Ethereum-ის პრობლემები და პერსპექტივები 2023 წელს
მას შემდეგ, რაც Ethereum-მა კონსენსუსის ალგორითმი Proof-of-Work Proof-of-Stake-ით შეცვალა, მომხმარებლებმა ბლოკჩეინის მუშაობაში რაიმე ცვლილებები ვერ შეამჩნიეს: საკომისიოები კვლავ მაღალია და ტრანზაქციის სიჩქარე თითქმის არ შეცვლილა. ეს იმით აიხსნება, რომ განახლებას მასშტაბირებაზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია.
Ethereum-ის მიმდინარე და სამომავლო პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ გადასვლა საკმაოდ წარმატებული იყო, Ethereum-ის მომავალთან დაკავშირებით ახალი შეშფოთება გაჩნდა, რომელიც დაკავშირებულია რეგულირებასა და ცენტრალიზაციასთან.
პირველი არის ის, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) დაიწყო მოსაზრების გამოთქმა, რომ ETH მონეტები ფასიანი ქაღალდებია. ამის მიზეზია იგივე ალგორითმი Proof-of-Stake, უფრო სწორად, სტეკინგის მოდელი, რომელიც ჰაუის ტესტის ერთ-ერთ პუნქტს შეესაბამება. ეს ტესტი განკუთვნილია იმის შესამოწმებლად, აკმაყოფილებს თუ არა აქტივი ფასიანი ქაღალდების კრიტერიუმებს. თუ SEC გადაწყვეტს, Ethereum-ს მიადგეს, ამას შეიძლება მის ეკოსისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს.
წარსულში ასეთი საფრთხეები არ არსებობდა, რადგან პროექტი ალგორითმით Proof-of-Work უფრო დეცენტრალიზებული იყო. თუმცა, ვალიდატორების მისმა ამჟამინდელმა სისტემამ ეს ეჭვქვეშ დააყენა. Nansen-ის ანალიტიკური მონაცემების თანახმად, დასტეიკებული ETH მონეტების 64% მხოლოდ 5 ვალიდატორს ეკუთვნის, რაც ცენტრალიზაციის გარკვეულ ხარისხს წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ვალიდატორებს საეჭვო ტრანზაქციების გაფილტვრა თავად შეუძლიათ.
არანაკლებ შემაშფოთებელია Ethereum-ის შემდეგი განახლება, რომელიც ამ გაზაფხულზეა დაგეგმილია. Ethereum-ის PoS-ზე გადასვლის მიუხედავად, ვალიდატორებს არ მიეცათ უფლება გაეტანათ დასტეიკებული ETH მონეტები, ან დარიცხული პროცენტები. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ განახლების შემდეგ, რომელსაც Shanghai ეწოდება.
ახლა არსებობს საშიშროება, რომ ყველა ETH მონეტამ, რომლის გატანასაც ვალიდატორები დაიწყებენ, შეიძლება ბაზარზე ძლიერი დათვური ზეწოლა მოახდინოს. ეს ხომ დაახლოებით 16 მილიონი მონეტაა, რომლებიც სტეიკინგზე გაიგზავნა, როდესაც ETH-ის ფასი დაახლოებით $600 იყო. ასე რომ, შეიძლება იყოს ბევრი ადამიანი, ვინც მოგების დაფიქსირებას ისურვებს.
Ethereum-ის პერსპექტივები
ნუთუ მართლა შეამცირებს გამყიდველების ეს ზეწოლა ETH-ის ფასს? როგორც გაირკვა, ყველა სტეიკერი აქტივების დაუყოვნებლივ გატანას ვერ შეძლებს. არსებობს ორი ტიპის გაყვანის მოთხოვნა. პირველი - არ შეეხო დასტეიკებულ მონეტებს და გაიტანო მხოლოდ მიღებული პროცენტი, რათა ქსელის ვალიდატორად დარჩე. მეორე - სტეიკინგიდან ყველა მონეტა მთლიანად, მაგრამ თანდათანობით გაიტანო. ეს პროცესი დარეგულირდება პროტოკოლით, რომელიც ვალიდატორების დიდ რაოდენობას ქსელიდან ერთდროულად გასვლის საშუალებას არ მისცემს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საბაზრო ფასზე.
სინამდვილეში, არსებობს გარკვეული მექანიზმი, რომელსაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ის გამოიხატება იმაში, რომ ვალიდატორების რაოდენობის კლებასთან ერთად მათთვის საპროცენტო განაკვეთი იზრდება და საპროცენტო განაკვეთის მატებასთან ერთად უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, გახდეს ვალიდატორი. ამრიგად, მონეტების მასშტაბური გაყიდვის საფრთხე არც ისეთი დიდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
გარდა ამისა, დადის ხმები, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები დაინტერესებულნი არიან, გახდნენ ქსელის ახალი ვალიდატორები. ერთ დროს ბევრმა მათგანმა Ethereum-ში ინვესტირებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა არ არის. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ბლოკჩეინი მოიხმარს 99%-ით უფრო ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ადრე.
ახალი ინვესტორებისთვის მიმზიდველი შეიძლება Ethereum-ის ახალი ტოკენომიკაც გახდეს. ETH მონეტა ხომ თითქმის დეფლაციური გახდა. ამჟამად დამწვარი მონეტების რაოდენობა გამოშვებულთა რაოდენობას აღემატება და შესაძლოა, ეს გახდეს მიზეზი იმისა, რომ მომავალში ETH-ის ფასი გაიზრდება.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ მხოლოდ Ethereum 2.0-ის საგზაო რუკის პირველ ეტაპზე ვართ და წინ კიდევ ბევრი განახლებაა, რამაც შეიძლება, ბლოკჩეინი, პირველი დონის ახალ ქსელებთან შედარებით, კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს. რა თქმა უნდა, ახლა მათ აქვთ მეტი გამტარუნარიანობა და ტრანზაქციის უფრო დაბალი საკომისიო, მაგრამ მათ არ აქვთ ასეთი ფართო ეკოსისტემა, ან დეველოპერებისა და მხარდამჭერების დიდი რაოდენობა.