ბარი სილბერტი: “კრიპტოვალუტების მეფე” და CoinDesk-ის მფლობელი
ბარი სილბერტი – იმ მცირერიცხოვანი კრიპტო-გურუდან ერთ-ერთია, რომლებიც სკანდალსა და ჰაიპში არ იყვნენ შემჩნეული. ის კლასიკური „კარგი ბიჭია“, რომელმაც კაპიტალი „თეთრ ხელთათმანში“ გააკეთა. თუკი ბარის აქვს ჩონჩხები კარადაში, პრესისთვის მათ შესახებ არ არის ცნობილი.
თუკი არასოდეს გსმენიათ ბარი სილბერტზე, მარტო არ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ის 220 000 გამომწერისთვის ტვიტერში აქტიურად წერს, მისი სახელი კრიპტო-მედიასა და ტელეგრამ-არხებში იშვიათად ჩნდება. ეს უცნაურია, რადგან ეს ადამიანი გავლენიან კრიპტოპროექტებთან უშუალო კავშირშია და ბაზრის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეებში აქვს ჩადებული ინვესტიცია.
ბარის სახელი არსებით სახელად არ იქცა, რადგანაც ის საჯაროობას ერიდება და თვლის, რომ „ფულს სიჩუმე უყვარს“. თუმცა, არის რაღაც, რაც მის შესახებ ცნობილია.
კლასიკური ფინანსების პერიოდი
სილბერტი 46 წლისაა. ის შტატ მერილენდში დაიბადა და გაიზარდა. პირველი ათასი დოლარი საკუთარი თანასკოლელებისთვის ბეისბოლის საკოლექციო ბარათების მიყიდვით იშოვა. ამავდროულად ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. ანუ 17 წლის ასაკში ბარი სილბერტმა უკვე Series 7-ის ბირჟის წარმომადგენლის სტატუსი მიიღო და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მაკლერი გახდა.
2004 წელს მან ემორის უნივერსიტეტის Goizueta Business School დაამთავრა და არალიკვიდური აქტივებით ვაჭრობის ონლაინ-პლატფორმა Second Market შექმნა. გუნდი მისი ხელმძღვანელობით ყველაფრით ვაჭრობდა, რასაც გამოცდილი ფინანსური მოთამაშეები ხელს არ ჰკიდებდნენ: კერძო აქციებით დაწყებული, გაკოტრების შესახებ განცხადებებითა და იპოთეკით დატვირთული ფასიანი ქაღალდებით დამთავრებული. ორ წელიწადში პლატფორმამ სილბერტს რამდენიმე მილიონი დოლარი და წოდება „Ernst & Young-ის წლის მეწარმე“ მოუტანა.
ბარი Treasury & Risk-ის ვერსიით ფინანსების სფეროს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შევიდა. 2011 წელს ჟურნალმა Fortune სილბერტს „საკრედიტო ტრეიდინგის ვუნდერკინდი“ უწოდა და შეიყვანა სიაში 40 წლის ასაკში 40, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მილიონერები ხვდებიან.
ბარი სილბერტის კრიპტოვალუტის იმპერიის მშენებლობა
2012 წელს, პოპულარობის პიკზე, სილბერტმა ბლოკჩეინის ახალი ტექნოლოგიის შესახებ პირველად გაიგო და ВТС-ს ყიდვა დაიწყო ისე, რომ მის პოტენციალს ბოლომდე ვერ აცნობიერებდა. მომავალმა კრიპტო-მაგნატმა მისთვის ყველა ჩვეულ ფინანსურ აქტივზე უარი თქვა და ბლოკჩეინში თავით გადაეშვა.
ბარიმ ჯერ SecondMarket-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი, 2015 წელს, პლატფორმა გაყიდა, რათა მთლიანად კრიპტოვალუტებზე მოეხდინა კონცენტრირება. მაგრამ მანამდე SecondMarket-ის მეშვეობით აუქციონზე Silk Road-ისგან კონფისკაციის სახით ჩამორთმეული კრიპტოვალუტა მოიგო: გასაყიდად გატანილი 50 000 ВТС-დან 48 000. დანარჩენის დაუფლება მას ტიმ დრეიპერმა დაასწრო.
„მარაგი ჯიბეს არ დაამძიმებს“ - ალბათ გაიფიქრა ბარი სილბერტმა და თავისი პერსონალური კრიპტო-იმპერიის მშენებლობა დაიწყო.
1. შექმნა კრიპტო-კონგლომერატი Digital Currency Group (DCG), რომელიც თავისი თავის პოზიციონირებას ასე ახდებს: „ბიტკოინებისა და ბლოკჩეინების ინდუსტრიის ეპიცენტრი“. კომპანიამ უზარმაზარი რაოდენობის კრიპტო და ბლოკჩეინ-პროექტებში ინვესტიცია ჩადო, რომელთაგან ბევრი ახლაც ბაზრის ლიდერია:
● Brave Software
● Coinbase
● Ledger
● Ripple
● Zcash
● BitPay
● Circle
● Etherscan
● Decentraland
ამ სიის გაფართოება კიდევ 100 ცნობილი კომპანიით არის შესაძლებელი. ანუ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სილბერტს გამარჯვებულების აღმოჩენის თანდაყოლილი ნიჭი აქვს. ის მილიონებს იშოვიდა, იპოდრომზე უბრალოდ ფსონები რომ დაედო.
2. შექმნა საინვესტიციო კომპანია Grayscale, რომელიც ახლა $28 მილიარდის ოდენობის ციფრულ აქტივებს მართავს, მათ შორის 500 000 BTC. ტრასტი, თავისი ტიკერით (GBTC), მსხვილ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, კრიპტოვალუტებზე წვდომა მათი დამოუკიდებლად ყიდვისა და შენახვის გარეშე მიიღონ.
3. 2016 წლის იანვარში Spotify-ს მრჩევლისგან, შაკილ ჰანისგან საინფორმაციო ვებგვერდი CoinDesk-ი იყიდა, რომლის სპეციალიზაცია ციფრული ვალუტების შესახებ მასალებია.
4. OTC-პლატფორმა Genesis Trading-ის აქციების საკონტროლო პაკეტი იყიდა.
5. DCG-ის შვილობილი კომპანიის სახით პლატფორმა Foundry Digital აამოქმედა, რომლის სპეციალიზაცია კრიპტოვალუტების მაინინგი და სტეიკინგია.
ახლა ბარი სილბერტს კრიპტოსივრცის ყველა ძირითად სფეროში ფინანსური წილი და ხმის უფლება აქვს:
- ინსტიტუციონალური ინვესტიცია Grayscale-ის მეშვეობით;
- საცალო ინვესტიციები კრიპტო-ბირჟა Genesis-ის მეშვეობით;
- საინფორმაციო გავლენა CoinDesk-ის მეშვეობით;
- მაინინგი Foundry-ის მეშვეობით.
ბარი სილბერტს მეტსახელად „კრიპტოვალუტის მეფე“ უწოდეს. თუმცა მისი იმპერია, ჩვენი აზრით, უფრო თხელ და მკვრივ აბლაბუდას წააგავს, რომელშიც ძაფების ყველა ბოლო მისი შემქმნელის ხელშია.
ბარი სილბერტი წყარო: Bloomberg
ბარი სილბერტის ციტატები
ბიტკოინი მსოფლიოს ცვლის, რადგან მას აქვს პოტენციალი, შეცვალოს ის, რასაც ადამიანები ფულზე ფიქრობენ, როგორ გზავნიან ფულს და როგორ ხარჯავენ მას
ბიტკოინი - ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული კონცეფციაა, რომელთანაც ოდესმე მქონია შეხება
თუკი კუჭში წვა გაქვთ, თქვენს გულისხმას გაჰყევით. დაანებეთ თავი ყველა ამ მაღალანაზღაურებად სამსახურებს, სანამ ისინი თქვენ ბოლომდე ჩაგითრევენ და თქვენს ვნებას მიჰყევით. მე ჩემი გზა ავირჩიე და მან არ დამაღალატა
მარეგულირებლებს მოუწევთ, კრიპტოვალუტებთან მოპყრობის დაბალანსებული და გააზრებული გზა გამოიგონონ, თუმცა, ამავდროულად აღიარონ, რომ ეს გლობალური მოვლენაა