ვირტუალური რეალობა ჯანდაცვის ბევრ სფეროში გამოიყენება. ის მოიცავს სტუდენტების სწავლებას, პაციენტების მკურნალობას, სამედიცინო მარკეტინგსა და ადამიანების ინფორმირებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
VR-ის გამოყენების სფეროები მედიცინაში
უკვე რამდენიმე წელია, იმერსიულმა ჯანდაცვამ დაიწყო პაციენტთა მკურნალობისა და მედიკოსთა სწავლებისადმი ტრადიციული მიდგომების შევსება და ზოგიერთ შემთხვევაში, მთლიანად ჩანაცვლებაც კი.
უნივერსიტეტები უკვე აქტიურად იყენებენ საექიმო სიტუაციების მოდელირებისთვის VR ტრენაჟორებს. მაგალითად, ეს ექიმებს აძლევს საშუალებას მეტავერსში მოწყობილ საოპერაციო დარბაზებში ივარჯიშონ.
ვირტუალურ კლინიკებს შეუძლიათ გამოიყენონ იმერსიული გარემო პაციენტების სამკურნალოდ.
1. ანატომიური მოდელების შექმნა
VR-ის დახმარებით სხეულის ორგანოები ადვილად ვიზუალიზდება. ახლა აუტოფსიის ჩატარებამ, რომელიც ყველა სტუდენტ-მედიკოსისთვის ნორმად იყო ქცეული, ადგილი ადამიანის ანატომიის ონლაინ მოდელებზე შესწავლას დაუთმო.
კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით, სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოსახვა ზედმიწევნით დეტალურადაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ტრენინგი შეიძლება მოიცავდეს სცენარების გამოყენებას, რომლებიც რიგითი ქირურგიული სიტუაციების იმიტირებას ახდენს.
წამყვანი პროექტი, რომელიც ამ ამოცანაზე მუშაობს, არის Virtual Medicine. სლოვაკელმა დეველოპერებმა შექმნეს VR პლატფორმა, რომელიც შეიცავს ანატომიის რამდენიმე კურსს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ქირურგებისთვის.
2. ტკივილის კონტროლი
ვირტუალური რეალობა სასარგებლო აღმოჩნდა იმ პაციენტების რეაბილიტაციაში, რომლებიც ძლიერ ტკივილს განიცდიან. მაგალითად, პაციენტები, რომლებიც გამოჯანმრთელების პროცესში არიან კანის გადანერგვის შემდეგ, დამწვრობის ყოველდღიური დამუშავებისას გადიან პროცედურებს VR-ის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია ასევე ხელს უწყობს ავადმყოფი ბავშვების ყოველდღიური ინექციებისა და ქიმიოთერაპიის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესების შემსუბუქებას.
ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ იმერსიული გარემო საკუთარი შეგრძნებებიდან ყურადღების გადატანაში კარგად ეხმარება. ამიტომ, ვირტუალური რეალობა სულ უფრო ხშირად გამოიყენება პაციენტების ტკივილის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანესთეზიის, ან სედატიური საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.
ყველაზე მეტი შემუშავება ამ კუთხით პროექტს Rocket VR Health გააჩნია. პლატფორმის გუნდმა აამოქმედა საკუთარი მეტავერსი, სადაც შესაძლებელია ძლიერი ტკივილის სინდრომისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პაციენტების "მოთავსება". ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტები, ტყის ხმები, ჩიტების ჟღურტული, ტალღების ხმა შესანიშნავად ეხმარება შფოთვისა და პანიკის შეტევებთან გამკლავებაში, ასევე საკუთარ ტანჯვაზე კონცენტრაციისგან ყურადღების გადატანაში.
ამ თერაპიული ვირტუალურობის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს საუკეთესო ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, ჰოლივუდის ანიმატორებმა, თამაშების დიზაინერებმა და Metaverse-ის არქიტექტორებმა.
3. დამოკიდებულების მკურნალობა
სამედიცინო ვირტუალურმა რეალობამ აჩვენა თავისი ეფექტურობა ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის კუთხით. ამ შემთხვევაში გამოიყენება ეტაპობრივი ზემოქმედების მეთოდები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში რიგით ტრიგერებზე რეაგირებას ასწავლის. მოდელირებულ სიტუაციაში პაციენტის საკუთარი გარემოს გამოყენება უყალიბებს ცდუნებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს მანამ, სანამ მათ ფიზიკურ სამყაროში წააწყდება.
ამ ამოცანაზე ახლა პროექტ Hatsumi-ის გუნდი მუშაობს. პლატფორმის შემქმნელების რიცხვში, პროგრამისტების გარდა, შევიდნენ კლინიკური ფსიქოლოგები, ნევროლოგები და სახელმწიფო ჯანდაცვის წარმომადგენლები.
Hatsumi-ის მიერ შექმნილ ვირტუალურ რეალობაში შესაძლებელია ჩატარდეს ჯგუფური თერაპიის სესიები დამოკიდებულების მქონე ადამიანებისთვის. აქ ინდივიდუალურ კონსულტაციას იღებენ ქალები, რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადეს. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის თერაპიის გავლა პირობითი ავატარის მეშვეობით ნაკლებად ტრავმულია.
4. ხანდაზმულთა დემენციის მკურნალობა
ვირტუალური რეალობა ხელს უწყობს ბრძოლას თავის ტვინის ბუნებრივ დაბერებასთან და ისეთ პათოლოგიურ დარღვევებთან, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება.
VR ინსტრუმენტები ეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს გაზარდონ მობილობა, გაიუმჯობესონ ტვინის ფუნქციები და სოციალური უნარები საერთო ვირტუალურ სივრცეებში სხვებთან ურთიერთქმედების საშუალებით.
ამ პრობლემის გადაჭრით პროექტ Rendever-ის დამფუძნებლები არიან დაკავებულები. მათ მიზნად დაისახეს ბრძოლა ხანდაზმულთა სოციალური იზოლაციის წინააღმდეგ.
Rendever-ის მეტავერსი იძლევა საშუალებას შეიქმნას ლოკაციები ვიდეო და ფოტო მასალებზე დაყრდნობით. პროექტის ინჟინრებს შეუძლიათ შეკვეთით შექმნან ოთახი, სახლი და ქუჩაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალია პაციენტების მეხსიერებაში, მაგრამ აღარ არსებობს რეალურ სამყაროში. პლატფორმის კლიენტებს შეუძლიათ არა მხოლოდ ახალგაზრდობის დროინდელ ადგილებში გასეირნება, არამედ იქ თავიანთი მეგობრების მოწვევა, რათა მათ თბილი მოგონებები გაუზიარონ.
გარდა ამისა, პერსონალს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტი, მაგალითად, როგორიცაა 3D მოდელირება, ან მოგონებების "გაცოცხლება", რათა თავიანთი პაციენტების ტვინის მუშაობა გაააქტიუროს.
ამასთან, პაციენტების შვილებსა და შვილიშვილებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ მიმდინარე მოვლენებს და მონაწილეობაც კი მიიღონ მკურნალობის პროცესში, რათა მომსახურე პერსონალის მხრიდან მანიპულირების ნებისმიერი რისკი გამოირიცხოს.
იმერსიული მედიცინა ამ ფუნქციებით არ შემოიფარგლება. ამჟამად შემუშავების პროცესში არის რამდენიმე სხვა პროექტიც:
- პაციენტების რეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ;
- აგორაფობიისა და კლაუსტროფობიის მკურნალობა;
- ქირურგიული გუნდის ვირტუალური ტრენინგი პაციენტის ციფრული ასლის გამოყენებით.
და ეს ჯერ კიდევ არაა იმ შესაძლებლობების სრული სია, რომელსაც Metaverse ექიმების სთავაზობს.