 20.11 ტალინში დააკავეს, ამის შესახებ აშშ–ს მართლმსაჯულების დეპარტამენტი იუწყებოდა. ისინი ეჭვმიტანილები არიან $575 მილიონის ოდენობის თაღლითურ კრიპტოსავალუტო ოპერაციებში და ფულის გათეთრებაში. ბრალდების აქტი 18 პუნქტს ითვლის. ის აღწერს ყველა უკანონო ქმედებას, რომელიც რთული აფიორების კომპონენტი გახდა.
გენერალური პროკურორის თანაშემწის კენეტ ა. პოლიტე–უმცროსის თქმით, ბოროტმოქმედებმა თავის სქემებში ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით ასობით ათასი ადამიანი ჩაითრიეს..თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი კრეატიულ ბოროტმოქმედებთან ბრძოლა:
დეპარტამენტი ცდილობს არ დაუშვას, რომ საზოგადოებამ წვალებით ნაშოვნი ფული დაკარგოს ამ აფიორების გამო, და არ მისცემს ამ ბრალდებულებს ან სხვა მსგავს თაღლითებს შეინარჩუნონ თავისი დანაშაულებების შედეგად მიღებული მოგება
სქემას, რომელიც პოტაპენკომ და ტურიგინმა შეიმუშავეს, რამდენიმე შემადგენელი ჰქონდა. პირველი იყო მაინინგის ყალბი სერვისი HashFlare. ბოროტმოქმედები სხვადასხვა ქვეყანაში,მათ შორის აშშ–ში, მყოფ მსხვერპლებს სთავაზობდნენ მაინინგისთვის საჭირო დანადგარების ქირაობას და ჯილდოს სახით წარმოებული ვირტუალური ვალუტის გარკვეული მოცულობის მიღებას. 2015–დან 2019–მდე თაღლითებმა $550 მილიონზე მეტის კონტრაქტები დადეს. .
კლიენტები იღებდნენ ვებ–გვერდზე HashFlare წვდომას, სადაც ასახული იყო მათი მონაწილეობით გენერირებული აქტივების რაოდენობა, მაგრამ თავისი კრიპტოვალუტის მიღება ვერ შეძლეს. დამნაშავეები ან აიგნორებდნენ მათ შეტყობინებებს, ან ღია ბაზარზე ნაყიდ ტოკენებს უხდიდნენ. როგორც გამოძიებისას გაირკვა, ყველა დადებული კონტრაქტი ყალბი იყო, HashFlare–ს კი მაინინგის დანადგარებიც კი არ ჰქონდა. .
თაღლითების კიდევ ერთი პროექტი კომპანია Polybius გახდა, რომელიც კრიპტოვალუტის ბანკის გახსნას გეგმავდა. 2017წლის მაისიდან პოტაპენკო და ტურიგინი ინვესტორებს იზიდავდნენ, და ჰპირდებოდნენ სამომავლოდ Polybius Bank–ის მოგებიდან მიღებულ დივიდენდებს. ამ სქემით მათ $25+მილიონი მოაგროვეს.ეს ფული ბრალდებულებმა მათ მიერ კონტროლირებად ვირტუალურ საფულეებზე და საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.რაც შეეხება Polybius Bank–ს, ის არასდროს არსებობდა.
ასევე დაკავებულებს ბრალი უკანონო გზით მიღებული სახსრების გათეთრებაში ედებათ. ამისთვის ისინი ყალბ ფირმებს, ყალბ კონტრაქტებსა და ანგარიშ–ფაქტურებს ქმნიდნენ. კერძოდ, დანაშაულებრივ სქემებში უძრავი ქონების 70–ზე მეტი ობიექტი, ალიტური ავტომობილები, საბანკო ანგარიშები კრიპტოსაფულეები და მაინინგის მოწყობილობები იყო გამოყენებული..
აშშ–ს პროკურორი ნიკ ბრაუნი მიიჩნევს, რომ «ამ სქემის ზომა და ფარგლები ნამდვილად გასაოცარია». ციფრული აქტივების პოპულარობის და ინვესტორთა ნდობის ( რომელიც ხან გულუბრყვილობას უტოლდებოდა) გამოყენებით, თაღლითებმა გლობალური ფინანსური პირამიდა შექმნეს. დანაშაულების მასშტაბის გათვალისწინებით, გამოძიებაში FBI–ს გარდა ჩართული იყო ესტონეთის კიბერდანაშაულის ბიურო, პოლიცია და სასაზღვრო სამსახური, აშშ–ს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საქმეთა სამმართველო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოტაპენკოსა და ტურიგინს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება..