ფრანგი კრიპტობლოგერები შეიძლება უბრალო ბლოგერები გახდნენ

ფოტო - ფრანგი კრიპტობლოგერები შეიძლება უბრალო ბლოგერები გახდნენ
საფრანგეთის პარლამენტის წევრები იმ ინფლუენსერების უფლებების შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან, რომლებსაც Financial Markets Authority-ში (AMF) რეგისტრაცია არ გაუვლიათ. კერძოდ, ასეთ ბლოგერებს შესაძლოა აეკრძალოთ კრიპტოპროექტების პოპულარიზაცია.
კანონპროექტი "სოციალურ ქსელებში თაღლითობისა და გავლენიანი პირების მხრიდან ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ეროვნული ასამბლეის სხდომაზე 27 მარტს განიხილება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დოკუმენტს მთავრობის მხარდაჭერა აქვს.
 
ველოდებით "შიბა-რწმუნებულებსა" და "კარდანო-ვერიფიცირებულებს"?

GC
GN Crypto
ავტორი