როგორ იყენებს ტრადიციული ფინანსები ციფრულ ვალუტას

icon ONE
icon FOR
ფოტო - როგორ იყენებს ტრადიციული ფინანსები ციფრულ ვალუტას
ციფრული ვალუტების გამოყენება კლასიკური საბანკო სისტემის მიერ: ყოფნა? არ ყოფნა? ერთი მხრივ, ძალიან გვინდა, ვიყოთ ტრენდში და ვითვლებოდეთ ნოვატორებად, მეორე მხრივ, ეს თავად საბანკო სისტემისთვის და მისი მომხმარებლებისთვისაც დიდი რისკებია.
2010-იანი წლების შუა პერიოდამდე ბანკები ციფრული ვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართ  მინიმალურ ინტერესს იჩენდნენ. თუმცა, 2017 წლის ბულრანის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტურმა ბაზარმა 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის  კაპიტალიზაციას მიაღწია, დათბობის ერა დაიწყო. ბიტკოინის წარმატების წყალობით, რომელიც წელიწადში $1000-დან თითქმის $20000-მდე გაიზარდა, სიტყვა "ბლოკჩეინი" ცნობისმოყვარეობისა და პატივისცემის გამომწვევი გახდა. იმ დროს გაჩნდა ახალი ტერმინის - ციფრული აქტივების ცნებაც. ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობას ამ ახალი ტრენდის დაჭერა  სურდა. თუმცა, მათ არ იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ეს.

2017 წლის განმავლობაში საერთაშორისო IT-კომპანიების დიდმა რაოდენობამ რეკორდული რაოდენობის პრეზენტაცია მოაწყო თემაზე "რა არის ბლოკჩეინი და რატომ არ შეუძლიათ ბანკებს ახლა მის გარეშე". თუმცა, საკრედიტო-ფინანსური ინსტიტუტების მმართველობის წევრები მონაცემთა დახურული ბაზის ნაცვლად საჯარო ბლოკჩეინის დანერგვაში ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავდნენ. მათ არ ესმოდათ, რატომ უნდა დახარჯონ ფული რაღაც ბლოკჩეინზე მისი უცვლელი მონაცემებით. მათ სჯეროდათ, რომ უფრო პერსპექტიული გადაწყვეტილება იყო მონაცემთა კონტროლირებადი ბაზა, რომლის კორექტირება IT დეპარტამენტს ყოველთვის შეეძლო, სულაც ეს კანონს ან მომხმარებელთა ინტერესებს რომ არღვევდეს.

ცენტრალური ბანკები უარყოფდნენ ოფიციალურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიტკოინი და სხვა ალტკოინები აშშ დოლარის ან კლასიკური ფიატური საბანკო სისტემის კონკურენტები არიან. თუმცა, ისინი არ მალავდნენ ინტერესს სტეიბლკოინების მიმართ. შემდეგ კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ CBDC-ის (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის) გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ "საშიში" სტეიბლკოინები და სხვა კრიპტოვალუტები ზედმეტ ყურადღებას იქცევს და დეპოზიტების ციფრულ აქტივებში გადინებას იწვევს.

ციფრული აქტივების გამოყენება ბანკების მიერ

2017 წლის შემდეგ ნამდვილი CBDC ცხელება დაიწყო. ცენტრალური ბანკის მმართველობის წარმომადგენლები ბაზარზე ვერ ხედავენ სხვა არსებით ტექნოლოგიას, რომელიც მათ ნოვატორების სავარძლების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. ისინი სათითაოდ აანონსებენ CBDC-ის დანერგვის გეგმებს, თუმცა ამაზე არც ბიზნესის მოთხოვნა არსებობს, არც ფიზიკური პირების სურვილი.

მაგრამ CBDC ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება და საბოლოოდ პანდემიად იქცევა. ჩნდება El Petro, e-Peso, ციფრული იუანი, E-გრივნა და სახელმწიფო ციფრული ვალუტების სხვა პროტოტიპები. გარკვეული ცენტრალური ბანკები, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე,  წლების განმავლობაში სწავლობენ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ემისიის მიზანშეწონილობას (აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და სხვები), საპილოტე დანერგვა ხორციელდება შვიდ ქვეყანაში (ჩინეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ავსტრალია და ა.შ.), რაც წლების განმავლობაში გაჭიანურდა. 11 ქვეყანა კი ნებაყოფლობით-სავალდებულო დანერგვაზე გადავიდა.

როგორც ბიზნესი, ისე ფიზიკური პირები, და მით უმეტეს, იურისტები, CBDC-ში მხოლოდ მოქალაქეთა დემოკრატიული თავისუფლებებისა და კონსტიტუციური უფლებების დარღვევას  ხედავენ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყოფას ტექნოლოგიაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, არავის სჭირდება, იურისტების ან საზოგადოების წევრების აზრს ყურადღებას ცოტა ადამიანი აქცევს.

თუ CBDC-ს სხვა კუთხით შევხედავთ, ბევრი საინტერესო რამის ნახვას შევძლებთ. ცენტრალური ბანკები ცდილობენ, დანერგონ სახელმწიფო ციფრული საფულეები (მოქალაქეებისთვის სავალდებულო), რომლებიც კონკურენციას სტეიბლკოინებს უწევენ. ეს მათ მისცემს საშუალებას, ახალი ფულის დაბეჭდვაზე ეკონომია გააკეთონ. CBDC-ის საერთო ბალანსზე რამდენიმე ციფრის მიხატვა ბევრად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე უსაფრთხოების ელემენტებით აღჭურვილ საღებავსა და ქაღალდზე ფულის დახარჯვა.

თუმცა, ამ მიდგომა ორი მხარე აქვს. როდესაც ცდილობ, არ დაარტყა მტერს, შეიძლება დაარტყა საკუთარ თავს. CBDC არის განაჩენი კომერციულ ბანკებისა და მთელი ფინანსურ-საბანკო სისტემისთვის. მოქალაქეების CBDC საფულეებისა და ყველა ტრანზაქციის  მონოპოლიური კონტროლით, ვერაფერი შეაჩერებს ცენტრალურ ბანკებს დაკრედიტების დანერგვისა და დეპოზიტების მოზიდვისგან. ისინი შეძლებენ თავიანთი მოგების გაზრდას კომერციული ბანკების მიერ მიღებული პროცენტებისა და საკომისიოების შემცირებით. ეს, ფაქტობრივად, მათი შემოსავლის ქურდობას იწვევს.

თუმცა, CBDC-ის გარდა, არსებობს სხვა ციფრული იმპლემენტაციის ერთეული მცდელობებიც. სინგაპურში United Overseas Bank Ltd.-მა, საპილოტე პროექტის ფარგლებში, პლატფორმა Marketnode-ზე 600 მილიონი სინგაპურული დოლარის ღირებულების ციფრული ბონდები განათავსა. ის უწყვეტ სამუშაო პროცესს სმარტ კონტრაქტების მეშვეობით უზრუნველყოფს. OCBC Bank-მა, ციფრულ ბირჟა MetaVerse Green Exchange-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა მწვანე ფინანსური პროდუქტები, რომლებიც ნახშირბადის ტოკენიზებულ კრედიტებს ეფუძნება.

ციფრული აქტივების ალტერნატიული გამოყენების მაგალითების სია ძალიან შეზღუდულია. თუმცა, CBDC პანდემია გავრცელებას აგრძელებს და, სამწუხაროდ, ცენტრალური ბანკების ტოპ მენეჯერებისთვის ყველაზე პრიორიტეტული ხდება.

რატომ არ უნდა დადონ ცენტრალურმა ბანკებმა ფსონი CBDC-ზე

დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტების (არა CBDC-ების) ლეგალიზაცია და დანერგვა გაზრდის კონკურენციას ფინანსურ-საბანკო დაწესებულებებს შორის, რომელშიც ყველა მოგებული დარჩება. საინვესტიციო ციფრული აქტივების ხაზის გაფართოება, რომლებიც  კონკურენციას უწევს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, ახალ მომხმარებლებს მოიზიდავს. ეს გამოიწვევს კონკურენციის გაძლიერებასა და ფინანსურ სექტორში ბლოკჩეინ ინოვაციების დანერგვას, ასევე მომხმარებელთა ბაზის გაზრდას. ამის ნათელი  მაგალითია ავსტრალიური ბანკი NAB, რომელმაც თავისი სტეიბლკოინი დანერგა, როდესაც ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან (RBA) სახელმწიფო CBDC-ის დანერგვის ლოდინით დაიღალა. 

უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო CBDC-ის შემოღებამ შეიძლება დაარღვიოს ტრადიციული ფინანსური წესებისა და კანონების სისტემა, ასევე საფრთხე შეუქმნას მთელი საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ, მარეგულირებლებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უფრო დეტალურად უნდა შეისწავლონ CBDC-ების პოტენციური რისკები და, შესაძლოა, გადახედონ ტრადიციული ფინანსების სფეროში მათი ინტეგრაციის შესაბამის სტრატეგიებს. ან, სულაც, მათ დანერგვაზე უარი თქვან!