Instablogger-ი ფულს Ponzi-ს სქემით და კრიპტოსკამერობით შოულობდა

ფოტო - Instablogger-ი ფულს  Ponzi-ს სქემით და კრიპტოსკამერობით შოულობდა
ცნობილი ინსტაინფლუენსერი ჯეი მაზინი თაღლითი აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლის ნამდვილი სახელიც ჯებარა იგბარაა, აღიარა, რომ ორგანიზებული ჰქონდა თაღლითური სქემები და უკანონოდ მიითვისა 8 მილიონ დოლარზე მეტი.
ინფლუენსერმა აღიარა ციფრული აქტივების თაღლითობა და ფულის გათეთრება. ამის შესახებ ნიუ-იორკის აღმოსავლეთ  ოლქის  პროკურატურამ განაცხადა. იგბარამ  მუსლიმურ-ამერიკულ საზოგადოებაზე მიმართულ დანაშაულებრივ სქემებში მონაწილეობა ოფიციალურად დაადასტურა.

ახალგაზრდა მამაკაცი  Instagram-ის ვარსკვლავი გახდა  ჯეი მაზინის ფსევდონიმით. მას ცნობადობა მოუტანა ვიდეო-რგოლებმა, რომლებშიც ის სუპერმარკეტებსა და სწრაფი კვების რესტორნებში გამვლელებს დიდ თანხებს ურიგებს. ერთ-ერთ მათგანში რეპერი 50 Cent-ც  კი  შენიშნეს.

თუმცა, სხვებისადმი სიყვარულის სპონტანური გამოვლინებები სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა თაღლითობისგან, საზოგადოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების გადატანის მცდელობა. იგბარამ   მოახერხა  გადახურული სქემების ორგანიზება, რომელთა მონაწილეებმა მილიონობით დოლარი დაკარგეს.

ამჟამად პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს FBI-სა და შინაგანი შემოსავლების სამსახურთან (IRS-CI) დამნაშავესა და მისი თანამზრახველების პასუხისგებაში  მიცემის მიზნით.  აშშ-ის პროკურორმა აღმოსავლეთ ოლქში, ბრეონ პისმა 2 ნოემბერს განაცხადა:

„დღევანდელ განცხადებაში ბრალდებულმა აღიარა, რომ გამოიყენა თავისი ინსტაგრამის პოპულარობა გულუბრყვილო ინვესტორების მოსანადირებლად  და მათი მძიმე შრომით გამომუშავებული ფულიდან  მინიმუმ 8 მილიონი დოლარის მოსაპარად“.

27 წლის ჯებარა იგბარა მონაწილეობდა თაღლითურ სქემებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ნიუ-იორკში მუსლიმ-ამერიკული თემის წევრების სახსრების  მითვისებას. ისინი გადასცემდნენ   მას  პირად  სახსრებს სხვადასხვა მიზნებისთვის - აქციებში ინვესტირებისთვის, COVID-19-ის წინააღმდეგ  პერსონალური დამცავი საშუალებების შესაძენად და ელექტრონიკის გადაყიდვისთვის.

სოციალურ ქსელებში წარმოდგენილი იმიჯით მოხიბლული,

ნდობით აღსავსე ინვესტორები,  სინამდვილეში  პონცის მრავალმილიონიან  სქემაში ერთვებოდნენ.  იგბარამ აღიარა, რომ თითქმის ყველა თანხა აზარტულ თამაშებსა და პირად ხარჯებზე გაფლანგა.  სქემის შემდგომი ფუნქციონირებისთვის და ინვესტორებისთვის მოგების დარიცხვის მიზნით, თაღლითს მოუწია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული მეორე სქემის ორგანიზება.

თავის პროფილებში იგბარა მოუწოდებდა მიმდევრებს მოუწოდებდა, რომ გაეყიდათ Bitcoin -ი ბაზარზე მაღალ ფასად. ის იღებდა კრიპტოვალუტას მომხმარებლებისგან და უგზავნიდა მათ ყალბ გადახდის ქვითრებს. რა თქმა უნდა, არცერთი გადარიცხვა მის  მიერ არ გაგზავნილა.

თაღლითს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებაში ჩართულმა IRS-CI სპეციალურმა აგენტმა ტომას ფატტურუსომ ინვესტორებს სიფხიზლისკენ მოუწოდა:
ეს მრავალმილიონიანი საქმე არის შეხსენება ყველასთვის, ვინც ინვესტირებაზე ფიქრობს: იყავით სკეპტიკურად განწყობილი ნებისმიერი ინვესტიციის მიმართ, რომელიც სიცოცხლეზე მეტს გპირდებათ. რადგან თუ ეს ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, ალბათ ასეც არის.