კრიპტოვალუტების შეძენის ეგზოტიკური გზები სხვადასხვა ქვეყანაში

ფოტო - კრიპტოვალუტების შეძენის ეგზოტიკური გზები სხვადასხვა ქვეყანაში
კრიპტოვალუტის შეძენა არა მხოლოდ ბირჟების, გაცვლის პუნქტების, კრიპტომატების, ან OTC-ბაზრის საშუალებითაა შესაძლებელი. ეს, შესაძლოა, საკმაოდ ეგზოტიკური ადგილები იყოს, რომლებიც ვირტუალური აქტივების სამყაროსთან რაიმე ასოციაციას საერთოდ არც იწვევს.
სტატიაში კრიპტომატების შესახებ გაყიდვების იმ უჩვეულო ფორმატებსა და პუნქტებზე მოყოლის პირობა დავდეთ, სადაც კრიპტოვალუტის შეძენაა შესაძლებელი. ჰოდა, პირობას ვასრულებთ.

Bitcoinbon – იყიდეთ ბიტკოინი ბენზინგასამართ სადგურზე, ან თამბაქოს ჯიხურში

2015 წლის თებერვლის დასაწყისიდან ავსტრიულმა ბროკერმა Coinfinity ახალი პროექტი Bitcoinbon წამოიწყო, რათა ავსტრიის ყველა მაცხოვრებლისთვის ბიტკოინი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელებში British Petroleum, OMV და ა.შ., ასევე Tabak Trafik-ის ჯიხურებში (ჯამში ქვეყნის მასშტაბით 4000-ზე მეტი პუნქტი) ნაღდი ფულით, ან საბანკო ბარათით ბიტკოინ-ვაუჩერის ყიდვის სერვისი გაჩნდა. 
ვებ-გვერდ Bitcoinbon-ზე ბიტკოინის ყიდვის შეთავაზება

ვებ-გვერდ Bitcoinbon-ზე ბიტკოინის ყიდვის შეთავაზება

ვაუჩერებს 50, 100, 150 და 250 ევროს ნომინალი აქვს და ციფრული ფორმატის კოდს შეიცავს, რომელიც, წინასწარ შექმნილ საფულეზე BTC-ს ჩასარიცხად, ვებ-გვერდზე უნდა შეიყვანოთ. მეტი ღირებულების ვაუჩერის შესაძენად, აპლიკაცია YOTI-ის საშუალებით, პირადობის დადასტურების პროცედურის გავლა მოგიწევთ. ვაუჩერის გააქტიურების შემდეგ BTC საფულეში ერთი საათის განმავლობაში ჩაირიცხება.
Tabak Trafik-ში ბიტკოინ-ვაუჩერის გაყიდვის წერტილი

Tabak Trafik-ში ბიტკოინ-ვაუჩერის გაყიდვის წერტილი

სიგარეტი, ლატარიის ბილეთები და… კრიპტა

ფრანგული თამბაქოს 24 000 მაღაზიის მქონე ქსელი Tabac, სადაც  ლატარიის ბილეთებს, სიგარეტს, ან მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების ვაუჩერებს ყიდიან, სალაროდან გაუსვლელად ბიტკოინების შეძენასაც გთავაზობთ - ნაღდი ფულით, ან ბარათით. ასეთი მომსახურება ადგილობრივ ფინტექ კომპანია Keplerk-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი.

ასეთი სერვისის ბაზარზე გასატანად, Keplerk-მა ქსელის სალარო აპარატის სისტემის მოდერნიზაცია მოახდინა. 2019 წლიდან, ნებისმიერ მსურველს, ვინც ბიტკოინის ლოგოს მქონე რეკლამა ნახა, Tabac-ის ქსელში ვაუჩერი შეძენა შეუძლია, რომლის აქტივაცია, ანგარიშზე ბიტკოინების ჩარიცხვის მიზნით, Keplerk-ის ელექტრონული საფულიდან არის შესაძლებელი.
ქსელ Tabac-ის ერთ-ერთი მაღაზიის სალარო

ქსელ Tabac-ის ერთ-ერთი მაღაზიის სალარო

თამბაქოს მაღაზიის მფლობელები საუკეთესო არხია, რადგან მომხმარებლები მათ ენდობიან და ისინი სხვადასხვა ვაუჩერებს უკვე ყიდიან, განსაკუთრებით მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად
თვლის Keplerk-ის სტრატეგიისა და განვითარების დირექტორი ადილ ზაქარი.

დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ფოსტები

2020 წლის ივნისიდან ავსტრალიელებს ბიტკოინის შეძენა ქვეყნის მასშტაბით ეროვნულ საფოსტო ოფისებში შეუძლიათ. ეს Australia Post-ის კრიპტოვალუტის ბირჟასთან bitcoin.com.au პარტნიორობის წყალობით მოხდა. ახლა ავსტრალიის 3500-ზე მეტ საფოსტო განყოფილებაში კრიპტოვალუტის ყიდვა ისეთივე ადვილია, როგორც გაზეთის, ჟურნალის, ან საფოსტო მარკის შეძენა. 

კრიპტობირჟის გენერალური დირექტორი ჰოლგერ არიანსი თვლის, რომ ასეთი ფორმატი ზოგიერთი ადამიანისთვის კრიპტოვალუტების ყიდვას ძალიან მოსახერხებელ და თითქმის ჩვეულებრივ საქმედ ხდის:
ბევრი ადამიანისთვის ავსტრალიის ფოსტის განყოფილებაში ბიტკოინის ყიდვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თანხების ონლაინ გადარიცხვა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყიდვა პირველად გადაწყვიტა. ჩვენ ამ პარტნიორობით ვამაყობთ და გვსურს, Australia Post-ს ახალი ტექნოლოგიებისადმი მუდმივი ღიაობისთვის მადლობა გადავუხადოთ

დიდი ბრიტანეთის ფოსტაც (UK Post Office) ცდილობს, ავსტრალიელ კოლეგებს არ ჩამორჩეს. 2021 წლიდან კრიპტოაქტივების შეძენას ის შესაძლებელს გერმანულ კრიპტობირჟასთან Swarm Markets პარტნიორობით ხდის. მომხმარებლებს  კრიპტოვალუტის შეძენა მობილური აპლიკაციით Swarm შეუძლიათ მას შემდეგ, რაც მობილური აპლიკაციით Post Office EasyID ავტორიზაციას გაივლიან. Swarm მომხმარებლებს რამდენიმე დაწკაპუნებით ვაუჩერის შეძენას სთავაზობს, რომლის გადაცვლა მათ ისეთ კრიპტოვალუტაზე შეუძლიათ, როგორიცაა ბიტკოინი, ან ნებისმიერი სხვა მონეტა თითქმის 30 კრიპტოაქტივიდან.

Swarm Markets-ში თვლიან, რომ ასეთი პარტნიორობა ადამიანებს კრიპტოვალუტის გაცნობას გაუადვილებს და პირველ შენაძენს სასიამოვნოს გახდის. „კრიპტოვალუტების შეძენის ასეთი მარტივი და უსაფრთხო საშუალების დანერგვით, კერძოდ, როგორიცაა  Bitcoin და Ethereum, ვირტუალურ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობა ახლა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო“, - აღნიშნა Swarm Markets-ის თანადამფუძნებელმა ფილიპ პაიპერმა.