GTA 6 კრიპტოს ინტეგრირებას უკვე 2024 წელს მოახდენს?

icon FOR
ფოტო - GTA 6 კრიპტოს ინტეგრირებას უკვე 2024 წელს მოახდენს?
GTA 6-ის გაყიდვები ერთ წელიწადში დაიწყება. ეს დასკვნა Forbes-ში Take2-ის შემოსავლების შესახებ ახალი ანგარიშის შესწავლის შემდეგ გააკეთეს. Take-Two Interactive კომპიუტერული თამაშების ამერიკული გამომცემელი, დეველოპერი და დისტრიბუტორია. მისი "შვილობილი" Rockstar Games ფართოდ არის ცნობილი Grand Theft Auto-ს (GTA), Red Dead-ის, Midnight Club-ისა და სხვა თამაშების სერიებით.
Take2-მა განაცხადა, რომ 2025 ფინანსურ წელს ახალ ეპოქაში შესვლასა და რამდენიმე ინოვაციური თამაშის გამოშვებას აპირებს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ სულ მალე მთელი სათამაშო ინდუსტრიისთვის ახალი სტანდარტები დაწესდება. შედეგად, Take2 8 მილიარდი დოლარის ოდენობის შეკვეთების მიღებას ელოდება, რაც ნიშნავს, რომ მისი სუფთა მოგება 1 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება.

კომპანიის 2025 ფინანსური წელი 2024 წლის 1 აპრილს დაიწყება და 2025 წლის 31 მარტს დასრულდება. Forbes-ის ექსპერტები უაპელაციოდ ამტკიცებენ, რომ GTA 6-ის რელიზი სწორედ ამ პერიოდში შედგება. Take2-ის მიერ დაანონსებულ შემოსავლები სწორედ მან უნდა უზრუნველყოს.

ანალიტიკოსების დასკვნები Grand Theft Auto 5-ის კომერციულ წარმატებას  ეფუძნება. 2013 წელს, GTA 5-ის გამოშვებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, Rockstar-მა თამაშის 11 მილიონზე მეტი ასლი 815 მილიონ დოლარად გაყიდა. GTA 5-ის გამოშვებიდან თვენახევრის შემდეგ, გაიყიდა 29 მილიონი ახლი - მეტი, ვიდრე წინა,  GTA 4 სერიის გაყიდვების მთლიანი მოცულობა. შედეგად, Grand Theft Auto 5, დიდი სხვაობით, გახდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თამაში, რომელიც სამი თაობის კონსოლებზე გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ Rockstar Games ავითარებს GTA 6-ს უკვე 10 (!) წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე, სათამაშო ინდუსტრია რადიკალურად შეიცვალა. როგორც ჩანს, Grand Theft Auto 6-ის კონცეფცია, რომელიც კომპანიამ 2013 წელს ჩამოაყალიბა, 2023 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვან შესწორებებს მოითხოვდა. მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში Rockstar-ს GTA 6 თითქმის არ უხსენებია და მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციით შემოიფარგლებოდა.
GTA 6-ზე აქტიური მუშაობა მთელი ძალით მიმდინარეობს წყარო: Rockstar-ის ოფიციალური ბლოგი

GTA 6-ზე აქტიური მუშაობა მთელი ძალით მიმდინარეობს წყარო: Rockstar-ის ოფიციალური ბლოგი

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფანები მხოლოდ GTA 6-ის გამოსვლის თარიღის შესახებ ვარაუდებით არ შემოიფარგლნენ. ქსელში კვლავ გავრცელდა ჭორები, რომ გამომცემელი Grand Theft Auto-ის ახალ სერიაში საკუთარი კრიპტოვალუტის ინტეგრირებას აპირებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორები, რომ GTA 6 გახდება P2E  წყარო: Twitter

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორები, რომ GTA 6 გახდება P2E წყარო: Twitter

რატომ ისევ? საუბარი იმაზე, რომ GTA 6-ს ექნება საკუთარი კრიპტოვალუტა, ჯერ კიდევ გაგანია ხარული ციკლის დროს გაჩნდა. 2021 წელს ეს ინფორმაცია, Rockstar-ის წყაროზე დაყრდნობით,  ქსელში Insider Gaming-ის დამფუძნებელმა, ტომ ჰენდერსონმა გაავრცელა. გეიმინგის ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ზოგიერთი მისიის დასრულების შემდეგ, მომხმარებლები ჯილდოებს ბიტკოინებში მიიღებენ. გარდა ამისა, GTA 6-ში მოთამაშეები კრიპტობროკერობას მოსინჯავდნენ. ეს იდეა აზრს მოკლებული არაა, თუ გავიხსენებთ, რომ GTA 5-ში მოთამაშეები ვაჭრობენ აქციებით LCN-სა და BAWSAQ-ზე - ამ სათამაშო სამყაროს ბირჟებზე. სხვა ჭორიკანები აცხადებდნენ, რომ არანაირ BTC-ზე საუბარი არ ყოფილა. Rockstar Games, თითქოს, მუშაობს  საკუთარ ბლოკჩეინსა და ნატიურ ტოკენზე $RSTAR. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არცერთი გაჟონილი ინფორმაცია არ დადასტურებულა.
ტომ ჰენდერსონი GTA 6-ის შესახებ წყარო: Twitter

ტომ ჰენდერსონი GTA 6-ის შესახებ წყარო: Twitter

ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მორიგმა ვარაუდებმა იმის შესახებ, რომ GTA 6-ის P2E სეგმენტში გადადის, ფანებში გამოიწვია უფრო სკეპტიციზმი, ვიდრე ენთუზიაზმი. მაგალითად,  მომხმარებელ @goddessinflesh-ს ეჭვი ეპარება, რომ Rockstar თავის ფლაგმანურ პროექტს ბლოკჩეინის მიმართულებით განავითარებს.
სოციალურ ქსელებში აგებენ ვარაუდებს, თუ რა სიურპრიზებს მოუტანს GTA 6 წყარო: Twitter

სოციალურ ქსელებში აგებენ ვარაუდებს, თუ რა სიურპრიზებს მოუტანს GTA 6 წყარო: Twitter

მაგრამ, ამავდროულად, მან საზოგადოებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი შეახსენა. პირველ რიგში, 2022 წლის ნოემბერში, Rockstar-მა განაახლა თავისი პოლიტიკა როლური თამაშების (RP) სერვერებზე არსებულ მოდებთან დაკავშირებით. ახლა იქ აკრძალულია კრიპტოვალუტების, NFT-ების, ლუტბოქსებისა და ა.შ. გამოყენება. აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა - იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული კრიპტოვალუტის მიმართ დაძაბული დამოკიდებულების ფონზე დათვური ციკლისა და გახმაურებული გაკოტრებების პირობებში? თუ კომპანია ასუფთავებს მოედანს საკუთარი კრიპტოინიციატივებისთვის?

მეორეც, გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Rockstar-ის ყოფილი თანადამფუძნებელი დენ ჰაუზერი web3 კომპანია Revolving Games-ის ინვესტორი და ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშის პროექტის მრჩეველი გახდა. ჰაუზერმა Rockstar სამი წლის წინ დატოვა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიას ნამდვილად ჰყავდა ლიდი, რომელმაც ბლოკჩეინ თამაშების შექმნა იცოდა (და სურდა). სხვა საქმეა, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, მოახერხა თუ არა ჰაუზერმა Rockstar-ში თავისი იდეების რეალიზება, არც ექსპერტულ საზოგადოებას აქვს, არც GTA-ს ფანებს.

დასკვნის სახით, აღვნიშნავთ, რომ Take2-მა მაინც გააკეთა კომენტარი GTA 6-ის ირგვლივ აგორებული სპეკულაციების ახალ ტალღაზე.
ვფიქრობ, ეს არის გამოწვევა, რომელსაც Rockstar-ის თანამშრომლები აწყდებიან ყოველ ჯერზე, როცა Grand Theft Auto-ის ახალი იტერაცია ჩნდება. ეს უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს გინახავთ... ეს გუნდისთვის დიდი გამოწვევაა. Rockstar-ის პასუხი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. ნურაფერს ეძებთ სრულყოფილების გარდა და ჩვენ მას მივაღწევთ
განაცხადა Take-Two-ს გენერალურმა დირექტორმა, შტრაუს ზელნიკმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო შოუში.