რამდენი ETH დაიკარგა სამუდამოდ დეველოპერების შეცდომების გამო?

icon ETH
ფოტო - რამდენი ETH დაიკარგა სამუდამოდ დეველოპერების შეცდომების გამო?
Coinbase-ის დირექტორის, კონორ გროგანის თქმით, სმარტ კონტრაქტებში არსებული სერიოზული მოწყვლადობის, ან უბრალო დაუდევრობის გამო, ქსელის დაარსების დღიდან მომხმარებლებმა დაკარგეს წვდომა 636 000 ETH-ზე. სტატიის დაწერის მომენტისთვის, ეს დაახლოებით $1,1 მილიარდს შეადგენს.
დაკარგული კრიპტოვალუტა ნიშნავს აქტივებზე წვდომის სრულ უქონლობას სმარტ კონტრაქტებში არსებული მოწყვლადობის გამო, რომელიც გატანის ფუნქციასთან არის დაკავშირებული. ის შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს ან საერთოდ არ არსებობდეს. ეს ხდება იმიტომ, რომ ბევრი სმარტ კონტრაქტი ოფიციალურ ამოქმედებამდე სათანადო ტესტირებას, ან აუდიტს არ გადის, რაც შემდგომ პრობლემებს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისას არ იყო გათვალისწინებული მივიწყებული საფულეები. 
ცნობისთვის, ეს ციფრი, $1.1 მლრდ, დაკარგული/მიუწვდომელი ETH-ის რეალურ რაოდენობასთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ის მოიცავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც Ethereum იბლოკება სამუდამოდ. მაგალითად, აქ არ მოიაზრება დაკარგული პირადი გასაღებები, ან Genesis-ის მივიწყებული საფულეები
ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაკარგად შეიძლება ჩაითვალოს Parity MultiSig 2017 წელს. მაშინ, კოდში არსებული მოწყვლადობის გამო 513 774 ETH გაიყინა. ამის გარდა, მომხმარებლებმა 24 000 ETH-ზე მეტი შეცდომით გააგზავნეს დაწვის მისამართებზე. ასეთ შემთხვევებში აქტივების დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი მოვლენების პრევენცია.

როგორ დავიცვათ ჩვენი კრიპტოვალუტა?

სამწუხაროდ, სმარტ კონტრაქტებში არსებული კრიპტოვალუტების დაცვის ოპტიმალური მეთოდი არ არსებობს, მაგრამ, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ასეთი ინციდენტების რისკის შემცირებას:

1. გამოიკვლიეთ

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე ეფექტური მეთოდი ინვესტირებამდე ან სახსრების შენახვამდე პროექტების, საფულეებისა და ბირჟების საფუძვლიანი კვლევაა. ტექნოლოგიის შემოწმება და აუდიტები სანდო კომპანიებისგან დაგეხმარებათ თავი აარიდოთ უხარისხო დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს. 

2. მოახდინეთ დივერსიფიცირება

საუბარია არა მხოლოდ მრავალი საფულის გამოყენებაზე, არამედ სახსრების გადანაწილებაზე მრავალ პროექტსა და აქტივში. ვინაიდან ცენტრალიზებული ბირჟები გრძელვადიანი შენახვისთვის რეკომენდებული არ არის, ზოგიერთი ჯაჭვი კი შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს, უმჯობესია, სხვადასხვა ბლოკჩეინი გამოიყენოთ.

3. დაიცავით კიბერუსაფრთხოების წესები

ფიშინგური წერილები და ვებგვერდები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც იყენებენ თაღლითები, რათა მომხმარებლებმა კრიპტოვალუტა გააგზავნონ ყალბ მისამართზე, რომელსაც ყოველთვის როდი გააჩნია გატანის ფუნქცია. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა შეამოწმოთ ყველა ბმული, გამოიყენოთ VPN და ცენტრალიზებულ სერვისებზე ჩართოთ 2FA (ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია).

4. გააფორმეთ დაზღვევა

ახლა კრიპტოვალუტასთან რამდენიმე სადაზღვევო კომპანია მუშაობს. ამან შეიძლება ნამდვილად უზრუნველყოს დამატებითი დაცვა დანაკარგებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დარგი ახალია და სრულყოფილი პოლისები არ არსებობს. ლოკალურები კი ყველა ქვეყანაში არ მუშაობს, შეიძლება იყოს ძალიან ძვირი, ან ფარავდეს მხოლოდ გარკვეულ პროექტებს.

დასკვნა

სმარტ კონტრაქტები მართლაც მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ კრიპტოვალუტაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამიტომ, სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთობისას უსაფრთხოების გარკვეული წესები უნდა დაიცვათ და ამით სახსრების დაკარგვის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.