NFT ვაჭრობის მოცულობით Flow მესამე ბლოკჩეინი გახდა

icon FLOW
icon NFT
icon FOR
ფოტო - NFT ვაჭრობის მოცულობით Flow მესამე ბლოკჩეინი გახდა
DappRadar-ის მონაცემებით, 2022 წელს ბლოკჩეინ Flow-ს გამოყენება, 2021 წელთან შედარებით, 105%-ით გაიზარდა. გასულ წელს ამ ქსელზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში 91,3 მილიონი ტრანზაქცია დაფიქსირდა.
როგორც Flow-ს ანგარიში აჩვენებს, გასული წლის განმავლობაში ბლოკჩეინ პლატფორმამ მიიზიდა 7000 ახალი დეველოპერი, რომლებიც მის სატესტო ქსელში თავიანთ პროექტებს ქმნიან. 2021 წელთან შედარებით, პროგრამისტების რაოდენობა 250%-ით მეტია.

NFT

NFT ვაჭრობის მოცულობის მიხედვით Flow-მ ბლოკჩეინებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. მისმა საბაზრო წილმა მთლიანი წლიური მაჩვენებლის 2.7% შეადგინა. ამ კატეგორიის ლიდერია Ethereum, 83,9%-იანი დომინირებით. მეორე ადგილს იკავებს ბლოკჩეინი Solana, რომელსაც არაჩანაცვლებადი ტოკენების ყველა გარიგების 7,9%-იანი წილი უჭირავს. Flow-ის NFT გაყიდვებმა 634 მილიონ დოლარს მიაღწია.

საუკეთესო შედეგი აჩვენა მარკეტპლეისმა BloctoBay, რომელიც ბლოკჩეინზე Flow ამოქმედდა. ის ორიენტირებულია საკოლექციო ნივთებსა და ვირტუალურ მიწებზე. მისი ვაჭრობა $419 მილიონამდე გაიზარდა. პლაფტორმაზე მთლიანი მოცულობის 64,5% მოდის.

მას, 201 მილიონი დოლარით და 29.5%-ით, NBA Top Shot მოსდევს. მარკეტპლეისი აშშ-სა და კანადის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიცენზირებული საკოლექციო ნივთების NFT ფორმატში ყიდვა-გაყიდვისთვის შეიქმნა.

ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა კოლექცია NFL All Day, რომელიც აგვისტოში გამოვიდა. მისმა სავაჭრო მოცულობამ, განმეორებითი შესყიდვების ჩათვლით, 36 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თავდაპირველმა გაყიდვებმა 1.2 მილიონი შეადგინა. კოლექცია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შეიქმნა და NFT-ები საფეხბურთო მატჩების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს წარმოადგენს.

ბლოკჩეინ თამაშები

Play-to-Earn  თამაშები Flow-ისთვის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა. მათზე ბლოკჩეინის მთელი აქტივობის 44% მოდის. გასულ წელს ქსელი 30 თამაშის ამოქმედების საფუძველი გახდა. ყველაზე გამორჩეული იყო Solitaire Blitz და Trickshot Blitz, რომლებიც Joyride Games-მა შეიმუშავა. მათი უნიკალური აქტიური საფულეების საერთო რაოდენობამ დღეში თითქმის 76000-ს მიაღწია, ხოლო განხორციელებული ტრანზაქციის რაოდენობამ - 3,9 მილიონს.

DeFi

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პლატფორმა Increment Finance-ის სმარტ კონტრაქტში (TVL) დაბლოკილი თანხების ოდენობა 4,84 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეს ვებგვერდის ამოქმედებისას არსებულ ნიშნულს 85%-ით აღემატება.

Increment Finance ბლოკჩეინ Flow-ზე ერთადერთი დეცენტრალიზებული ფინანსური პლატფორმაა. ეს არის DeFi-ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნილია ლიკვიდობისა და ქსელის მოცულობის გასაზრდელად. Increment Financ-ის მომსახურება მოიცავს სვოპ ტრეიდინგს, კაპიტალის დეცენტრალიზებულ ბაზარს, სტეიკინგს.

პარტნიორობა

გასულ წელს Flow-მ კომპანიებთან Ticketmaster და Meta ორი მასშტაბური გარიგება გააფორმა. 

Ticketmaster ბილეთების მომწოდებელი და ღონისძიების მმართველია, რომელმაც არაჩანაცვლებადი ტოკენების ბილეთების სახით გამოყენებისადმი ინტერესი გამოავლინა. Flow ეხმარება კომპანიას, შექმნას უნიკალური ციფრული სერტიფიკატები, რომლებიც, მომხმარებლების მოსაზიდად და ბილეთების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, ღონისძიებებზე წვდომას ხსნის. 

Meta ასევე იყენებს ბლოკჩეინ Flow-ს NFT-ების სოციალურ ქსელ Instagram-ში ასამოქმედებლად. მათი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ პოპულარული მედიაპლატფორმა მხარს დაუჭერს Flow-ის საფუძველზე გამოშვებულ ყველა არაჩანაცვლებად ტოკენს.

ფონდის ამოქმედება

2022 წელს  ბლოკჩეინის უახლესი მიღწევა იყო ფონდის ამოქმედება, რომელმაც 700 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა. თანხები 40-მდე პროექტის დასაფინანსებლად იყო მიმართული.

Flow Ecosystem Fund აქცენტს ბლოკჩეინის პლატფორმისა და Web3 სფეროს ზრდაზე აკეთებს. ამიტომ მისი შემოსავალი მიმართული იქნება დეველოპერების მხარდასაჭერად, გამოყენებული იქნება პროდუქტების მასშტაბირებისთვის, პროექტების გაფართოებისა და საოპერაციო ხარჯების გაფართოებისთვის. პრიორიტეტია ბლოკჩეინ თამაშები და DeFi.

თავიანთი წვლილი უკვე შეიტანეს: Andreessen Horowitz, AppWorks, Cadenza Ventures, Digital Currency Group (DCG), Fabric Ventures, HashKey და ბევრმა სხვა საინვესტიციო კომპანიამ.

ვნახოთ, რა შედეგებს აჩვენებს ბლოკჩეინი Flow 2023 წელს.