IOSCO-ს რეკომენდაციები: კრიპტობირჟებს შეიძლება ეწყინოს?

icon FOR
ფოტო - IOSCO-ს რეკომენდაციები: კრიპტობირჟებს შეიძლება ეწყინოს?
ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOSCO) გამოაქვეყნა ანგარიში რეკომენდაციებით, რომელიც სამთავრობო უწყებებს კრიპტოაქტივების რეგულირების სფეროში სტანდარტების დადგენაში უნდა დაეხმაროს.
ამავე დროს, IOSCO ხაზს უსვამს, რომ ის არა  წესების სავალდებულო ნაკრების, არამედ რისკის შემცირების უნივერსალური მიდგომის შემუშავებას ცდილობს. ამიტომ, როგორც პირველი და ზოგადი რეკომენდაცია, ორგანიზაცია გვირჩევს, რომ ზოგიერთი სფერო არსებული კანონების დახმარებით დარეგულირდეს, დანარჩენისთვის კი უფრო დეტალური წინადადებებია შემუშავებული, რომლებიც ცალკეულ კატეგორიებად არის დაყოფილი.

ინტერესეთა კონფლიქტები

ძალზე ხშირად, კრიპტოაქტივების სერვისის პროვაიდერები (CASP) ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ (სპოტ-ვაჭრობა, სტეიკინგი, დაკრედიტება, ფიუჩერსები). ამიტომ, მათ უნდა ჰქონდეთ ეფექტიანი მართვის მექანიზმები, რათა კომპანიის სერვისებს შორის  ინტერესთა კონფლიქტი თავიდან აიცილონ. ცალკეულ შემთხვევებში კი საჭირო იქნება ორგანიზაციის ცალკეულ პროექტებად დაყოფა თითოეული მათგანის საქმიანობის დეტალური და არატექნიკური აღწერით.

ორდერების დამუშავება

ბევრს მიაჩნია, რომ CASP  სტაბილურ სავაჭრო სისტემებს იყენებს, რომლებიც ორდერების სწრაფ და ზუსტ შესრულებას უზრუნველყოფს. მაგრამ, ფაქტობრივად  მძიმე დატვირთვის შეთხვევაში, ისინი ხშირად პრობლემებს განიცდიან, ფინანსებში კი ეს მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მარეგულირებლებმა და მომწოდებლებმა  სავაჭრო მექანიზმები და ტრეიდერებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა გააუმჯობესონ (მოთხოვნის და მიწოდების ფასები, ბაზრის სიღრმე და ა.შ.), როგორც ეს  ტრადიციულ ბაზრებზე ხდება.

ლისტინგი და პირველადი ბაზარი

ყველა CASP-ს მოეთხოვება გაამჟღავნოს გარკვეული სისტემების სტანდარტები, როგორიცაა ლისტინგისა და დელისტინგის პროცედურა, რადგანაც ეს ინფორმაცია დიდი ხანია აჩენს კითხვებს არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ მარეგულირებლების მხრიდანაც. ის უნდა შეიცავდეს  ციფრული აქტივების დეტალურ შეფასებას, ვაჭრობის ისტორიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გუნდის შესახებ დეტალურ მონაცემებს და მრავალ სხვა რამეს, ემიტენტის შესახებ მონაცემების ჩათვლით, თუმცა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ეს მოთხოვნა დიდი ხნის წინ გააკრიტიკეს. ეს განსაკუთრებით ეხება პლატფორმის საკუთარ  ტოკენებს, რადგანაც ამ შემთხვევაში კიდევ ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება.

ბრძოლა თაღლითობასთან

მარეგულირებლებმა უფრო მკაცრად უნდა უპასუხონ საბაზრო დანაშაულს (თაღლითობა, მანიპულირება, ინსაიდერული ვაჭრობა, ყალბი შეტყობინებები),  ფართო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობის მიუხედავად, რადგანაც კრიპტოვალუტის ბაზარი გადატვირთულია ამ პრობლემებით. ხოლო თაღლითური ქმედებების პრევენციის მექანიზმი (მონიტორინგი გარიგებებზე, ოპერატიული ზომების მიღება) და არასაჯარო ინფორმაციის მართვა (ლისტინგი, დელისტინგი, კლიენტების ორდერები) თითოეულ CASP-ს უნდა გააჩნდეს, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული წვდომით.

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა

ფართო შესაძლებლობების წყალობით, კრიპტოვალუტები მთელ მსოფლიოში გამოიყენება  და ზოგიერთი CASP გვთავაზობს მომსახურებას, როდესაც თვითონ  ოფშორულ ზონებში იმყოფება, ან სულაც უარს ამბობს კონკრეტულ ადგილას კომპანიის რეგისტრაციაზე. ეს სახელმწიფო ორგანოებს სირთულეებს უქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გაცვლა ციფრული აქტივების ან მომწოდებლების საქმიანობის თაობაზე იურისდიქციის მიუხედავად უნდა ხორციელდებოდეს.

სახსრების შენახვა

ეს საკითხი ყველაზე ხშირად განიხილება ზოგიერთი კრიპტოსავალუტო  კომპანიის გაკოტრების შემდეგ. ამიტომ, IOSCO მკაცრი რეგულაციების შემოღებას მოითხოვს, რომელიც ავალდებულებს მარეგულირებლებს დააკვირდნენ სახსრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხოლო მომწოდებლებს დაიცვან დეპოზიტების შენახვის წესები, მათ შორის აქტუალური ჩანაწერები თითოეული მომხმარებლის ანგარიშზე.

ზოგჯერ აქტივების შენახვა შეიძლება გადაეცეს კვალიფიციურ მესამე პირებს ან ისინი უნდა გამოიყოს კორპორატიული ფონდებისგან, რაც მათ არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ იურიდიულ დაცვას უზრუნველყოფს. ხოლო კლიენტებს უნდა მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია აქტივების შენახვის ან გამოყენების შესახებ (სახსრების განთავსების პირობები, სანდო მხარის არსებობა, შესაძლო რისკები და ა.შ.).

და, რა თქმა უნდა, ყველა ფინანსურმა და ტექნიკურმა სისტემამ, რომელიც დეპოზიტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, საჯარო და რეგულარული აუდიტი უნდა გაიაროს. მასში შედის  კიბერუსაფრთხოება, ფარული გასაღების კონტროლი, ცხელი/ცივი საფულეების კომბინაციები და გაუთვალისწინებელი სიტუაციების კომპენსაციის პროცედურები.

სხვა რისკები

სხვა შესაძლო ოპერაციული და ტექნიკური პრობლემების არსებობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კრიპტოაქტივებს შორის (ფორკები, ხიდები, სმარტ-კონტრაქტები), CASP-ებს მოეთხოვებათ დაუყოვნებლივ აცნობონ კლიენტებს არსებული რისკების შესახებ და, ზოგადად, უზრუნველყონ საკმარისი სისტემური მდგრადობა ზიანის მინიმიზაციისთვის.

საცალო ვაჭრობა

ყველა ზემოაღნიშნული რეკომენდაცია (IOSCO-ს სტანდარტები) უპირველეს ყოვლისა უნდა გახდეს ძირითადი რეგულატორებისა და მომწოდებლებისთვის საცალო კლიენტებთან (ახალი და არსებული) ურთიერთობისას. ეს გამოწვეულია იმით, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებელთა დიდ რაოდენობას არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეტი დაცვა სჭირდებათ.

დასკვნა

უნდა ვაღიარით, რომ რეკომენდაციების უმეტესობა მისაღებია ნორმალური ბაზრის შესაქმნელად, მაგრამ კრიპტობირჟებისთვის უამრავ სირთულეს ქმნის. დანარჩენი კი (მაგალითად, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ან ემიტენტის შესახებ მონაცემების შეგროვება) შეიძლება რთული განსახორციელებელი იყოს. და მიუხედავად იმისა, რომ IOSCO-მ ამ მოხსენებას საკონსულტაციო უწოდა, მას მიაჩნია, რომ საბოლოო ვერსია შეიძლება  კრიპტოაქტივების რეგულირების გლობალური წესების საფუძველი გახდეს. ამიტომ, თუ ორგანიზაცია ნამდვილად ინდუსტრიის განვითარებისკენ მიისწრაფვის, მან მეტი დრო უნდა დაუთმოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს საეჭვო წინადადებების კორექტირების მიზნით.