მაინინგი ცხოველური ნარჩენების ენერგიაზე? ეკოლოგებს გაუხარდებათ!
ირლანდიელი ფერმერები ელექტროენერგიის გენერაციისა და კრიპტოვალუტის შემდგომი მაინინგისთვის იყენებენ ანაერობული ფერმენტაციის მეთოდებს, რომელიც ცხოველური ნარჩენების გამოყენებას ითვალისწინებს.
ანაერობული ფერმენტაცია არის ნაკელის ბუნებრივი დაშლა, რომლის დროსაც გამოიყოფა მეთანი, რომელიც საწვავის სახით, კრიპტოვალუტის ფერმასთან დაკავშირებულ ელექტროგენერატორში გამოიყენება.
ამ მეთოდზე ჯერ კიდევ 2021 წელს ალაპარაკდნენ. მაშინ ის უელსელმა ფერმერმა, ფილიპ ჰიუზმა საოჯახო მეურნეობის გვერდით მდებარე სატვირთო კონტეინერში ETH-ის მაინინგისთვის გამოიყენა. შემდეგ მან სხვა კრიპტოვალუტა აირჩია, რომლის მოპოვება ქსელს ნაკლებად ტვირთავდა და სპეციალურ აღჭურვილობას (ASIC) არ საჭიროებდა.
ცოტა ხნის წინ, ამ მეთოდის გამოყენება ირლანდიელმა ტომ კემპბელმაც დაიწყო, მაგრამ, ამჯერად ბიტკოინის მაინინგისთვის. გამოთვლების დიდი მოხმარების დასაფარად, მან განახლებადი ენერგიის რამდენიმე წყაროს კომბინაცია შეკრა.
როდესაც ჩვენ ვადარებდით ბიტკოინს სხვა მონეტებს, რომელთა მოპოვება შესაძლებელია, ჩვენ ვგრძნობდით, რომ არსებულთა შორის ბიტკოინი ყველაზე სუფთა კრიპტოვალუტაა. ის გარე გავლენას არ განიცდის. ის არის ქსელში, რომელსაც კონსენსუსი სჭირდება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ ის აგვერჩია– © ირლანდიელი ფერმერი და ბიტკოინის მაქსიმალისტი ტომ კემპბელი.
ირლანდიაში ემისიების უმეტესი ნაწილი მეცხოველეობაზე მოდის. მწვანე მაინინგის იდეით ბევრი დაინტერესდა. ისინი, ვინც ამ საქმიანობით დიდი ხანია დაკავებული, გვირჩევს არ ვინერვიულოთ და კრიპტოზამთრის შემთხვევაში, სიმძლავრეები სხვა კალაპოტში მივმართოთ.
ეს იდეა ყველას როდი მოსწონს
როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, ბიტკოინის კრიტიკოსები უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ და აცხადებენ, რომ პირველი კრიპტოვალუტის მაინინგი ძალიან ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს და გლობალურ დათბობას უწყობს ხელს. ზოგჯერ მასზე გაწეულ ხარჯებს მთელი ქვეყნების მოხმარებას ადარებენ.
ზოგიერთი მათგანი უფრო შორს მიდის და სისტემატურად აკრიტიკებს მაინინგისთვის მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებასაც კი. მაგალითად, Digiconomist ბლოკის წამყვანი, ეკონომისტი ალექს დე ვრისი. 2021 წელს მან განაცხადა, რომ მწვანე ენერგიის დახარჯვა საჭირო არ იყო, რადგან ბიტკოინით მიღებული სარგებლიანობა შეზღუდულია. 2022 წელს კი მან თქვა, რომ ჩინეთში აკრძალვების შემდეგ, ბიტკოინი "კიდევ უფრო ბინძური" გახდება, თუმცა განახლებადი წყაროების რაოდენობა ქსელში უკვე 50%-ს აჭარბებს.
ალექსის მსგავსი ადამიანების გადარწმუნება რთულია. მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკოლოგიითა და ტექნოლოგიური პროგრესით ერთდროულად, მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რომ არსებობს ისეთი ექსტრავაგანტური მეთოდებიც, რომელთა წყალობით შესაძლებელია ერთდროულად მაინინგის განხორციელება და ატმოსფეროში ბუნებრივი ემისიების შემცირება. გამოდის, რომ პრობლემა თავად ტექნოლოგიაში კი არა, არამედ მხოლოდ მიდგომაშია.