როგორ მოვახდინოთ ბლოკჩეინზე არჩევნების რეალიზება?

ფოტო - როგორ  მოვახდინოთ ბლოკჩეინზე არჩევნების რეალიზება?
ონლაინ არჩევნების ძირითადი სირთულე არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პროცესის, მისი ორგანიზების და ხმის მიცემის შედეგების საჯაროობა.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია კარგი ვარიანტია არჩევნების ჩასატარებლად თავისი სასარგებლო თვისებების გამო. ქსელში მონაცემები სრულიად საჯაროა და დაცულია გარე გავლენისგან. ხმის მიცემისას, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თვალყური ადევნოს პროცესის მიმდინარეობას და ტრანზაქციების გაყალბება შეუძლებელია, რადგან ნებისმიერი ცვლილება სამუდამოდ ხელმისაწვდომი იქნება სანახავად.

მაგრამ რეალურად, სამთავრობო უწყებებს შეექმნათ მთელი რიგი დაბრკოლებები, რომლებიც ხმის მიცემის პროცესში დანერგვისთვის ბლოკჩეინის სრულად გამოყენებას საშუალებას არ იძლევა:

მომხამრებელთა უნდობლობა

სამწუხაროდ, მრავალი მოქალაქე არ ენდობა ონლაინ ხმის მიცემის კონცეფციას. კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი ერკვევა იმაში, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი. ამიტომ, კრიპტოვალუტის ქსელზე დაფუძნებული არჩევნების იდეას კონსერვატიული საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

დაუცველობა და ანონიმურობა

ქვეყნის ყველა მცხოვრებს არ აქვს სმარტფონი, რომელიც აუცილებელია ონლაინ არჩევნებისთვის. ამავდროულად, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება საკმაოდ ძვირი დაჯდება ბლოკჩეინის სპეციალისტების შეზღუდული რაოდენობისა და სფეროს დაბალი მობილურობის გამო. MIT-ის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბლოკჩეინის არჩევნები არასანდოა ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის პრობლემებისა და თავად ქსელის კოდში შესაძლო შეცდომების გამო. ჰაკერები ხშირად სარგებლობენ ბაგებით სმარტ-კონტრაქტებში და ამ მომენტის სათანადოდ შეუფასებლობა არასწორია.

ტექნოლოგიური სირთულეები

ყველა ბლოკჩეინს არ შეუძლია გაუძლოს ქსელის დატვირთვას, რომელიც ერთდროულად ხდება ხმის მიცემის პროცესში. მაგალითად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. ანუ ხმის მიცემისთვის საჭიროა დიდი გამტარუნარიანობის მქონე ბლოკჩეინი, რათა ტრანზაქციები არ „დაეკიდოს“ და ქსელის მუშაობას პრობლემები არ შეექმნას.

კრიპტოვალუტის ინდუსტრიას ახლა უკვე შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. მაგალითად, Stellar-ს წამში 1500 ტრანზაქციის გატარება შეუძლია, Tron-ს - 2000, Ontology-ს - 5000, Solana-ს თეორიულად შეუძლია 50,000 ტრანსფერის ერთდროულად დამუშავება. DFinity-ის დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ ICP ქსელი, სრულად ამოქმედების შემდეგ ათჯერ აჯობებს თავის კონკურენტებს.

გარდა ამისა, მაშინაც კი, როდესაც ბლოკჩეინი გადატვირთულია, ტრანზაქციები ხვდება მემპულში და რიგრიგობით სრულდება.

ასევე კითხვებს იწვევს ის, თუ როგორი გამოჩნდება  ხმის მიცემის პროცესი შიგნიდან. არსებობს სმარტ-კონტრაქტების გამოყენების და სპეციალური ტოკენების შექმნის კონცეფცია, რომლებიც მომხმარებლისთვის ბიულეტენები იქნება. საარჩევნო პროცესი ამ შემთხვევაში ასე გამოიყურება:

  • თითოეული ამომრჩეველი შედის აპლიკაციაში, რომელიც ფაქტობრივად კრიპტოვალუტის საფულეა. ყველა მოქალაქეს აქვს ერთი ტოკენი, რომელიც ღილაკზე „ხმის მიცემა“ დაჭერისას იგზავნება შესაბამისი კანდიდატის მისამართზე;

  • კანდიდატების მისამართები საჯაროა და მონაწილეებს შეუძლიათ რეალურ დროში თვალყური ადევნონ არჩევნების მიმდინარეობას და ამომრჩეველთა რაოდენობას;

  • შედეგების შეჯამებისა და გამოქვეყნების შემდეგ სპეციალური სმარტ კონტრაქტი უგზავნის ტოკენებს მფლობელებს, რომლებიც მათ გამოყენებას მხოლოდ მომდევნო არჩევნებზე შეძლებენ.

ასეთი სისტემა საკმაოდ ადვილად გასაგებია, ხოლო ინტეგრაციის მთავარი სირთულე არის მომხმარებლებისთვის სოფტის შემუშავება. ასევე სასურველია ბლოკჩეინის შერჩევა  ტრანზაქციების დაბალი ღირებულებით, რათა არჩევნების ჩატარება ეკონომიკურად მიზანშეწონილი იყოს. საბედნიეროდ, ამ მხრივ კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში არანაირი პრობლემა არ არის.

ზოგადად, ბლოკჩეინი ძალზე პერსპექტიულად გამოიყურება ონლაინ-კენჭისყრის ინტეგრირებისთვის, ხოლო ტექნოლოგიური სირთულეების გადაჭრა და მოსახლეობის განათლება ამ საკითხზე არჩევნების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას და ტექნოლოგიების ხელახალი გამოყენების პლაცდარმის შექმნას ხელს შეუწყობს.