ანდრე კრონიე, DeFi-ს პირველი დეველოპერი და Yearn.finance-ის დამფუძნებელი, კრიპტო ინდუსტრიაში ბრუნდება. საზოგადოებამ ამის შესახებ LinkedIn-ზე გაიგო. იქ გამოჩნდა ჩანაწერი, რომ კრონიე Fantom Foundation-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ანდრეს ყველაზე გენიალურ და ყველაზე გადარეულ DeFi პროგრამის შემქმნელს უწოდებენ. მეგობრები მას ახასიათებენ, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველთვის „მზადაა უარი თქვას DeFi-ზე World of Warcraft-ის სასარგებლოდ მხოლოდ სურვილის გამო“. თავად კრონიე 100%-ით ეთანხმება ამ შეფასებას.
რა არის განსაკუთრებული ამ ადამიანში? რა განასხვავებს მას სხვა დეველოპერებისგან? რატომ გაიზარდა FTM-ის ტოკენის ფასი 24% მხოლოდ იმის გამო, რომ ვრცელდებოდა ჭორები Fantom Foundation-ს გუნდში მისი დაბრუნების შესახებ?
ჯერ ერთი - ის გენიალურია
Synthetix-ის თანადამფუძნებელი კაინ უორვიკი ამტკიცებდა, რომ ′′კრონიეს შეუძლია წელიწადში 58 პროექტი დაიწყოს. და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის ადამიანი-ხვლიკია პლანეტა რაილონიდან, უზენაესი ინტელექტის კაიმანის მსგავსი ადამიანების რასის წარმომადგენელი, რომლებსაც განათლება მოაქვთ განვითარების უფრო დაბალ დაბალ დონეზე მყოფ პლანეტებზე.
წელიწადში 58 პროექტი, ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია. მაგრამ მას აქვს 25 წარმატებული აპლიკაცია. ხოლო დეცენტრალიზებული ფინანსების შემოსავლების ფარმინგის სტაბილურად მომუშავე პროტოკოლმა Yearn.Finance-მა, მის კარმას უზარმაზარი პლუსი მოუტანა.
მეორე, ის თითქმის პათოლოგიურად პატიოსანია.
Yearn-ის გაშვებისას, YFI-ს ყველა governance -ტოკენი, კრონიეს მოთხოვნის შესაბამისად, განაწილდა ლიკვიდურობის მიმწოდებლებს შორის და არც ერთი არ იყო დარეზერვებული დამფუძნებლების გუნდისთვის. ამ ფაქტმა პროტოკოლის შემქმნელს მიანიჭა კრიპტო-საზოგადოების თაყვანისცემის დონე, რომელიც შეიძლება შეადარო მხოლოდ სატოში ნაკამოტოს კულტს.
მესამეც, კრიპტო მოძრაობის შესახებ, მას კლასიკური შეხედულებები აქვს.
კრონიე ამტკიცებს, რომ კრიპტო კულტურის ამჟამინდელმა მდგომარეობამ კრიპტო-ეთოსის "ყლორტები" მოგუდა. ის განმარტავს, რომ საჭიროა ისეთი კონცეფციების გარშემო კონცენტრირება, როგორიცაა სუვერენული უფლებები, შესაძლებლობების გაფართოება და არა საკუთარი ეგოსა და გამდიდრების გარშემო.
ანდრე მიიჩნევს, რომ გამჭვირვალე რეგულირება კრიპტოვალუტებისთვის აუცილებელია „არა როგორც პრევენციის, არამედ როგორც დაცვის მექანიზმი“. და თუ არაფერს შევცვლით, ეს „ინდუსტრია უნაყოფო მიწად გადაიქცევა, სადაც ჩრდილში უცნობი საფულეები იმალება“. მაგრამ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ახალი ბლოკჩეინის ეკონომიკის ზრდა დაინახოს, რომელიც არა სიხარბით, არამედ ნდობით იქნება მართული“.
აი, ასეთი მანიფესტით ბრუნდება კრიპტო საზოგადოებაში გენიალური დეველოპერი ანდრე კრონიე. ამიტომ, პროექტის მომავალი, რომლის ხელმძღვანელობასაც გეგმავს, ძალიან საინტერესო იქნება.