LPT: დეცენტრალიზებული სტრიმინგული ქსელის, Livepeer -ის ტოკენი

ფოტო - LPT: დეცენტრალიზებული სტრიმინგული ქსელის, Livepeer -ის ტოკენი
Livepeer არის Ethereum-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროტოკოლი, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას დეცენტრალიზებული სტრიმინგისთვის. ამ ქსელის საშუალებით დეველოპერები ქმნიან განაწილებულ აპლიკაციებს, რომლებიც ორიენტირებულია ვიდეო და აუდიო მაუწყებლობაზე.
პროტოკოლის მნიშვნელოვანი ნაწილია საკუთარი ტოკენი LPT. ტოკენების 5000-ზე მეტი მფლობელი, როგორც დელეგატი, Livepeer-ის სტეიკინგში მონაწილეობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქსელის უსაფრთხოება DPoS (Delegate Proof-of-Stake) კონსენსუსის მექანიზმის მეშვეობით. ამისათვის ისინი იღებენ ჯილდოებს ETH და LPT-ში.

ასევე, სტეიკინგის პროცესი კოორდინაციას უწევს მთელი ეკოსისტემის მუშაობას იმის მიხედვით, თუ რამდენი ტოკენია დაბლოკილი კონკრეტული ტრანსკოდერის სასარგებლოდ (ადამიანის ან კომპანიის, რომელმაც  ქსელში ტრანსლაციის დამუშავების, კოდირების შეცვლისა და გავრცელების მიზნით კომპიუტერული კვანძი Livepeer აამოქმედა). ტრანსკოდერის მოქმედებები მოიცავს GPU-ს და გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენებას ქსელის გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მომხმარებლები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ პროტოკოლის ფუნქციონირების მხარდაჭერაში, რადგანაც ისინი ამაში ETH-ს და LPT-ს იღებენ.

გაფართოება Truebit ვალიდატორის როლს ასრულებს. ის ასტიმულირებს კვანძებს იმოქმედონ წესების დაცვით, რათა მიიღონ ჯილდოები და შეინარჩუნონ ორკესტრატორის (კოდირების შემცვლელის) სტატუსი. DpoS-ის ალგორითმის გარდა, პროტოკოლი და ტრანზაქციები დაცულია Ethereum-ის ბლოკჩეინით და მისი PoS კონსენსუსის მექანიზმით.

ასევე, LPT ტოკენის მფლობელები პროტოკოლის მიერ შემოთავაზებული გაუმჯობესებებსა და განახლებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში იღებენ მონაწილეობას.

Livepeer  შეიქმნა 2017 წელს კომპანია Livepeer Inc-ის მიერ, რომლის დამფუძნებლები არიან  დუგ პეტკანიქსი და ერიკ ტანგი.
Livepeer ვებსაიტის მთავარი გვერდი

Livepeer ვებსაიტის მთავარი გვერდი

LPT-ს ტოკენომიკა

CoinMarketCap-ის მონაცემებით, სტატიის წერის მომენტისთვის, Livepeer-ის კაპიტალიზაცია $190.4 მილიონს შეადგენდა. მიმოქცევაში არის 27,5 მილიონი LPT, ხოლო მაქსიმალური შეთავაზება არ გაჟღერებულა.

პროტოკოლის გაშვებამდე ტოკენები  მხოლოდ საზოგადოების წევრებს შორის განაწილდა. მონეტები მიიღეს ტრანსკოდერებმა, დელეგატებმა, ინვესტორებმა, რომლებმაც პროექტის დასაფინანსებლად სახსრები გამოყვეს, ხოლო თანხების ნაწილი  Livepeer-ის ხაზინაში გადავიდა.

  • მიმოქცევაში არსებული შეთავაზების 12% ეკუთვნის პროტოკოლის დამფუძნებლებსა და გუნდის წევრებს.
  • ტოკენების 19% განაწილდა სტეიკერებსა და ტრანსკოდერებს შორის;
  • 64% განკუთვნილია ინვესტორებისთვის ქრაუდსეილებზე (წინასწარი გაყიდვა);
  • 5% კომპანიის რეზერვშია.

ტოკენების მიწოდება ბაზარზე გაგრძელდება ალგორითმულად დაპროგრამებული გამოშვების შესაბამისად.

რომელი აპლიკაციები შეიქმნა Livepeer-ის ბაზაზე?

ვინაიდან Livepeer არის ღია საწყისი კოდის მქონე პროტოკოლი, დეველოპერები იკვლევენ მის კოდების ბაზას GitHub-ზე. ამის შემდეგ, შესაძლებელია დეცენტრალიზებული  სტრიმინგული პლატფორმების და სერვისების შექმნა  API-ს ქსელისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

Livepeer-ზე გაშვებული აპლიკაციების რიცხვს მიეკუთვნება:

  • The Lot Radio. დამოუკიდებელი რადიოსადგური, რომელიც 24-საათიან რეჟიმში სხვადასხვა მუსიკოსის გამოსვლების  პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს.
  • LiveSpace.  სტრიმინგული პლატფორმა, რომელიც შემუშავდა ბლოგერების, გეიმერებისა და კონტენტის სხვა შემქმნელებისთვის.
  • Kavarii.  ვიდეო მაუწყებლობის პლატფორმა გამოხატვის თავისუფლებით და მონეტიზაციის ბევრი შესაძლებლობით.
  • Lenstube. აპლიკაცია სოციალურ ქსელებში ვიდეოს დეცენტრალიზებული გაზიარებისთვის.
  • Xeenon . ვიდეო პლატფორმა, სადაც ძალაუფლება მხატვრების ხელშია.

Livepeer-ი პროტოკოლების იმ მცირე რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ბლოკჩეინს დეცენტრალიზებული სტრიმინგის ინდუსტრიის განვითარებისთვის იყენებს. პროექტის მთავარი მიზანი მდგომარეობს ნაკადური მაუწყებლობის ცენტრალიზებული პლატფორმებისთვის  ღირსეული და თავისუფალი ალტერნატივის შეთავაზებაში.