გლობალური ინფლაცია: არის თუ არა ხსნა კრიპტოვალუტაში

icon ONE
icon MULTI
icon FOR
ფოტო - გლობალური ინფლაცია: არის თუ არა ხსნა კრიპტოვალუტაში
2022 წლის მანძილზე გლობალური ინფლაციის დონემ მრავალწლიან მაქსიმუმებს მიაღწია. ინფლაციური შოკის პირობებში, ერთ-ერთ ყველაზე საიმედო აქტივად კრიპტოვალუტა რჩება. ამასთან, ინვესტორებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან კრიპტოვალუტები, გარკვეულწილად, სიღარიბისგან ხსნა არის.
2022 წლის მანძილზე მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ინფლაციის დონემ მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწია. COVID-19-ის პანდემიის შედეგებმა და ომმა უკრაინაში გლობალური ეკონომიკის შენელება გამოიწვია. შედეგად ენერგიასა და საკვებზე ფასები ავარდა. ასე, გაეროს მონაცემებით, გასული წლის შედეგი იქნება გლობალური ინფლაცია 8,8%-ის დონეზე. უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ანდრეი პიშნი პროგნოზირებს, რომ 2022 წელს უკრაინაში სამომხმარებლო ფასები 30%-ით გაიზრდება. ამასთან, რეალური ხელფასები მსოფლიოში 12 წლის განმავლობაში, 2008 წლის ეკონომიკური კატასტროფის შემდეგ, პირველად დაეცა.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ ბიტკოინის გაჩენის მიზეზი იყო სატოში ნაკამოტოს სურვილი, მომავალი კრიპტოსაზოგადოება 2007-2008 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებისგან დაეცვა. ვალუტების დაცემა, უდიდესი საინვესტიციო ბანკების კრახი, სამრეწველო წარმოების შეჩერება, მასობრივი უმუშევრობა, სამომხმარებლო მოთხოვნის ვარდნა... ყველა ამ ფაქტორმა უბიძგა  ფინანსური სისტემის შექმნისკენ, რომელიც გაკოტრებული მთავრობების კონტროლის მიღმა იქნებოდა. ბიტკოინი მის საფუძვლად მისი მთავარი მახასიათებლის - დეფლაციური ხასიათის გამო იქცა.

რატომ იცავს ბიტკოინი ინფლაციისგან?

ბიტკოინის ზღვრული  ემისია  კრიპტოგრაფიულად 21 მილიონი BTC-ის დონეზეა დაფიქსირებული. ბიტკოინების "დამატებითი მაინინგის" საშუალება არც ფედერალური რეზერვის სისტემას, არც ცენტრალურ ბანკებს აქვთ, რასაც სხვა ვალუტებზე ვერ ვიტყვით. დღეს ხელისუფლება ფიატს ბეჭდავს ისეთი ტემპით, რომელიც ზოგჯერ გონივრულ ფარგლებს სცდება. ამავდროულად, ბიტკოინის ინფლაციის მაჩვენებელი სრულად კონტროლირებადი რჩება. წელიწადში ის დაახლოებით 1,8%-ს შეადგენს, 4 წელიწადში ერთხელ კი გეგმიურად ნახევრდება. ამრიგად, ფიატის ინფლაციის მთავარი ფაქტორი - ფულის მასის მუდმივი ზრდა - კრიპტოვალუტის შემთხვევაში გამორიცხულია.
ბიტკოინის ინფლაცია 2009 წლიდან. წყარო:  bitcoinblockhalf.com

ბიტკოინის ინფლაცია 2009 წლიდან. წყარო: bitcoinblockhalf.com

გარდა ამისა, თავისი ისტორიის მანძილზე ბიტკოინმა წარმატებით გადაიტანა ორი დრამატული დაცემა - 2014 და 2018 წლებში (86% და 84%-ით შესაბამისად). თითოეული მათგანი სწრაფი ზრდის პერიოდით შეიცვალა. ამიტომ, სავსებით მოსალოდნელია, რომ 2022 წელს დაფიქსირებული 75%-იანი კლება კრიპტოვალუტის პოზიციების გაძლიერებით შეიცვალოს. ჯამში, BTC გრძელვადიანი ფასების ტრენდი აღმავლად რჩება. ეს კიდევ ერთი არგუმენტია ბიტკოინის, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტის სასარგებლოდ.

BTC გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ხდება: შედეგები

მრავალი წლის განმავლობაში, საბირჟო ანალიტიკოსები ვერ ხედავდნენ რაიმე კავშირს ბიტკოინსა და Standard and Poor's 500-ის ინდექსს, ან NASDAQ-ის ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსს შორის. თუმცა, გასულ წელს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა:

  1. კორელაცია BTC-ს რყევებსა და საფონდო ბირჟის შესუსტებას შორის აშკარა გახდა. ახლა, Goldman Sachs-ის შეფასებით, ბიტკოინი ძირითადად ივაჭრება, როგორც მაღალი რისკის მქონე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების აქციები. 
  2. ხარული ბაზრის დროს, ასეთი ტექნოლოგიური კომპანიების ქაღალდები საბაზროზე უფრო მაღალი მოგების მქონე, ძალიან მიმზიდველ ინვესტიციებად ითვლება. თუმცა, დათვური ბაზარი აიძულებს ინვესტორებს, თავშესაფარი ეძებონ ნაკლებად სარისკო აქტივებში, მაგალითად "ლურჯი ჩიპის" აქციებში.

კრიპტოვალუტის გლობალურ ფინანსურ სისტემასთან ასეთი "შერწყმა" სატოშის მიერ ჩაფიქრებული ნაკლებად იყო. ეს პროცესები შეიძლება, კრიპტობაზრის მისი განვითარების მორიგ ეტაპზე გადასვლას ნიშნავდეს. მაგრამ, არ უარვყოფთ, რომ  გაჭიანურებულმა დათვურმა ტრენდმა ზოგიერთი ინვესტორის მხრიდან კრიპტოვალუტის დეფლაციური შესაძლებლობების  რწმენა მნიშვნელოვნად შეასუსტა.

როგორ იცავს კრიპტოვალუტა განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლებს ინფლაციისგან

როგორც Kaiko Research-ის ბოლო ანგარიშშია აღნიშნული, დღეს დასავლელი ინვესტორები კრიპტოვალუტას ფინანსური დამოუკიდებლობის, სიმდიდრის შენარჩუნებისა და გაზრდის ერთ-ერთ გზად აღიქვამენ. მასში ხსნას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ ეძებენ.
 
კრიპტოვალუტის როლი განვითარებად ეკონომიკებში სრულიად განსხვავებულია. ინფლაცია დანაზოგებს ადგილობრივ ვალუტაში უბრალოდ ანადგურებს. ეს ფაქტორი USD-სთან მიბმულ სტეიბლკოინებზე დიდ მოთხოვნას აჩენს. მაგალითად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბრაზილიური რეალი დოლართან მიმართებაში 200%-ზე მეტით გაუფასურდა. ამასთან, მთავრობა კაპიტალს უცხოურ ვალუტაში მკაცრად აკონტროლებს: მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ ადგილობრივი ფულის შენახვის უფლება აქვთ. ამრიგად, ბრაზილიელების დანაზოგი რეალში ნულზე გამრავლებული აღმოჩნდა. შედეგი არის ის, რომ BRL წყვილებში სავაჭრო მოცულობის 50% ახლა სტეიბლკოინებზე მოდის.

მსგავსი ვითარება, Kaiko-ს მონაცემებით, თურქეთსა და მექსიკაში შეინიშნება. ამ ქვეყნებში სტეიბლკოინები მოსახლეობის ცხოვრების დონეს მართლაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ასევე თვალსაჩინოა ვენესუელის გამოცდილებაც, სადაც ტოტალური უმუშევრობის ფონზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა იმ ქაღალდის ღირებულებამდე, რომელზედაც ის იბეჭდება. პასუხად, ვენესუელელთა არანაკლებ 20%-ისა კრიპტოვალუტის მაინინგის ბაზრის მონაწილე გახდა. კრიპტოვალუტის არასტაბილურობა, ვენესუელური ბოლივარის გაუფასურების მაჩვენებელთან შედარებით, არაფერია. 

ამრიგად, ინფლაციური შოკის პირობებში, კრიპტოვალუტა ინვესტორების უზარმაზარი რაოდენობისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო აქტივად რჩება. მათ ნაწილს საინვესტიციო პორტფელის დაბალანსება სურთ და ბიტკოინებს თავის ტრადიციულ აქტივებს უმატებენ. ზოგიერთი ინვესტორი მიდის დასკვნამდე, რომ ბიტკოინი უფრო შესაფერისია არა ვაჭრობისთვის, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. სხვები კი, პირიქით, ხარული ტრენდის სწრაფ დაწყებას პროგნოზირებენ და ახალ რეკორდებს ელიან.