Google Chrome-ში არსებული კრიპტოპლაგინების მიმოხილვა

ფოტო - Google Chrome-ში არსებული კრიპტოპლაგინების მიმოხილვა
პოპულარული ბრაუზერის, Google Chrome-ის ონლაინ-მაღაზიაში მრავალი სასარგებლო აპლიკაციაა, რომლებსაც პლაგინები ეწოდება. მათგან ყველაზე პოპულარულები განვიხილოთ, რომლებიც კრიპტოს სამყაროს ეხება.
პლაგინების უპირატესობა ის არის, რომ პროგრამული უზრუნველყოფის დიდი პაკეტის დაყენების ნაცვლად (რომელიც კიდევ სადღაც უნდა შეიძინოთ და ჩამოტვირთოთ), მომხმარებელს Chrome-ის ვებ-აპლიკაციების მაღაზიიდან მსუბუქი პლაგინის დაყენება შეუძლია. ამ პლაგინის ფუნქციონირება მხოლოდ ვებ-ბრაუზერშია შესაძლებელი, ამიტომ მთელი რიგი უპირატესობები აქვს: მცირე ზომისაა, ორი დაწკაპუნებით ინსტალირდება და სრულ ფუნქციონალობას სთავაზობს, რომელიც სტანდარტული ინსტალაციის პაკეტშია. თუ Chrome თქვენი საყვარელი ვებ-ბრაუზერია, მაშინ პლაგინებით მისი ფუნქციონალობის მაქსიმალური გაფართოებას აქვს აზრი.

ბრაუზერ Chrome-ის ფართო პოპულარობის გამო (მას  მსოფლიოში მომხმარებელთა 65%-ზე მეტი იყენებს), კრიპტოსტარტაპებმა და ბლოკჩეინ-პროექტებმა Chrome-ის პლაგინების მაღაზია თავისი აპლიკაციებით გაავსეს. ყველაზე მეტად პლაგინების ფორმატმა საფულეების დეველოპერები დააინტერესა. მათგან ყველაზე პოპულარულები განვიხილოთ.

Ethereum-საფულე MetaMask

ყველაზე პოპულარული Ethereum-საფულე Chrome-ის ვებ-მაღაზიაში დიდი ხნის წინ მოხვდა. ყველა პლაგინიდან, რომელიც კრიპტოს ეხება, ის პოპულარობით №1-ია. ის ვებ-ბრაუზერ Chrome-ის 10 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა დააინსტალირა.

საფულე MetaMask-ის ინტერფეისი

საფულე MetaMask-ის ინტერფეისი

პლაგინის სახით MetaMask მნიშვნელოვან ფუნქციონალობას სთავაზობს. შესაძლებელია ახალი საფულეების შექმნა, კრიპტოაქტივების შენახვა და გადატანა, არა მხოლოდ ქსელ Ethereum-თან, არამედ სხვა ბლოკჩეინებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (dApps) დაკავშირება.  

საფულის ვებსაიტის სასტარტო გვერდზე MetaMask-ის დეველოპერების გუნდი, პირველ რიგში, მის Chrome-პლაგინად დაინსტალირებას, ხოლო უკვე შემდეგ ეტაპებზე - საინსტალაციო პაკეტის სახით ჩამოტვირთვას სთავაზობს.
საფულის პლაგინის სახით დაინსტალირების შემოთავაზება.

საფულის პლაგინის სახით დაინსტალირების შემოთავაზება.

საფულე Ronin

Ethereum-საიდჩეინ Ronin-ისთვის განკუთვნილი საფულე Sky Mavis-სგან. ეს პლაგინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ცნობილი თამაში Axie Infinity ითამაშონ და სთავაზობს წვდომას სხვა dApps-ებზე, რომლებიც ბლოკჩეინ Ronin-ზე მუშაობს და სპეციალურად ბლოკჩეინ-თამაშებისთვის შეიქმნა. ეს საფულე საშუალებას გაძლევთ, ყველა სახის ERC-ტოკენი შეინახოთ და საიდჩეინზე სწრაფი და იაფი ტრანზაქციები განახორციელოთ ისე, რომ არ გადაიხადოთ gas-ის მაღალი საკომისიო, რომელიც მშობლიურ ბლოკჩეინ Ethereum-ზე არსებობს.
საფულე Ronin-ის ეკრანი

საფულე Ronin-ის ეკრანი

ამ პლაგინის 1 მილიონზე მეტი დაინსტალირების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მასზე დაკისრებულ ამოცანებს ის შესანიშნავად ართმევს თავს.

საფულე Sui

ეს საფულე ბლოკჩეინ Sui-ზე გამოშვებული კრიპტოაქტივების შენახვის საშუალებას იძლევა. 600 ათასზე მეტი დაინსტალირების გათვალისწინებით, ეს აპლიკაცია დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
ასე გამოიყურება საფულე Sui-ის პლაგინი

ასე გამოიყურება საფულე Sui-ის პლაგინი

საფულე Sui საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ახალი საჯარო გასაღებები (მისამართები), შეიძინოთ, გაცვალოთ და გადაიტანოთ აქტივები, შექმნათ და შეინახოთ NFT-ები და სხვა კრიპტოაქტივები ქსელში Sui, ასევე Web3 dApps-ზე წვდომას უზრუნველყოფს.

საფულე Martian

ყველაზე სანდო საფულე ეკოსისტემა Move-ისთვის. Martian არაკასტოდიალური საფულეა, რომელსაც ბლოკჩეინების Aptos და Sui მხარდაჭერა აქვს,

 ის საშუალებას გაძლევთ, არა მხოლოდ დაუკავშირდეთ სხვადასხვა dApp-ებს, არამედ თავად შექმნათ ისინი ბლოკჩეინებზე Aptos და Sui. 

Martian-ის მომხმარებლის შესაძლებლობები: 

- საფულეების შექმნა და იმპორტი;

- მონეტების შენახვა და გადატანა;

- NFT-ის ნახვა და შეგროვება;

- საბაზო dApps-ის შექმნა Aptos-სა და Sui-ზე.

არაკასტოდიალური ფორმატი პირადი გასაღებებისა და SEED-ფრაზის შენახვას მომხმარებლის მხარეს ითვალისწინებს, მაგრამ 500 ათასზე მეტი დაინსტალირება მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ამ საფულეს ელოდნენ ჰოდლერები და ტრეიდერები.
Martian სტეიბლკოინების ორ ბლოკჩეინზე შენახვისა და x-chain ხიდების მეშვეობით გაცვლის საშუალებას იძლევა.

Martian სტეიბლკოინების ორ ბლოკჩეინზე შენახვისა და x-chain ხიდების მეშვეობით გაცვლის საშუალებას იძლევა.

ბირჟა Crypto.com-ის საფულე

შენახვისთვის, პასიური შემოსავლისა და კრიპტოაქტივების დაგროვებისთვის განკუთვნილი არაკასტოდიალური საფულე ცნობილი სინგაპურული ბირჟისგან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 70 მილიონზე მეტმა ტრეიდერმა აირჩია.

პლაგინი Crypto.com მომხმარებლებს dApps-ზე მარტივი და უსაფრთხო წვდომის, ასევე სხვადასხვა რეჟიმში ტრანზაქციების დადასტურების საშუალებას აძლევს. ახლა ტრეიდერებმა მიიღეს შესაძლებლობა, ტრანზაქციები პირდაპირ ბრაუზერის საშუალებით, DeFi Wallet-ის აპლიკაციის ამოქმედების გარეშე დაადასტურონ. პლაგინის საინტერესო მახასიათებელი რეჟიმებს Bridge და Standalone Wallet შორის გადართვაა.
ბრაუზერიდან ოპერაციების შესრულება სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელია.

ბრაუზერიდან ოპერაციების შესრულება სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელია.

კრიპტობირჟებისგან საფულეებისა და აპლიკაციებისა გარდა, პლაგინების მაღაზიებში უფრო ეგზოტიკური მაგალითების პოვნაცაა შესაძლებელი, რომლებიც crypto mass adoption-ის უწყობენ ხელს.

StormX – ქეშბექი შოპინგის სანაცვლოდ კრიპტაში

პლაგინი StormX საშუალებას გაძლევთ, საყვარელ მაღაზიებში იშოპინგოთ და ქეშბექი ფიატში კი არა, კრიპტოვალუტაში, მაგალითად BTC-ში, ან ETH-ში მიიღოთ. ამისთვის პლაგინი StormX უნდა ჩამოტვირთოთ, ონლაინ-მაღაზია აირჩიოთ, ნივთები შეიძინოთ და შესყიდვების სანაცვლოდ ჯილდო კრიპტაში მიიღოთ. ქეშბექი ექვს კრიპტოვალუტაში ირიცხება, რომელთა გატანა საფულეებში ადვილია:

  • Bitcoin (BTC);
  • Ethereum (ETH);
  • StormX (STMX);
  • Yearn.finance (YFI);
  • Litecoin (LTC);
  • Dai (DAI).

მაღაზიების სია რამდენიმე ასეული ბრენდისგან შედგება, რომელთა შორის საკმაოდ ცნობილებიც არიან:

  • eBay;
  • Gamestop;   
  • Groupon;  
  • GrubHub;  
  • DoorDash;   
  • Sam’s Club;-   
  • და Microsoft-იც კი.
StormX Microsoft-ის პროდუქციის შესყიდვის სანაცვლოდ კრიპტაში 4%-იან ქეშბექს სთავაზობს.

StormX Microsoft-ის პროდუქციის შესყიდვის სანაცვლოდ კრიპტაში 4%-იან ქეშბექს სთავაზობს.

Chrome-ის ვებ-მაღაზიაში კიდევ ბევრი სასარგებლო პლაგინია. აქ  აპლიკაციებიც არის, რომლებიც ვირტუალურ აქტივებში თქვენს საინვესტიციო პორტფელს ინახავს და მისი ღირებულების ზრდის ან შემცირების შესახებ ინფორმაციას აწვდის. არის კურსის ინფორმერებიც, როგორიცაა Xrate. არის ვირტუალური აქტივების გაცვლის პუნქტების აგრეგატორები, როგორიცაა Exnode და მრავალი სხვა, უპირატესად უფასო აპლიკაცია. მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ბრაუზერ Chrome-ის მაღაზიაში ბევრი კრიპტოპლაგინი უკვე არსებობს და მათ შეუძლიათ, გაუადვილონ ცხოვრება ჰოლდერებსა და ტრეიდერებს, რომლებსაც "ბრაუზერის ფარგლებს გარეთ გასვლა" არ სურთ.