Camelot — ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეცენტრალიზებული პლატფორმაა ბლოკჩეინზე Arbitrum, რომელსაც აქვს ნატიური ტოკენი GRAIL
DefiLama-ს თანახმად, ამჟამად პლატფორმაზე 115 მილიონ დოლარზე მეტია დაბლოკილი, რაც ბირჟას Arbitrum-ზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ DEX-ად აქცევს. ეს ასევე გამოწვეულია იმით, რომ ბირჟა შექმნეს და აამოქმედეს სპეციალურად ამ ბლოკჩეინისთვის, ნაცვლად ახალი ქსელის ინტეგრირებისა, როგორც ამას DEX-ების უმეტესობა აკეთებს.
პროექტ Camelot–ის TVL (DeFiLama)
ამ სტატიაში გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პლატფორმა Camelot, რა პერსპექტივები აქვს ტოკენს GRAIL და რატომ ჯილდოვდებიან მომხმარებლები ARB ტოკენებით, როდესაც ისინი Camelot-ზე აქტიურობენ.
ინფორმაცია და სტატისტიკა
პლატფორმა Camelot-ის სტატისტიკის მიხედვით, ბირჟაზე ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა 11 მილიონ დოლარს აჭარბებს. ლიკვიდობის უმეტესი ნაწილი დაბლოკილია ETH, USDC, GRAIL და ARB მონეტების სავაჭრო წყვილებში.
პლატფორმა Camelot–ის სტატისტიკური მონაცემები
ბირჟაზე ARB ტოკენის ლისტინგის შემდეგ, მისი ტოკენომიკის დეტალები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. Arbitrum–ის ტოკენომიკის თანახმად, Camelot-ი 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ARB-ის ტრანშს მიიღებს და მას, სავარაუდოდ, პლატფორმის მომხმარებლებს შორის სხვადასხვა აქტივობებისთვის გაანაწილებს.
განყოფილება “Trade”
სასტარტო გვერდი შეიცავს ბლოკს "Trade", რომელიც ტოკენების გაცვლაზეა პასუხისმგებელი. აქ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საკუთარი ლიკვიდობა მონეტების ფარმინგის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. ინვესტირების მექანიზმი DEX-ების უმეტესობის მსგავსია და მოითხოვს ფარმინგში ინვესტირებული ტოკენების პროპორციულ თანაფარდობას (ანუ 50/50).
ტოკენების გაცვლა Arbitrum-ის ქსელში
ლიკვიდობის ინვესტირება Camelot-ზე
ბლოკი “Earn”
ბლოკი "Earn" შეიცავს ინფორმაციას Camelot-ზე პასიურ შემოსავალთან დაკავშირებული აქტივობის შესახებ, რომელშიც ბირჟის მომხმარებელი მონაწილეობს. ეს შეიძლება იყოს ფარმინგი, სტეიკინგი და ხმის მიცემა მონეტა Grail-ის სანაცვლოდ. ბლოკ "Earn"-ს გააჩნია 4 ქვეგანყოფილება:
● My Positions. Camelot–ზე მომხმარებლის დაბლოკილი სახსრების რაოდენობა და სავარაუდო წლიური პროცენტი;
● Yield farming. დეტალები სავაჭრო წყვილების შესახებ,რომლებშიც შეიძლება ფულის ჩადება;
● Nitro pools. სავაჭრო წყვილები მომგებიანობის მაღალი პროცენტით;
● Genesis pools. სავაჭრო წყვილები სტეიბლკოინებით, BTC–ითა და ETH–ით.
Launchpad
პლატფორმას Camelot გააჩნია საკუთარი ლაუნჩპადი Arbitrum-ის ბლოკჩეინზე ახალი პროექტების ასამოქმედებლად. ინვესტირება შესაძლებელია თამაშების და DeFi–ს სფეროში არსებულ სტარტაპებსა და პროექტებში, რომელთა მიზანი საერთო ეკოსისტემის განვითარებაა.
მონაწილეობა შესაძლებელია Whitelist–ის მიღების გზით, რომელიც ლატარიის პრინციპით მიმდინარეობს და თუ ამ რაუნდის განმავლობაში ყველა ტოკენი არ გაიყიდება, აქტივის შეძენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
განყოფილება Launchpad Camelot–ზე
ტოკენი GRAIL
GRAIL არის დეცენტრალიზებული ბირჟა Camelot–ის ნატიური ტოკენი. მისი გამოყენება უამრავ აქტივობაშია შესაძლებელი:
● განყოფილება xGRAIL-ში შესაძლებელია საკუთარი მონეტების სტეიკინგში დაბლოკვა და პასიური შემოსავლის მიღება ETH–სა და USDC–ში;
● GRAIL-ის მეშვეობით შესაძლებელია Whitelist–ის მიღება რომელიმე პროექტში, რომელიც Camelot-ის ლაუნჩპადზე გამოდის;
● მონეტა GRAIL-ის ფლობამ შეიძლება გაზარდოს მომგებიანობა სავაჭრო წყვილებში, რომლებშიც სახსრები ჩადებულია ლიკვიდობის ფარმინგის ჩარჩოებში.
პლატფორმაზე მონეტის გამოყენება შესაძლებელია GRAIL-ის შეფუთულ xGRAIL ტოკენში კონვერტაციის შემდეგ.
GRAIL–ის სტეიკინგიდან მიღებული დივიდენდების მოცულობის მონაცემები
ზოგადი ინფორმაცია ტოკენ GRAIL-ის შესახებ:
■ საბაზრო კაპიტალიზაცია — $27 მილიონი;
■ მაქსიმალური ემისია — 100 000 მონეტა;
■ სულ მიმოქცევაშია — 9416 მონეტა;
■ საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა— $4.3 მილიონი;
■ მაქსიმალური ფასი — $4315;
■ მინიმალური ფასი — $210.
GRAIL–ის შეძენა შესაძლებელია ბირჟებზე KuCoin, MEXC, HUOBI, Gate და პლატფორმაზე Camelot. სავაჭრო პლატფორმების სრული სია ხელმისაწვდომია CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის ვებგვერდებზე განყოფილებაში “ბაზრები”.
GRAIL ტოკენის ფასის დინამიკა (CoinMarketCap).
თუ Arbitrum–ის ეკოსისტემა მაღალი ტემპით განვითარებას განაგრძობს, Camelot-ი სტატისტიკის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეძლებს, რაც გავლენას მოახდენს ტოკენ GRAIL-ის ფასების დინამიკაზე, რომელსაც პლატფორმის შიგნით გამოსაყენებლად საკმარისი საშუალებები გააჩნია.