კრიპტო შეიძლება გახდეს რეგიონული ვალუტა აფრიკელებისთვის

ფოტო - კრიპტო შეიძლება გახდეს რეგიონული ვალუტა აფრიკელებისთვის
თანამედროვე გაჯეტებისა და ზედმეტი ფულის ნაკლებობის მიუხედავად, აფრიკელ კრიპტელებს სტეიბლკოინებითა და ბიტკოინებით ვაჭრობის დიდი სურვილი გააჩნიათ, რასაც წარმატებით ახორციელებენ კიდეც.

კრიპტოსექტორის განვითარების წინაპირობები აფრიკაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, აფრიკის მოსახლეობა 2050 წლისთვის ახლანდელი 1,3 მილიარდიდან 2,6 მილიარდამდე გაორმაგდება. მოდით, ამ ციფრებს სხვა კუთხით შევხედოთ. 2050 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მესამე ახალგაზრდა (15-დან 35 წლამდე) შეიძლება აფრიკელი იყოს. ორ წელიწადში კი ყოველი მეექვსე ინტერნეტ მომხმარებელი მსოფლიო ქსელში აფრიკის კონტინენტის ტერიტორიიდან იქნება შესული.

ამასთან, მსოფლიო ბანკის მტკიცებით, აფრიკელების დაახლოებით 57% ოფიციალურ ფინანსურ მომსახურებას ვერ იღებს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, გახსნან საბანკო ანგარიში, საკრედიტო ხაზი, ან დეპოზიტი. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ წვდომა ინტერნეტზე, მაგრამ არა ბანკებზე, ადრე თუ გვიან, კრიპტოს შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.

აფრიკა - კრიპტოინდუსტრიის მძინარე გოლიათი

ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს აფრიკის ეკონომიკაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლიათ. კრიპტოვალუტის მეშვეობით შესაძლებელია ერთრანგიანი გადახდებისა და ფულის გადარიცხვის განხორციელება. ციფრულ საფულეებში ინახება ლიკვიდობა, სმარტ კონტრაქტები აიოლებენ დაკრედიტებასა და სესხის აღებას, დეცენტრალიზებული აპლიკაციები უზრუნველყოფენ ძირითად ფინანსურ სერვისებს.

ბიტკოინი და სტეიბლკოინები აფრიკის კონტინენტზე კრიპტოვალუტის მასობრივი დანერგვის ორი მთავარი ვექტორია. შარშან ბიტკოინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოცხადდა. მოსალოდნელია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს აფრიკის სხვა ქვეყნებშიც მიიღებენ. ზოგიერთი ადგილობრივი კრიპტოკომპანია არ გამორიცხავს, ​​რომ ბიტკოინი გახდება რეგიონული ვალუტა და სტანდარტიც კი მთელ აფრიკულ კავშირში (AU) . სხვები დიდ იმედებს სტეიბლკოინებზე ამყარებენ, ცოტახნის წინანდელი  USDC-ის დეპეგის მიუხედავად. აფრიკაში თუ მინიმალურ ხელფასზე მუშაობ, ბიტკოინები შენთვის ძვირი სიამოვნებაა.

კრიპტოვალუტის მასობრივი დანერგვა აფრიკაში: პირველი ნაბიჯები

აფრიკელების ინტერესი კრიპტოვალუტების მიმართ ალტერნატიული გადახდის სისტემების გავრცელებას ეფუძნება. მაგალითად, სერვისი M-Pesa, რომელიც მობილური კავშირის კენიურმა ოპერატორებმა ჯერ კიდევ 2007 წელს შეიმუშავეს. ის გვთავაზობს გადახდებს, სესხებსა და დეპოზიტებს საბანკო ანგარიშის გახსნის, ან ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე. განაში ძალიან პოპულარულია MTN – მობილური ფული MTN Momo-სგან. ასეთ "მობილურ ფულს" იყენებს საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნების (ე.წ. შავი აფრიკა) მოსახლეობის დაახლოებით 30% .

ამ იდეის განვითარების პროცესში გაჩნდა სტარტაპი Machankura (ადგილობრივი ჟარგონზე - "ფული“). კრიპტელები ნიგერიიდან, ტანზანიიდან, კენიიდან და აფრიკის ექვსი სხვა ქვეყნიდან ახლა  ბიტკოინის ტრანზაქციებს ინტერნეტის, ასევე სმარტფონის გარეშეც კი ახორციელებენ. აფრიკელებში ჯერ კიდევ გავრცელებულია ჩვეულებრივი ღილაკიანი ტელეფონები. ასეთი მოწყობილობების ბაზის მომსახურებისთვის Machankura-ში ტექნოლოგია გამოიგონეს. მომხმარებლებმა გახსნეს სპეციალური ციფრული საფულეები და ახლა BTC-ს ტექსტური კოდების მეშვეობით ყიდიან და ყიდულობენ.

აფრიკის კონტინენტზე ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ ვალუტის სახით კრიპტო გამოიყენონ. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აზია კრიპტობაზრის ახალი ბულრანი გახდება. მაგრამ გლობალური კრიპტოსექტორის ინტერესის შემთხვევაში, აფრიკას ბევრად უფრო შთამბეჭდავი შედეგების დემონსტრირება შეეძლება.