Floki Inu-მ 2023 წლის საგზაო რუკა წარმოადგინა
რისი განხორციელება იგეგმება:
- ინტეგრაცია OKBChain ქსელში (ETH-ისა და BNB-სთან ერთად);
- პარტნიორობა ერთ-ერთ უდიდეს DeFi პროტოკოლთან (სახელი არ არის მითითებული);
- რეფერალური პროგრამა და სტეიკინგის შესაძლებლობების გაფართოება;
- FlokiFi-ს რედიზაინი;
- სადებეტო ბარათის გამოშვება;
- Floki-ს უნივერსიტეტის საჯარო ვერსიის ამოქმედება;
- Valhalla-ს მეტავერსის გამოშვება, რომელსაც Play-to-Earn ეკონომიკა აქვს.
დაანონსებულია კიდევ ერთი „იდუმალი პროექტი, რომელიც Floki-ს სისტემაში საკვანძო როლს შეასრულებს". მაგრამ მის შესახებ ოდნავ მოგვიანებით მოგვიყვებიან.
ასე რომ, დადეთ თქვენი ფსონები: გადავა თუ არა Floki მიმ-მონეტების ლიგიდან ტოპ დონეზე?