Tron (TRX)-ის გენერალურმა დირექტორმა და Huobi-ის აქციონერმა ჯასტინ სანმა ლი ლინის ბირჟის დამფუძნებელს, კი ვეის სერიოზული ბრალდებები წაუყენა. სანი ირწმუნება, რომ ვეიმ ნატიური ტოკენი, Huobi (HT) უფასოდ „შეიძინა“, ხოლო მოგვიანებით ის საკმაოდ კარგ ფასად გაყიდა.
სანი ასევე ირწმუნება, რომ ლი ვეიმ ტოკენის პირველადი დისტრიბუციის დროს HT-ის მილიონობით ტოკენი უფასოდ მიიღო. გასული კვირის განმავლობაში მისი ფასი 43%-ით დაეცა, მაგრამ ამ ბრალდების გახმაურების შემდეგ მცირეოდენი აღდგენა შეინიშნება - 3,16%.-ის ოდენობით.
სანის აზრით, ვეი თავის HT ტოკენებს სისტემატურად ჰყიდდა, რამაც ფულადი სახსრების მნიშვნელოვანი გადინება გამოიწვია. სანი ირწმუნება, რომ HT DAO-ს კომიტეტი ამჟამად შექმნილი სიტუაციის მოგვარებას აქტიურად ცდილობს და ის ვეითან ფულადი სახსრების დაბრუნების საკითხის განხილვას გეგმავს, ასევე მისი დარჩენილი HT-ტოკენების დაწვას აპირებს.
სანს მიაჩნია, რომ ვეის HT საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია. TRON-ის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია იმათი დაჯილდოება, ვისაც HT DAO-ს ზრდაში და განვითარებაში ჭეშმარიტი წვლილი შეაქვს.
ამჟამად HT 2,80 დოლარი ღირს 450 მლნ. დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის პირობებში. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მაისში მან ისტორიულ მაქსიმუმს, 33,28 დოლარს მიაღწია.