Hydra Head: პირველი ნაბიჯი Cardano-ს გლობალური მასშტაბირებისკენ?

ფოტო - Hydra Head: პირველი ნაბიჯი Cardano-ს გლობალური მასშტაბირებისკენ?
Cardano-ს დეველოპერებმა განაცხადეს ძირითად ქსელში პროტოკოლ Hydra Head-ის პირველი ვერსიის ამოქმედების შესახებ. ის Hydra-ს L2 გადაწყვეტილების ნაწილია, რომელიც მასშტაბირების, გამტარუნარიანობისა და ტრანზაქციის სიჩქარის გაუმჯობესებაზეა მიმართული.

რა არის Hydra Head

თავად პროტოკოლი მოიცავს Cardano-ს ინტეგრირებულ რეესტრს და "ჰიდრას თავების" შექმნის საშუალებას იძლევა, რომლებიც მრავალი ერთრანგიანი კვანძებისგან შედგება და მათ შორის კავშირს უზრუნველყოფს. არსებითად, ეს არის იზოლირებული მინი რეესტრი ქსელის მიღმა მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობისთვის ერთსულოვანი კონსენსუსით (ყველა უნდა დაეთანხმოს ტრანზაქციას).

"ჰიდრას თავთან" ურთიერთქმედებისას მომხმარებლებს შეუძლიათ ჩადონ მასში სახსრები, სმარტ კონტრაქტი კი მათი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. თუმცა, თუ ერთ-ერთი მონაწილე მის დახურვას გადაწყვეტს, მაშინ ყველა აქტივი მფლობელებს დაუბრუნდება. დეველოპერები თვლიან, რომ ასეთი მიდგომა თაღლითობის ალბათობას ანეიტრალებს.

როგორ შეიძლება "ჰიდრას თავების" გამოყენება

ყველაზე მეტად ისინი მცირე და დახურულ საზოგადოებებს გამოადგება, რომლებსაც თავიანთი სისტემის შიგნით ბევრი ტრანზაქციის დამუშავება სჭირდებათ. მაგალითად, საფინანსო ორგანიზაციებს შორის კერძო ქსელის, ან კერძო აუქციონის ფორმირებისთვის. უფრო გლობალურ ვარიანტებში, "ჰიდრას თავს“ შეეძლება კავშირის ჩამოყალიბება არაკასტოდიალური საფულეების მომწოდებლებს შორის, რისთვისაც ის მომხმარებლებს ერთ ქსელში გააერთიანებს და მათ შორის მყისიერ და იაფ გადახდებს უზრუნველყოფს. მაგრამ, ასეთი გადაწყვეტილებები დეველოპერებს შორის სერიოზულ თანამშრომლობას მოითხოვს.

რატომ არ ჰქონდა ADA-ს ფასს არანაირი რეაქცია?

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი "ჰიდრას თავია" ამოქმედებული. ვინაიდან არაკეთილსინდისიერ მონაწილეებს, მნიშვნელოვანი ტრანზაქციების დაბლოკვის მიზნით, შეუძლიათ ისარგებლონ კონსენსუსის ხარვეზით, ის მხოლოდ ადამიანთა სანდო ჯგუფისთვის მუშაობს. გარდა ამისა, მას აქვს მასშტაბირების შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ დროის ჩარჩოები არ არსებობს. ამიტომ, ამ განახლებას  ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნია, თუმცა ეს კარგი დასაწყისია მომავალი გაუმჯობესებისთვის.

ამის შესახებ ასევე საუბრობს Hydra-ს წამყვანი ინჟინერ-პროგრამისტი სებასტიან ნაგელი. მან აღნიშნა, რომ პროდუქტის გაუმჯობესებისთვის წინ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, კერძოდ: პროტოკოლის შესაძლებლობების გაფართოება და მოთხოვნის რეალიზაცია გამოყენების სხვადასხვა ვარიანტებისთვის. ნაგელი ასევე გამოეხმაურა ჭორებს Cardano-ს ძირითად ქსელში ჰარდფორკის შესახებ:
Hydra არ არის ქსელის განახლება, ამიტომ აქ ჰარდფორკი არ არის. არაფერია ისეთი, რასაც მთელი ქსელი დაელოდებოდა – უბრალოდ ვაწკაპუნებთ გადამრთველს და ყველაფერი სწრაფად ხდება