ЕCash — არის კრიპტოსავალუტო პლატფორმა, რომელიც პროექტ Bitcoin Cash-ის ერთ-ერთი ეტაპია (შესაძლოა, მისი ბოლო ფორკი). მონეტა XEC საერთაშორისო საცალო გადახდებისთვის გამოიყენება.
ECash (XEC) პოზიციონირებს არა როგორც კრიპტოვალუტა, არამედ როგორც ყოველდღიური ტრანზაქციების გადახდის ელექტრონული საშუალება.
eCash-ის პროექტის შექმნის ისტორია
eCash პროექტს ხელმძღვანელობს ამორი სეჩეტი, Facebook-ის ყოფილი წამყვანი ინჟინერი და BTC-ის პიონერი. კრიპტოსაზოგადოებაში მას მიიჩნევენ „ფინანსური თავისუფლებისთვის მებრძოლად და კეთილგანწყობილ დიქტატორად“.
მან მონაწილეობა მიიღო პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინის შემუშავებაში და არის BCH-ის შემქმნელი.
სეჩეტმა და მისმა გუნდმა ბრენდი eCash 2021 წლის ივლისში წარადგინეს. eCash - ქსელის სახელწოდებაა, XEC არის პლატფორმის ნატიური კრიპტოვალუტა, ხოლო Bitcoin ABC არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ურთიერთქმედებს და მხარს უჭერს ქსელს eCash.
ECash შეიქმნა Bitcoin Cash ბლოკჩეინის ჰარდ-ფორკის შემდეგ. თავდაპირველად მას ერქვა Bitcoin Cash ABC (ticker: BCHA).
Bitcoin Cash ABC-მა თავის პროტოკოლში ორი ძირითადი ცვლილება შეიტანა, რომელიც განასხვავებს მას Bitcoin Cash-ისგან: მაინინგის სირთულის კორექტირების ახალი ალგორითმი ASERT და მოთხოვნა, რომ მაინერების მიერ ყველა ახლად მოპოვებული BCHA-ის 8% ქსელის შემდგომი განვითარების დასაფინანსებლად მიდიოდეს.
ამის შემდეგ, Bitcoin Cash ABC-მ რებრენდინგი გაიარა და მას ეწოდა eCash, ტიკერით XEC.
პროექტის მთავარმა დეველოპერმა დიდი ძალისხმევა გასწია, რომ eCash მაქსიმალურად დაშორებულიყო თავის წინა განსახიერებას, ხოლო კრიპტოვალუტა XEC არანაირად არ ყოფილიყო ასოცირებული ბიტკოინთან. ეს აიხსნება Amory Sechet-ის რწმენით,რომ ბიტკოინი ფინანსურ აქტივად იქცა, ხოლო მის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა არის ელექტრონული ფული ინტერნეტში საქონლისა და მომსახურების გადახდისთვის.
eCash-ის (XEC) თავისებურებები
eCash ბლოკჩეინი იყენებს კონსენსუსის ალგორითმს, რომელიც წარმოადგენს PoW-ის და PoS-ის ალგორითმების სიმბიოზს. მას Avalanche უწოდეს და მრავალი უპირატესობა გააჩნია:
- ჯილდოები სტეიკინგისთვის.
- ტრანზაქციების დამუშავება რეალური დროის რეჟიმში.
- ბლოკის დინამიური ზომა.
- დაბალი საკომისიო ტრანზაქციებისთვის.
ქსელის მაინერები XEC-ს ბლოკების შეგროვებით მოიპოვებენ, ხოლო ტრანზაქციების ვალიდურობაზე კონტროლი სტეიკერებს გადაეცათ. ამან განაპირობა ის, რომ დადასტურების მოლოდინის დრო, BTC ბლოკჩეინთან შედარებით, რამოდენიმე ათასჯერ შემცირდა და მას მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.
ამან დეველოპერებს მისცა უფლება განეცხადებინათ, რომ მათ მიერ შექმნილი ელექტრონული/ციფრული ფული შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ჩვეულებრივი ფიატური ვალუტა, საბანკო ანგარიშისა და საკრედიტო ბარათების ამოქმედების გარეშე.
გარდა ამისა, მომხმარებელთა კომფორტისთვის მძიმის შემდეგ ციფრების რაოდენობა ორით შემოიფარგლა, როგორც ეს ჩვეულებრივი ფიდუციური ფულის შემთხვევაში ხდება.
სეჩეტი ამ ნაბიჯს ასე ხსნის:
არცერთ სხვა ფულს არ აქვს 8 ციფრი მძიმის შემდეგ. რაში სჭირდება ეს კრიპტოვალუტებს? დაბალფასიან კრიპტოვალუტებს უფრო მაღალი ღირებულება გააჩნიათ ხარულ ბაზარზე. ვინაიდან eCash გუნდი დაინტერესებულია როგორც ტექნოლოგიებით, ასევე ფასების ზრდით, ეს გაუმჯობესება რთული არ ყოფილა
საბაზისო ერთეულის („ბიტი“) მეშვეობით, eCash თავს არიდებს მოუხერხებელი ათწილადების გამოყენებას გადახდების განხორციელების დროს.
პროექტ eCash-ის ტოკენომიკა
XEC კრიპტოვალუტა მხარს უჭერს BTC-თვის დამახასიათებელი შეზღუდვების უმეტესობას. ბიტკოინის გამოშვებისა და გადანაწილების სქემის მიხედვით, ყოველ 210 000 ბლოკში (დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ) მაინერების ჯილდო ორჯერ მცირდება. ჰალვინგის იგივე მოდელს იყენებს eCash.
მიწოდების მოცულობა 21 ტრილიონ XEC-ს შეადგენს. ამჟამად, ყველა შესაძლო მონეტის 92% უკვე მოპოვებულია - 19 349 004 673 303 XEC.
პროექტის საბაზრო კაპიტალიზაცია 600 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტია, რაც, რა თქმა უნდა, პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას ვერ შეედრება.
ასევე eCash ვერ დაიკვეხნის პოპულარობით ინვესტორებს შორის. ელექტრონული ციფრული XEC-ის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარია.
ფასის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2021 წლის 5 სექტემბერს, $0.0003304 დონეზე. ეს ზრდა დაემთხვა დეველოპერების განცხადებას, რომ eCash ძალიან მალე დაუჭერს მხარს Ethereum Virtual Machine-ს (EVM) და DeFi პროტოკოლებთან თავსებადი გახდება.
ამის შემდეგ მონენტის ფასი თანდათან მცირდებოდა და სტატიის მომზადების მომენტისთვის 0,000031 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკური სამსახური Іisthiscoinascam აფასებს პროექტის სანდოობას და უსაფრთხოებას 37%-ის დონეზე. ეს eCash-ში უსაფრთხო ინვესტირებისთვის საკმარისი არ არის.