აპარატული საფულეები: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რჩევები

ფოტო - აპარატული საფულეები: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რჩევები
უსაფრთხოების წესები აპარატული საფულეების შეძენისა და გამოყენებისთვის. გიამბობთ, როგორ დაიცვათ თქვენი სახსრები თაღლითობის რამდენიმე შემთხვევის მაგალითზე.
კრიპტოს განვითარებასთან ერთად ვითარდება მისი ქურდობის მეთოდებიც. კრიპტოინდუსტრიაში გატეხების, თაღლითობისა და სხვა უსიამოვნებების რიცხვის ზრდა გვავალდებულებს,  დავაკვირდეთ და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ციფრული აქტივების დასაცავად.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც თქვენი აქტივების დასაცავად შეგიძლიათ, არის აპარატული საფულის გამოყენება. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ მათი ყიდვისა და გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დამატებითი ზომების დაცვა.

პირველი, რაც რეკომენდებულია - ყოველთვის შეიძინეთ აპარატული საფულეები უშუალოდ მწარმოებლის მაღაზიიდან.

თაღლითები ყიდიან ყალბ აპარატულ საფულეებს მესამე მხარის ვებგვერდებზე, ხშირად ნამდვილი პროდუქტზე გაცილებით დაბალ ფასად. ეს ყალბი საფულეები შეიძლება იყოს დაინფიცირებული ვირუსით, რომელიც მოიპარავს თქვენს პრივატულ გასაღებებს, შეფუთვა კი ახალივით იქნება, თითქოს ის არასოდეს გახსნილა.

მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს - არასოდეს გამოიყენოთ გათამაშებაში მოგებული, ან ვინმეს მიერ ნაჩუქარი აპარატული საფულეები. მიუხედავად იმისა, რომ პირს, რომელმაც ის გადმოგცათ, შესაძლოა, კარგი განზრახვა ჰქონოდა, არ არსებობს არანაირი საშუალება იმის გასარკვევად, გაიტეხა თუ არა მოწყობილობა. ეცადეთ, იყიდოთ აპარატული საფულეები მხოლოდ სანდო მიმწოდებლებისგან.

თუ თქვენ გაქვთ აპარატული საფულე, აუცილებლად გამოიყენეთ ის სწორად. ნუ შეაერთებთ მას ერთზე მეტ მოწყობილობზე, მით უმეტეს, თუ მასზე კრიპტოვალუტას დიდი ხანია ინახავთ. ყოველ ჯერზე, როდესაც აკავშირებთ აპარატურულ საფულეს ახალ მოწყობილობასთან, ჰაკერების მიერ თქვენი გასაღებების  გამოვლენის პოტენციურ რისკს ზრდით.

აპარატული საფულის გამოყენებისას ყურადღებით იყავით საფულის მისამართის კოპირებისას. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ საფულის პირველ და ბოლო ციფრებს, არამედ შუაში არსებულსაც. დაუთმეთ ცოტა მეტი დრო, რათა ნებისმიერი კრიპტოვალუტის გაგზავნამდე მთელი მისამართი გადაამოწმოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საფულეს იყენებთ.

ვირუსის ერთი მაგალითი, რომელსაც თქვენი დანაზოგის მოპარვა შეუძლია, არის Trojan.Coinbitclip. ეს მავნე პროგრამული უზრუნველყოფა კრიპტოვალუტური ტრანზაქციის დანიშნულების მისამართს ჰაკერის მიერ კონტროლირებადი მისამართით ანაცვლებს. ეს ვირუსი შეიძლება იყოს განსაკუთრებით საშიში, რადგან შეცვლილი მისამართის აღმოჩენა ყოველთვის ადვილი არ არის. დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობებზე დაინსტალირებული გაქვთ უახლესი ანტივირუსული პროგრამა და თანხის გაგზავნამდე ყოველთვის შეამოწმეთ მიმღების მისამართი.

ასევე იყო შემთხვევა, როდესაც თაღლითებმა Ledger-ის მომხმარებლებს ფოსტით გაუგზავნეს "ახალი" აპარატული საფულეები, რომლებსაც ისინი ვითომ მომხდარი გაჟონვის შედეგებისგან უნდა დაეცვა.
ყალბი საფულე Ledger Nano X-ის შეფუთვა. წყარო: Reddit

ყალბი საფულე Ledger Nano X-ის შეფუთვა. წყარო: Reddit

უსაფრთხოების ექსპერტი მაიკ გროვერი, ამ "საფულის" შიგთავსის ფოტოების გაცნობის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს არის მხოლოდ ფლეშ დრაივი, რომელიც დამაგრებულია Ledger-ზე, რომელიღაცა მავნე პროგრამის გადაცემის მიზნით. მოწყობილობას მისი დაყენების ინსტრუქცია მოჰყვებოდა. მომხმარებელს სთხოვდნენ შეეერთებინა "Ledger" თავის კომპიუტერში და აემოქმედებინა თანდართული აპლიკაცია. ამის შემდეგ, პროგრამა ითხოვდა აღმდგენი ფრაზის შეყვანა, ვითომ თავისი საფულის ახალ მოწყობილობაში იმპორტირების მიზნით, seed-ფრაზის შეყვანის შემდეგ კი, ის ბოროტმოქმედების ხელში ხვდებოდა.

თქვენი ციფრული აქტივების დაცვას თანამედროვე კრიპტოლანდშაფტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აპარატული საფულის გამოყენება თქვენი სახსრების დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, მაგრამ მათი ყიდვისა და გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაცვა. ყოველთვის იყიდეთ აპარატული საფულეები მწარმოებლისგან, არ გამოიყენოთ ნაჩუქარი აპარატული საფულეები და ეცადეთ არ დააკავშიროთ თქვენი საფულე ერთზე მეტ მოწყობილობასთან. დაიცავით seed-ფრაზა, ყურადღებით ადევნეთ თვალი საფულის მისამართებს და განაახლეთ თქვენი მოწყობილობები ანტივირუსული პროგრამის მეშვეობით. ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენი ტოკენების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას შეძლებთ.