ფინტექ-ფირმის, Block-ის შვილობილმა კომპანიამ TBD-მ გენერალური დირექტორის, ჯეკ დორსის ხელმძღვანელობით, Bitcoin 2023-ის კონფერენციაზე ახალი პროექტი დააანონსა. ეს არის დეცენტრალიზებული ვებ-პლატფორმა Web5, რომლის მიზანია ციფრულ სამყაროში იდენტიფიკაციისა და მონაცემთა შენახვის ფუნქციების შეცვლა.
რევოლუციური პლატფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას და მომხმარებლებს პირად მონაცემებზე სრულ კონტროლს დაუბრუნებს.
დორსის ჩანაფიქრის მიხედვით, ასეთი ინოვაციური სისტემის დახმარებოთ მოხდება საფულეების, როგორც შუამავლების როლის გადაფასება და იდენტიფიკაციისა და მონაცემთა მართვის პროცესი როგორც ცალკე მომხმარებლებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის, გამარტივდება. ამასთანავე, დეცენტრალიზებული ვებ-კვანძები პერსონალური მონაცემების საიმედო საცავები იქნება და, როგორც საჯარო, ასევე პერსონალური დაშიფრული ინფორმაციის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს. იდენტიფიკაციისა და მონაცემთა შენახვის ამ მექანიზმების მეშვეობით დეცენტრალიზებული ვებ-აპლიკაციები სამომხმარებლო გამოცდილებას და ჩართულობას გააუმჯობესებს.
Web5 პლატფორმის განსაკუთრებული ელემენტია DID-ის ინტეგრაცია. ეს არის აღიარებული სტანდარტი დეცენტრალიზებული იდენტიფიკატორებისთვის, რომელსაც მომხმარებლები ქმნიან და მხარს უჭერენ. ასეთი მიდგომის გამო ცენტრალიზებული კონტროლის აუცილებლობა აღარ იარსებებს. გარდა ამისა, პლატფორმა დამოუკიდებელ იდენტიფიკაციას შემოიღებს და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმენლად აუცილებელ ინსტრუმენტებს წარმოადგენს. მომხმარებლები DID-ის სამართავად და სააღრიცხვო მონაცემების მარტივი აუტენტიფიკაციისთვის ყველა აუცილებელ ატრიბუტს მიიღებენ.