სინგაპურმა დაიწყო DeFi-პროექტი Project Guardian-ი

ფოტო - სინგაპურმა დაიწყო DeFi-პროექტი Project Guardian-ი
სინგაპურის სავალუტო- საკრედიტო სამმართველომ (MAS) პირველი ცოცხალი აუქციონი ჩაატარა Project Guardian-ის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამით ინსტიტუციური დონის DeFi პროტოკოლების ტესტირება გატარდა.
Project Guardian-ma საპილოტე პროგრამა MAS-მა წარადგინა 2022 წლის მაისში. მისი ძირითადი მიზნები იყო DeFi-სა და ვირტუალური აქტივების დახმარებით კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაცია და გლობალური ფინანსური ბაზრების ეფექტურობის გაზრდა.

დეველოპერების აზრით, Project Guardian საშუალებას მოგვცემს შევქმნათ პოპულარული ბლოკჩეინების ბაზაზე ღია ქსელები უფრო მაღალი თავსებადობით, პლატფორმებსა და ლიკვიდურობის პულებს შორის ტოკენირებული აქტივებით ვაჭრობისთვის. და აი  2 ნოემბერს MAS-მა განაცხადა საცდელი ცოცხალი აუქციონის  შესახებ.

პროექტის ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს DBS Bank-მა, JP Morgan-მა და SBI Digital Asset Holdings-მა (იაპონური SBI Group-ის განყოფილება). პროცედურა შედგებოდა ორი ეტაპისგან:

  • ცოცხალი კროსს-სავალუტო  ოპერაცია ტოკენიზებული დეპოზიტებით სინგაპურის დოლარებში (SGD) და იაპონურ იენში (JPY);
  • გაციფრული სინგაპურის ფასიანი ქაღალდების და იაპონური ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვის სიმულაციური სწავლება.

Project Guardian-ის პირველმა გამოყენებამ აჩვენა, რომ ოპერაციები Aave პროტოკოლით Polygon-ზე მყისიერად ხორციელდება. პირდაპირ მონაწილეებისთვის  დამატებითი უპირატესობები არის  - მაქსიმალური გამჭვირვალობა და ხარჯების შემცირება შუამავლების არარსებობის ხარჯზე. ეს ყველაფერი  სმარტ-კონტრაქტების დანერგვას უფრო მომგებიანს ხდის, ვიდრე ტრადიციული ვაჭრობა არასაბირჟო  ბაზრებზე.

„Project Guardian-მა გააღრმავა MAS-ის ცოდნა ციფრული აქტივების ეკოსისტემის შესახებ და სინგაპურის ციფრული აქტივების სტრატეგიის შემუშავებაში თავისი წვლილი  შეიტანა. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას სხვა ინსტიტუტებთან, რათა ხელი შევუწყოთ გლობალურ კვლევას ციფრული აქტივების რეგულირებისა და პასუხისმგებლობიანი ინოვაციების პოლიტიკის, სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ", - განაცხადა MAS-ის ფინანსური ტექნოლოგიების დირექტორმა სოპნენდუ მოჰანტიმ.

Project Guardian-ის ტესტირების შემდეგ სინგაპურში ფინანსური სექტორისთვის შემდეგი პროგრამების განხორციელება დაიწყეს. პირველ პროექტში, რომელიც სავაჭრო დაფინანსებას ეხება, Standard Chartered Bank-ი ჩაერთვება. ის ეძღვნება ვაჭრობის განაწილების ბაზრის გაციფრულებას და  აქტივების ინსტრუმენტებად  გარდაქმნას, რომლებიც ხელმისაწვდომობითა და გამჭვირვალობით მომხმარებლებს მიიზიდავენ.

მეორე პროგრამა დაკავშირებულია კაპიტალის მართვასთან. მასში ჩართული იქნება ბრიტანული ბანკი HSBC, სინგაპურის ფინანსური ჯგუფი UOB და Marketnode, რომელიც სინგაპურის ბირჟისა და საინვესტიციო კომპანიის Temasek კოლაბორაციის შედეგია. მონაწილეების მიზანია  - კაპიტალის მართვის პროდუქტების ნატიური ციფრული ემისია, რომლებიც მომხმარებლებისთვის  ხელმისაწვდომობისა და მაღალი ეფექტურობის გარანტიას უზრუნველყოფენ.