Silvergate-ის გემი იძირება?
კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი ბანკი,რომელიც მომსახურებას კრიპტოკომპანიებს უწევდა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაკოტრდება. ცნობილი კლიენტები უკვე გარბიან.
მოვლენათა ქრონოლოგია,რომელსაც ჩვენს ნაცვლად გამოაქვს შემდეგი დასკვნები:
- ინვესტორებმა Silvergate-იდან $8,1 მილიარდი გამოიტანეს მისი კლიენტის FTX-ის გაკოტრების შემდეგ.
- ბანკმა ხუჭუჭა სემის ვალის გაყიდვით $718 მილიონი იზარალა.
- იუსტიციის სამინისტრომ დააინიცირა Silvergate-ის იმ დოკუმენტების შემოწმება, რომლებიც FTX/Alameda-სთან გარიგებებს ეხება და ფაქტობრივად დაბლოკა საოპერაციო საქმიანობა.
- 2 მარტს ბანკმა განაცხადა,რომ ვერ შეძლებს დროულად წლიური ანგარიშის წარდგენას SEC-ში და მას დამატებითი დრო სჭირდება ზარალის მასშტაბების შესაფასებლად.
- ამერიკელმა ტრეიდერებმა დაიწყეს მასობრივი თამაში Silvergate-ის აქციების შესამცირებლად.
- ბანკის აქციები 60%-ით სწრაფად დაეცა .
- Coinbase-მა, Galaxy Digital-მა, Gemini-მ, Circle-მა, Crypto com-მა და Paxos-მა ოფიციალურად განაცხადეს,რომ წყვეტენ საპარტნიორო ურთიერთობას Silvergate-თან და ანგარიშებიდან სახსრები გამოაქვთ.
იმის ნახვა,თუ როგორ უღებენ ბოლოს თავის ბანკს დროის განმავლობაში გამოცდილი კლიენტები - არც ისე სასიამოვნო სანახაობაა.
SBF-მა უმართავი რეაქცია წამოიწყო,რომლის დასასრულსაც ჯერ ვერ ვხედავთ.