From Blockchain to Love Chain: სიყვარული Vogue Singapore-ისგან

icon NFT
ფოტო - From Blockchain to Love Chain: სიყვარული Vogue Singapore-ისგან
სიყვარული არის, როდესაც ის მეტავერსის პრივილეგიებზე ექსკლუზიური წვდომის მქონე ლიმიტირებულ NFT-ებს გჩუქნის. სწორედ ასე გაიფიქრეს Vogue Singapore-ში და 8sian-თან ერთად აამოქმედეს სადღესასწაულო კოლაბორაცია, სახელწოდებით From Blockchain to Love Chain.
ვალენტინობის დღე არის დღესასწაული, რომელსაც ვერც ერთი თავმოყვარე ბრენდი ვერ გამოტოვებს. გამონაკლისი არც Vogue-ის სინგაპურის გამოცემა გახდა. ჟურნალმა, რომელსაც NFT კოლექციების შექმნის გამოცდილება უკვე აქვს, ყველა მსურველი სასიამოვნო დროის გასატარებლად საკუთარი მეტავერსის ლაუნჯში Club Vogue Singapore მიიწვია. სწორედ აქ შედგა 15 თებერვალს თემატური კამპანიის From Blockchain to Love Chain სტარტი, რომელიც აზიურ Web3 ბრენდთან, 8sian-თან ერთად არის ორგანიზებული. 

სტუმრებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში, ციფრული მოდის კონკურსში და დასწრებოდნენ შეხვედრის მთავარ ღონისძიებას - სიყვარულით შთაგონებული NFT-კოლექციის, Love Chain-ის პრეზენტაციას.
წყარო: vogue.8sian.io

წყარო: vogue.8sian.io

სასაჩუქრე ნაკრები Love Chain NFT ციფრული ხელოვნების უჩვეულო ნიმუშებია, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით 14 თებერვალს გამოვიდა. ისინი თავიანთ მფლობელებს სხვადასხვა ქვესტებზე წვდომას უხსნის და პრიზების მოგების შესაძლებლობას აძლევს. როგორი თავგადასავლები მოუმზადეს მონაწილეებს Vogue Singapore-მა და 8sian-მა?

კამპანია From Blockchain to Love Chain 15 მარტამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, NFT მფლობელებმა უნდა შეასრულონ შემოთავაზებული დავალებები და შეავსონ "სიყვარულის ამზომველი". მრიცხველი გულდასმით აღრიცხავს ყველა დაგროვილ ქულას და ყოველდღიურად ახლდება პროექტის ვებგვერდზე. ქულების მისაღებად, თქვენ უნდა იყიდოთ და აჩუქოთ Love Chain NFT, შეასრულოთ საზოგადოების ქვესტები და მონაწილეობა მიიღოთ საერთო ნადირობაში საგანძურზე.
  
კამპანიის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების პროცესი. თითოეული მონაწილე საჩუქრებს მიღებული ქულების შესაბამისად მიიღებს:

  • პირველი დონის მფლობელებს ვალენტინობის ექსკლუზიური 3D  ბარათი ელოდებათ;
  • მეორე დონეზე Love Chain NFT-ის მფლობელები ციფრულ კოსტიუმებს DressX-ის მარკეტპლეისიდან მიიღებენ;
  • მესამე დონე არის პრიზები პროექტის ოფიციალური პარტნიორებისგან (ბრენდები Vogue, Terry Gates, Ilona Song და ა.შ.).
თითოეული ნამუშევარი შეიცავს სიყვარულისა და ვნების არსს. თუ, გინდათ საყვარელი ადამიანი გააოცოთ, გაუგზავნოთ საჩუქარი თქვენს ფარულ Web3 თაყვანისმცემელს, აჩუქოთ Web2-ის ბინადარს მისი პირველი NFT, ან უბრალოდ საკუთარი თავი გაანებივროთ, ჩვენს კოლექციაში სათავისოდ რაღაცას ყველა იპოვის
, - აცხადებენ ორგანიზატორები.