2022 წლის მეორე ნახევრის ტოპ-5 ყველაზე ხმაურიანი NFT გაყიდვა!

ფოტო - 2022 წლის მეორე ნახევრის ტოპ-5 ყველაზე ხმაურიანი NFT გაყიდვა!
NFT ბაზარზე შეგიძლიათ ნახოთ როგორც ნაკლებად ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ასევე შედევრები, რომლებიც შექმნილია მსოფლიოში ცნობილ მხატვრებთან და ბრენდებთან თანამშრომლობით. დღეს გვსურს შემოგთავაზოთ უახლესი ყველაზე რეზონანსული გაყიდვების ჩამონათვალი:
NFT-ების სამყარო მრავალმხრივი და არაპროგნოზირებადია. წარმატება ამ სფეროში დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სოციალურ ქსელებში განხილვას. ამას ადასტურებს ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი გაყიდვები.

NFT ბაზრის მნიშვნელოვან შეთავაზებებს შორის შეიძლება გამოვყოთ ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის, ენტონი ჰოპკინსის, საიუველირო კომპანია Tiffany & Co.-ს და 19 წლის დამწყები მხატვრის FEWOCiOUS-ის კოლექციები.

CryptoPunk #2924

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

იშვიათი NFT ლეგენდარული CryptoPunk კოლექციიდან 29 სექტემბერს გაიყიდა. მყიველმა  ანონიმურად დარჩენა ისურვა. ურთიერთშეუცვლელი ტოკენის ღირებულება 3300 ETH იყო, რაც გარიგების მომენტში 4,4 მილიონ დოლარს შეადგენდა.

კრიპტობაზარზე არსებულმა არასტაბილურმა მდგომარეობამ ხელი არ შეუშალა CryptoPunk #2924 გამხდარიყო კოლექციების ერთ-ერთი ლიდერი გასაყიდი ფასის მხრივ. Ethereum-ის ღირებულების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, აშშ დოლარის რეიტინგში კი მეათე.

NFT-სახლი აშშ-ში

NFT ფორმატში სახლის მფლობელი სამხრეთ კაროლინის მკვიდრი ადამ სლიპაკოფი გახდა. საცხოვრებლად სრულად მომზადებული ქონება, რომლის უფლებაც NFT-მ დაადასტურა, ოქტომბერში ინვესტორს $175,000 დაუჯდა.

უჩვეულო გარიგება პირველი იყო Roofstock onChain-ის ისტორიაში, რომელიც მუშაობს Web3 სფეროში. მანამდე სპეციალიზებული უძრავი ქონების სააგენტო NFT სახლებს არ ყიდდა.

ენტონი ჰოპკინსის NFT კოლექცია

წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

1000 NFT-ის კოლექციამ Eternal-მა  OpenSea-ს მარკეტპლეისზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ენტონი ჰოპკინსის მრავალწლიან შემოქმედებით კარიერასთან დაკავშირებული ყველა ტოკენი 13 ოქტომბერს სულ რაღაც ათ წუთში გაიყიდა!

თავდაპირველად კოლექციის ღირებულება  384 ETH იყო, რაც თითქმის 500 000 დოლარია.თავად ჰოპკინსმა ასეთ აუქციონს კიდევ ერთი მიღწევა უწოდა და ყველა მყიდველს მადლობა გადაუხადა.

NFTiffs by Tiffany & Co.

წყარო: nft.tiffany.com

წყარო: nft.tiffany.com

250 ორიგინალური NFTiff-ის საიუველირო ბრენდი წარმოადგინა Tiffany & Co. CryptoPunks-თან თანამშრომლობით. 22 წუთი საკმარისი იყო უნიკალური კულონების წინასწარი შეკვეთების სრულად დახურვისთვის.

ბრენდების ფანები, რომლებმაც აგვისტოში  შეზღუდული გამოშვების სამკაულები იყიდეს,  საფირმო NFT-ს Tiffany & Co-სგან და სამკაულებს იღებენ. კოლექციის თითოეული ელემენტის ღირებულება იყო 30 ETH (დაახლოებით $52,000 გაყიდვის დროს). მზა კულონებს ბრილიანტებით, რომლებიც ტოკენების ზუსტი ასლია, მფლობელები მომავალი წლის დასაწყისში მიიღებენ.

Bowie by FEWOCiOUS

Bowie on Blockchain კოლექციის შექმნაში, რომელიც  დევიდ ბოუის ეძღვნება, ცხრა მხატვარი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე უმცროსის, 19 წლის FEWOCiOUS-ის ნამუშევარი 3 ოქტომბერს 96,5 ETH-ად (127 000$) გაიყიდა.

ორიგინალური NFT-ის გმირი შვიდი ფუტის სიმაღლის სკულპტურა გახდა, რომელსაც ბოუის ერთ-ერთი საარქივო კოსტუმი ეცვა. ტოკენის გაყიდვიდან თანხები ჰუმანიტარულ ორგანიზაცია CARE-ს გადაეცემა.

Sidebar ad banner
Recommended