FTX-ის კრახი - ახალი გარდატეხა

icon FTT
ფოტო - FTX-ის კრახი - ახალი გარდატეხა
როგორც ჩანს, FTX-ის საგა მალე არ დასრულდება - ყოველდღიურად ახალი სიუჟეტური ვერსიები ჩნდება. ამჯერად აღმოჩნდა, რომ დამნაშავეს კვლავაც გადააქვს მოპარული ფული.
 სანამ სემ ბენკმან-ფრიდი გაქცეულია (ბოლოს ბაჰამების მდიდრულ კურორტზე იყო  შემჩნეული), კომპანიები განაგრძობენ თანხების თვალთვალს, რომლებიც უკანასკნელი გატეხის შედეგად მოიპარეს.

 12 ნოემბერს, FTX-ის გაკოტრების შესახებ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბოროტმოქმედმა ბირჟიდან 663 მილიონი დოლარი  გაიტანა კრიპტოვალუტაში.

ანალიტიკური პლატფორმა Chainalysis-ის თანახმად, მოპარული თანხები კვლავ მოძრაობს. კომპანიის წარმომადგენლებმა ტვიტერზე დაწერეს: "FTX-დან მოპარული სახსრები კვლავ მოძრაობს. გადამცვლელი პუნქტები  ფხიზლად უნდა იყვნენ  და გაყინონ ეს აქტივები იმ შემთხვევაში, თუ ჰაკერები  მათ  განაღდებას შეეცდებიან.

შემდეგ ტვიტში კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს აქტივები ბაჰამის კუნძულებზეა გადატანილი, სიცრუეა.
ფულადი სახსრები ხიდის მეშვეობით ETH-დან BTC-ზეა გადატანილი, სავარაუდოდ იმისათვის, რომ ისინი მიქსერით გაატარონ და გაანაღდონ. Reactor -ში შეგიძლიათ ნახოთ,რომ სახსრები დღეს დილით მოძრაობდა
სტატიის დაწერის მომენტისთვის, დაახლოებით 31,000 ETH-ი დაკონვერტირდა Wrapped Bitcoin-ში (WBTC). ჰაკერი გადაგზავნის მონეტებს კროს-ჩეინზე ბიტკოინის მეინნეტზე Ren პროტოკოლით.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ FTX-ის მომავალი არც თუ ისე ნათელი ჩანს.  სანამ სამ ბენკმან-ფრიდი ბაჰამებზე სავარაუდოდ დაკავებულია, უცნობია, რა ბედი ელის მომხმარებლების ფულს და დაბრუნდება თუ არა ის ოდესმე თავის მფლობელებთან.

ამასობაში კრიპტოვალუტის ბაზარი ჯერ კიდევ განიცდის FTX-ის კრახის შედეგებს.

სტატიის  წერის მომენტისთვის, ბიტკოინი დაახლოებით 16 579 დოლარად იყიდება, ხოლო ETH 1,176 დოლარზე ნაკლებად.

გარკვეული დროის  წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ილონ მასკის განცხადება, რომ „ბიტკოინი გადარჩება“, თუმცა  მას არ დაუზუსტებია თუ  რას გულისხმობდა.