NFT ბაზარი სწრაფად ზრდას განაგრძობს

ფოტო - NFT ბაზარი  სწრაფად ზრდას განაგრძობს
მრავალი არსებული პრობლემის მიუხედავად, NFT ბაზარი აგრძელებს საინვესტიციო მიმზიდველობის დემონსტრირებას. ანალიტიკური დასკვნები.
მედია განაგრძობს სათაურებით გახარებას, NFT კი დღითი დღე ადასტურებს კრიპტო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტოკენის  სტატუსს.

DappRadar-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში NFT ტრეიდერების რაოდენობა  18%-ით გაიზარდა და 1,11 მილიონს მიაღწია.
წყარო: DappRadar

წყარო: DappRadar

ის ფაქტიც კი, რომ სექტემბერთან შედარებით არაურთიერთცვლადი  ტოკენებით ვაჭრობის მოცულობა 30%-ით შემცირდა და 662 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (მოხსენების ავტორების მიერ წელს დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი), არ უშლის ხელს NFT ბაზრის სწრაფ ზრდას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაყიდვების რაოდენობაც წინა თვესთან შედარებით 30%-ით შემცირდა.
წყარო: DappRadar

წყარო: DappRadar

NFT–ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაზარალებული კრიპტოვალუტა არის Ethereum, რომელიც ამ დრომდე  კლების ტენდენციაშია. ამ თვეში, NFT–ვაჭრობის მოცულობა ამ ბლოკჩეინზე  21%-ით შემცირდა და 324 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივნისის შემდეგ.

Solana–ზე დაფუძნებული NFT–გაყიდვების მოცულობაც შემცირდა 49%-ით, მაჩვენებელი კვლავ აგვისტოსა და ივლისის დონეს დაუბრუნდა.

თუმცა პოლიგონი განსხვავებულ დინამიკას აჩვენებს. NFT ვაჭრობის მოცულობა ამ თვეში 770%-ზე მეტით გაიზარდა და 10 მილიონი დოლარი შეადგინა. ავტორების აზრით, ეს ზრდა დიდწილად  Reddit-ზე NFT კოლექციების წარმატებითაა განპირობებული.

ცალკე, აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთმა კრიპტოვალუტამ, კერძოდ Theta–მ, ვაჭრობის მოცულობა 55%-ით გაზარდა  და მიაღწია 9,9 მილიონ დოლარს. სავარაუდოდ, ამ ზრდის კატალიზატორი  უნიკალური NFT კოლექციის გამოშვება იყო , რომელიც  ბოლივუდის ხატს  ამიტაბჰ ბაჩანს ეძღვნებოდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ  მისი 80 წლის იუბილე აღნიშნა.

ყველაზე პოპულარულ  NFT–ებს შორის არიან Cryptopunks, Bored Ape Yacht Club, Meebits, Mutant Ape Yacht Club, Kennel Club Yacht Club и Otherside.

OpenSea მონოპოლისტი აღარაა

ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლასთან ერთად,  სხვადასხვა NFT–ს სავაჭრო პლატფორმებს შორის კონკურენცია შესამჩნევად იზრდება.

Blur, ახალი NFT პლატფორმა, რომელიც Ethereum ბლოკჩეინზეა დაფუძნებულია, ამ თვეში ამოქმედდა რამდენიმე ცნობილი ინვესტორის, მათ შორის ვენჩურული კომპანიის Paradigm მხარდაჭერით.

აღნიშნული პლატფორმა არ ითხოვს არანაირ სავაჭრო მოსაკრებელს და  ე.წ. პროფესიონალ NFT–ტრეიდერებზეა ორიენტირებული. ის სთავაზობს ინსტრუმენტებს „იატაკის დაგვისთვის“ (ჟარგონი,რომელიც  კოლექციაში ყველაზე იაფი NFT-ების დიდი რაოდენობით შეძენას გულისხმობს) რამდენიმე სავაჭრო პლატფორმაზე, სნაიპინგისა და პორტფელის ანალიტიკისთვის.

Blur ერთ–ერთია OpenSea-ს მრავალი კონკურენტიდან, რომლებმაც   ბაზრის თავისი წილი ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად  გაზარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ OpenSea აგრძელებს ბაზრის ლიდერობას მომხმარებელთა რაოდენობისა და ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, სხვა ბირჟები ნელ–ნელა  ეწევიან.  მისი დომინირება აგვისტოსთან შედარებით 8,3%-ით შემცირდა, ხოლო არაურთიერთცვლადი ტოკენების  ვაჭრობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით  12,1%-ით შემცირდა ($313  მილიონი), (2021 წლის ივლისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი სავაჭრო მოცულობა).

სხვა ბირჟებმა, როგორიცაა X2Y2 და Magic Eden, 2022 წლიდან ასევე გაზარდეს ბაზრის თავისი წილი.

აგვისტოსთან შედარებით X2Y2-ის ბაზრის წილი  8,4%-ით გაიზარდა, მიუხედავად NFT თვიური ვაჭრობის მოცულობის 38,82%-ით შემცირებისა ($181 მილიონი).

იმავდროულად, NFT–პლატფორმამ Magic Eden  თავისი დომინირება 2.3%-ით გაზარდა აგვისტოსთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით  52.07%-ით შემცირდა  ($61 მილიონი).

მანამდე Gagarin News უკვე  აანალიზებდა  კრიპტოვალუტის ბაზარზე  კლების მიზეზებს.


Sidebar ad banner
Recommended