ბიტკოინ-გომბეშოები ყველაზე პოპულარული NFT კოლექცია ხდება

ფოტო - ბიტკოინ-გომბეშოები  ყველაზე პოპულარული NFT კოლექცია ხდება
Ordinals-ის მზარდი ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც Bitcoin Frogs-მა გადაუსწრო Bored Apes-ს და გახდა ყველაზე ვაჭრობადი ტოკენების (NFT) კოლექცია ბოლო 24 საათის განმავლობაში. თითქმის 700 ტრანზაქციის შედეგად ამ კოლექციის ვაჭრობის მოცულობამ 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
CryptoSlam-ის მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში აღიარებულმა და ბაზრის წილით ყველაზე ღირებულმა NFT კოლექციამ Bored Ape Yacht Club  მესამე ადგილზე გადაინაცვლა დღიური ვაჭრობის $1.3 მილიონის მოცულობით.

Bitcoin Frogs-ის პოპულარობის ზრდამ გამოიწვია მაისში $5,9 მილიონი დოლარის გარიგებების გაფორმება, რაც, იმავე წყაროს მიხედვით, აპრილში დარეგისტრირებულ $52,000-ის გარიგებებზე გაცილებით მეტია .

კრიპტო საზოგადოება სწრაფად გამოეხმაურა Twitter-ზე ამ პოტენციურად წარმავალ, მაგრამ ისტორიულ ეტაპს. @LeonidasNFT, ანგარიშმა, რომელსაც თითქმის 70,000 მიმდევარი ჰყავს, Twitter-ზე დაწერა: „ordinals-ების კოლექცია პირველად გახდა ყველაზე მოცულობითი NFT კოლექცია ყველა ჯაჭვებში“. რჩევაც დაამატა: „ბიტკოინი არ გამოგეპაროთ“.

აღწერილი, როგორც „10,000 უნიკალური საკოლექციო ბაყაყი, რომლებიც უშუალოდ ბიტკოინის ბლოკჩეინზეა მოჭრილი“, Bitcoin Frogs-ს თვალსაჩინო ადგილი უკავია Discord-ზე, სადაც მას არეკლამებენ, როგორც free-to-mint ინიციატივას, რომელიც განკუთვნილია Ordinals-ის მიღების სტიმულირებისთვის.

GC
GN Crypto
ავტორი