Game Boy კრიპტოსაფულე გახდება
მუდმივი განვითარების პროცესში მყოფ კრიპტოსამყაროში ინოვაციების დახმარებით ხშირად სრულიად მოულოდნელ ადგილებში ვხვდებით. ამჯერად ჩვენ წარსულს - კლასიკურ Nintendo Game Boy-ს ვუბრუნდებით. 90-იანი წლების საყვარელი პორტატული სათამაშო მოწყობილობა კრიპტოსტარტაპ Keyp-სგან თანამედროვე განახლებას მიიღებს. კრიპტოვალუტების უსაფრთხო სააპარატო საფულედ მისი ტრანსფორმაცია მოხდება.
Ledger-ის სააპარატო საფულეების გარშემო ცოტა ხნის წინ ატეხილი კამათის საპასუხოდ, Keyp-ის გუნდმა Bitcoin-ის და Ethereum-ის ცივი შენახვის ინოვაციური ვარიანტი წარმოადგინა. ამ გადაწყვეტილების მიზანი - კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფაა.
სტანდარტული სააპარატო საფულეებისგან განსხვავებით, Game Wallet ძალზე უცნაურია. ის seed-ფრაზების გენერირებისთვის გეიმიფიცირებულ სისტემას, კონკრეტულად კი შემთხვევით ქვესტებსა და Game Boy-ის კარტრიჯის მეშვეობით არასათამაშო პერსონაჟებთან ურთიერთქმედებას იყენებს. საუბარია არა მარტო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე, არამედ მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულ და მიმზიდველ პროცესზე.
Keyp-ის დამფუძნებელი ჯოზეფ სკიარიცი საფულესთან სათამაშო ურთიერთქმედებას Pokémon-ის სათამაშო გამოცდილებას ადარებს. კომპანია კრიპტოვალუტების ტრადიციული და ყოველდღიური მართვის უფრო სამხიარულო გამოცდილებად გარდაქმნას გეგმავს. სკიარიცი და მისი გუნდი ცდილობენ Web3 უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახადონ ისეთი ინიციატივების გამოყენებით, რომლებიც მოხერხებულ ინსტრუმენტებსა და უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს აერთიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ Game Wallet ამჟამად შექმნის პროცესშია, კრიპტოენთუზიასტები მის ამუშავებას მოუთმენლად ელიან. ოფიციალური თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სკიარიციმ მიანიშნა, რომ ეს ზაფხულში მოხდება, თუ ტექნიკური დაბრკოლებები არ შეიქმნა.