ჰელ ფინის ღმერთის არ სწამდა, მას ბიტკოინის მომავლის სწამდა

icon BTC
ფოტო - ჰელ ფინის ღმერთის არ სწამდა, მას ბიტკოინის მომავლის სწამდა
კრიპტელებში ჰელ ფინი ცნობილია, როგორც პროგრამისტი და შიფროპანკი, რომელიც სატოში ნაკამოტოსგან ბიტკოინების პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული მიმღები გახდა. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჰელის გარეშე, სავარაუდოდ, არანაირი ბიტკოინი საერთოდ არ იქნებოდა.

GNcrypto-ის დოსიე

ჰელ ფინი
(Harold Thomas Finney II) 

რით არის ცნობილი: მსოფლიოში BTC-ის პირველი მიმღები, ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი მაინერი მსოფლიოში 
ცხოვრების წლები: 1956 - 2014. გარდაიცვალა 58 წლის ასაკში.
ჰობი: თხილამურებით ექსტრემალური სრიალი და პარკური.
ფილოსოფიური შეხედულებები: ლიბერტარიანული, რომელიც გონებასა და თავისუფლებას ეთაყვანება.
განსაკუთრებული გარემოებები: 36 წლის ასაკში მან დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვით მისი სხეულის კრიოკონსერვაცია უნდა მომხდარიყო.

Bloomberg-ის ბირჟის ანალიტიკოსი ერიკ ბალჩუნასი (Eric Balchunas) შოკირებული იყო, როდესაც შემთხვევით წაიკითხა ჰელ ფინის 30 წლის წინანდელი შეტყობინება. მასში პროგრამისტი ფაქტობრივად  NFT-ის კონცეფციას აღწერს, რომელზეც პირველი ექსპერიმენტები მხოლოდ 2013 წელს დაიწყო. 

”მე თავს უჩვეულოდ ვგრძნობ, მაგრამ ყველაფერი, რაც ვნახე/წავიკითხე, ჰელი = სატოში”, - დაწერა ექსპერტმა.
ჰელ ფინი კრიპტოგრაფიულ სავაჭრო ბარათებზე მსჯელობს. წყარო: ერიკ ბალჩუნასის Twitter

ჰელ ფინი კრიპტოგრაფიულ სავაჭრო ბარათებზე მსჯელობს. წყარო: ერიკ ბალჩუნასის Twitter

ჰელ ფინი — “ბოტანი” და ლიბერტარიანელი

სავარაუდოდ, ბალჩუნასის, ისევე როგორც სხვა კრიპტოენთუზიასტების, შინაგანი რწმენა, რომლებიც ფინის სატოშის უკავშირებენ, ვერასოდეს მიიღებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს. მაგრამ ის, რომ ჰელი იყო საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ბიტკოინი, ეჭვგარეშეა.

ჰელი აშშ-ს კალიფორნიის შტატში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა ნავთობის ბიზნესში მუშაობდა, დედა დიასახლისი იყო. 80-იან წლებში კომპიუტერები ამერიკულ სკოლებში იშვიათი იყო, მაგრამ ბიჭს გაუმართლა. მის სკოლას ჰქონდა პატარა ოთახის ზომის კომპიუტერი, რომელიც ფორტრანის ენაზე მუშაობდა. მოწინავე ადმინისტრაცია იყენებდა პერფობარათებს სკოლაში მოსწავლეების დასწრების გასაკონტროლებლად. ჰელმა გამოიჩინა განსაკუთრებული ინტერესი ამ პროცესის მიმართ. და მას ანდეს მასწავლებლების დახმარება ასეთ "საინტერესო" საქმიანობაში. მაგრამ ფინის მართლაც მოსწონდა  - ძალზე ხშირად შეიძლებოდა მისი ნახვა სკოლის დერეფანში პერფობარათების დასტით ხელში. ამიტომ, თითქმის არავის გაკვირვებია, როდესაც მან ადვილად ჩააბარა ძალზე პრესტიჟულ კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
ახალგაზრდა ჰელ ფინი  წყარო: cryonicsarchive.org

ახალგაზრდა ჰელ ფინი წყარო: cryonicsarchive.org

მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები მასწავლებლებსაც კი აოცებდა. ჰელი ხშირად სტუდენტებს შორის მრავალსაათიანი ფილოსოფიური საუბრების ცენტრი ხდებოდა და ითვლებოდა გამორჩეულ პიროვნებად თავის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამავდროულად, მეგობრები საუბრობდნენ ფინზე, როგორც ადამიანზე, რომელიც ყველაფერზე მეტად აფასებს საკუთარ დამოუკიდებლობას. ამბობენ, რომ მას უყვარდა ექსტრემალური, საკმაოდ საშიში თავგადასავლებიც კი. მაგალითად, ჰელს უყვარდა სლალომი ციცაბო დათოვლილ ფერდობებზე, რომელიც არ იყო განკუთვნილი თხილამურებით სრიალისთვის და ასევე პარკურით იყო გატაცებული.

უნივერსიტეტში მან ტექნიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი მიიღო, რადგანაც იმ დროს პროგრამირება ცალკე სპეციალობად არ ითვლებოდა. ჰელი ჰუმანიტარულ საგნებს აიგნორებდა და გამოცდებს უბრალოდ ჩათვლისთვის აბარებდა.

"ის გატაცებული იყო იდეებით, კონცეფციებით, სწავლობდა სიამოვნების მისაღებად", - იხსენებს მისი მეუღლე, ფრენი. ფინმა თავისი მომავალი მეუღლე, ფაქტობრივად, სტუდენტობის პირველ დღეებში გაიცნო. ისინი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაქორწინდნენ და, როგორც ცნობილ ფიცში წერია, მხოლოდ სიკვდილმა შეძლო ამ წყვილის დაშორება.
ჰელის და ფრენის ქორწილი  წყარო: ფრენ პიტინის Twitter

ჰელის და ფრენის ქორწილი წყარო: ფრენ პიტინის Twitter

ფინი - გეიმდევი და შიფროპანკი

ჰელმა პირველად მუშაობა 22 წლის ასაკში დაიწყო. ეს იყო ფირმა APh Technological Consulting, რომელიც მისმა მეგობრებმა რამდენიმე წლით ადრე დააარსეს. იმ დროს APh-მა უკვე მიიღო კონტრაქტი Mattel-ისგან (დღეს სათამაშოების გლობალური ინდუსტრიის გიგანტი).  ერთად ისინი მუშაობდნენ Intellivision-ზე (სიტყვების კომბინაცია „ინტელექტუალური ტელევიზია“), მსოფლიოში ვიდეოთამაშის ერთ-ერთ პირველ კონსოლზე. მოგვიანებით, ფინიმ შეიმუშავა იმ წლების ისეთი პოპულარული თამაშები, როგორიცაა Adventures of Tron  (დისნეის სამეცნიერო- ფანტასტიკურ ფილმზე, „ტრონზე“ დაფუძნებული), Armor Ambush (თანამედროვე „ტანკების“ პროტოტიპი), Astrosmash shooter და სხვა.

ამავდროულად, ფინისთვის უფრო პრიორიტეტული იყო APh-ის არასათამაშო პროექტები, როგორიცაა პროგრამირებადი სალარო აპარატები ან ვიდეოთვალთვალის მოწყობილობები.
მე არასოდეს მიმაჩნდა საკუთრი თავი თამაშების დეველოპერად. მე უფრო ასემბლერის ენის უნივერსალური დეველოპერი ვიყავი
, - ამბობდა ფინი.
1991 წელს ჰელი გახდა Pretty Good Privacy ან PGP პროგრამული უზრუნველყოფის თანაავტორი. პროექტის მიზანი იყო ელექტრონული შეტყობინებების დაშიფვრის ინოვაციური მეთოდის მოძიება. ფინი დაინტერესდა კრიპტოგრაფიით იმ მიზეზების გამო, რომლებიც დღეს  კონსპიროლოგიურ თეორიებად ითვლება. საუბარია მთავრობებისა და კორპორაციების მხრიდან მოქალაქეების თვალთვალზე.
სამუშაო, რომელსაც ჩვენ აქ ვაწარმოებთ, დიდი ძმის ძალაუფლების შემცირებას ეძსახურება
, - წერდა ჰელი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავიდან ფინი  PGP-ში მოხალისის სტატუსით იყო ჩართული. იმ დროს, პროექტის იდეური ლიდერი, ფილიპ რ. ციმერმანი, ფედერალების სამიზნე გახდა. პროკურატურა თვლიდა, რომ PGP აშშ-ის კანონებს არღვევს. 1996 წელს ციმერმანის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოხსნილი იყო. ვიდრე გამოძიება გრძელდებოდა, ჰელი  პროექტის რუხ კარდინალად მოგვევლინა. მისი ინოვაციები და ახალი პროდუქტები Pretty Good Privacy-ის მიერ არასაჯაროდ ინერგებოდა. როდესაც ფედერალური გამოძიება დაიხურა, ფინი  პირველი თანამშრომელი გახდა, რომელიც ციმერმანმა კომპანიის შტატში ოფიციალურად გააფორმა. ჰელი  PGP Corporation-ში 2011 წელს პენსიაზე გასვლამდე დარჩა.  

უკვე PGP-ზე მუშაობისას, ფინი შიფროპანკების მოძრაობის აქტიური წევრი გახდა. მათ სურდათ გაეზარდათ ქსელში  მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება კრიპტოგრაფიის გამოყენებით. შიფროპანკები ერთმანეთს  ელექტრონული დაგზავნის სიის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ. სწორედ შიფროპანკები მათი ლეგენდარული დაგზავნის სიებით, გახდნენ საზოგადოება, რომელშიც ციფრული ვალუტის კონცეფცია დაიბადა. 

ექსპერიმენტები მრავლად იყო. ჰელმა თავად გამოიგონა სამუშაოს მრავალჯერადი გამოყენების მტკიცებულების მეთოდი (reusable proofs of work). თუმცა ის უფუნქციო აღმოჩნდა. როდესაც 2008 წელს სატოშიმ  ბიტკოინის დაბადება გამოაცხადა, ფინი დაგზავნის იმ მცირერიცხოვან მონაწილეებს შორის ოყო, ვინც ნაკამოტოს იდეას ცალსახად დაუჭირა მხარი. სხვათა შორის, BTC იყენებს ზოგიერთ კრიპტოგრაფიულ ინსტრუმენტს, რომელიც ადრე  ჰელმა PGP-ში განახორციელა.
კრიპტოგრაფებმა დაინახეს უცოდინარი ნუბების ძალიან ბევრი გრანდიოზული სქემა... მე უფრო იდეალისტი ვიყავი, ყოველთვის მიყვარდა კრიპტოვალუტა, მისი საიდუმლო და პარადოქსი
, - იხსენებდა ფინი.
ჰელ ფინიმ დაუყოვნებლივ ჩამოტვირთა ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა მის IBM დესკტოპზე. შიფროპანკებს შორის ითვლება, რომ ის იყო მეორე ადამიანი მსოფლიოში სატოშის შემდეგ, რომელმაც დაიწყო BTC-ის მაინინგი. ამის შემდეგ ნაკამოტომ ვირტუალურ მეგობარს 10 BTC გაუგზავნა. ეს იყო პირველი ტრანზაქცია ბიტკოინის ქსელში. ისინი აქტიუარად  განიხილავდნენ მათ მიერ ნაპოვნ ხარვეზებს და ერთად მუშაობდნენ პრობლემების გადასაჭრელად. ფინიმ არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა სატოში ან სად ცხოვრობდა. ჰელი ფიქრობდა, რომ ის იყო გახსნილი და ჭკვიანი ახალგაზრდა იაპონელი.
ჰელ ფინის ისტორიული ტვიტი ბიტკოინის ნოდის გაშვების შესახებ წყარო: დეველოპერის Twitter.

ჰელ ფინის ისტორიული ტვიტი ბიტკოინის ნოდის გაშვების შესახებ წყარო: დეველოპერის Twitter.

პირველი მაინერი და კრიონიკის ენთუზიასტი

ფინი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო BTC-ის მაინინგით დაკავებული, მაგრამ შემდეგ მან შეჩერება გადაწყვიტა. ძველი კომპიუტერი გადახურდა და შეიძლებოდა გაფუჭებულიყო. ჰელის ცოლი იხსენებს, რომ იმ დროს ოჯახი მაინინგს სატოშის პროექტის მეგობრულ მხარდაჭერად აღიქვამდა. მისი თქმით, როდესაც სხვებს ღმერთის სწამდათ, მის ქმარს ბიტკოინის მომავლის სწამდა. თავდაპირველად, BTC ინახებოდა მყარ დისკზე, შემდეგ ფინიმ ის DVD-ზე ჩაწერა.

იმავე წელს ჰელმა ცუდად იგრძნო თავი. დიაგნოზი ძალზე დამთრგუნავი იყო - გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი (ALS).
”იმედი მაქვს, რომ შევძლებ წაკითხვას, ვებ-გვერდების ნახვას  და საუბრებში მონაწილეობას ელ.ფოსტისა და მესენჯერების საშუალებით… შესაძლოა კოდის დაწერაც კი მოვახერხო და ჩემი ოცნებაა, რომ წვლილი შევიტანო ღია საწყისი კოდის პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებში, თუნდაც ვიყო უმოძრაო სხეულში. ეს იქნება ცხოვრება, რომელიც ღირს რომ  იცხოვრო“, - წერდა ფინი თავის ბლოში.
დაავადების პროგრესირების მიუხედავად, 14 წლის წინ, ფინი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეემცირებინა მაინინგის უარყოფითი გავლენა გარემოზე. წყარო: ჰელის Twitter

დაავადების პროგრესირების მიუხედავად, 14 წლის წინ, ფინი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეემცირებინა მაინინგის უარყოფითი გავლენა გარემოზე. წყარო: ჰელის Twitter

საინტერესოა, რომ მძიმე დიაგნოზამდე 17 წლით ადრე, ფინი დაინტერესებული იყო კრიონიკის მიღწევებით. ეს არის ტექნოლოგია ადამიანის ორგანიზმის ღრმა გაგრილების მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, რათა მომავალში, როდესაც მედიცინა მიაღწევს საჭირო სიმაღლეებს, მოხდეს მათი გალღობა და განკურნება. 1992 წელს ჰელმა და ფრანმა გააფორმეს კონტრაქტი Alcor Life Extension Foundation-თან, არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რომელიც ატარებს კრიონიკასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. დოკუმენტის მიხედვით, მათი სხეულები სიკვდილის შემდეგ უნდა ინახებოდეს თხევად აზოტში -196 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურაზე.
ჩემი პირადი აზრით, დღეს დაბადებულს აქვს 50/50-ზე მეტი შანსი, რომ ეფექტურად მუდამ იცხოვროს
, - ამტკიცებდა ფინი.
ჰელის სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ მისი სახის კუნთები მოძროაბდა. მიმიკისა და მოსიყვარულე მეუღლის დახმარებით ის მუშაობდა და სტუმრებთან ურთიერთობდა. ფინი ასევე მუშაობდა ბიტკოინის პროტოკოლის გაუმჯობესებაზე, ვიდეოკამერისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელიც თვალების მოძრაობას აკონტროლებს. 

ოჯახმა ჰელის მკურნალობის ხარჯების ნაწილი გადაიხადა ბიტკოინებით, რომლებიც მან მაინინგით მოიპოვა სატოშისთან მუშაობის დასაწყისში.
ზოგადად, მე გამიმართლა. ALS-ითაც კი, ჩემი ცხოვრება ძალზე დამაკმაყოფილებელია. მაგრამ მისი ხანგრძლივობა შეზღუდულია ... მე ბედნიერი ვარ ჩემი მემკვიდრეობით,
- წერდა ჰელ ფინი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე.
სიცოცხლის ბოლო წლები ჰელი მძიმე დაავადებას ებრძოდა. წყარო: Forbes

სიცოცხლის ბოლო წლები ჰელი მძიმე დაავადებას ებრძოდა. წყარო: Forbes