ტილოდან ბლოკჩეინამდე: ლი მალიკანის ნამუშევრები NFT ფორმატში

icon XTZ
icon NFT
ფოტო - ტილოდან ბლოკჩეინამდე: ლი მალიკანის ნამუშევრები NFT ფორმატში
ციფრული ხელოვნების პიონერის, ლი მალიკანის ნამუშევრები Tezos-ის ბლოკჩეინზე NFT ფორმატში გამოვიდა. 12 ნამუშევრისგან შემდგარ კოლექციას LeeMullican.PCX ეწოდა და ის გამოქვეყნდა Feral File-ის პლატფორმაზე, რომელიც NFT ხელოვნების გამოფენებს კურირებს.
მხატვარმა ორიგინალური სურათები 1987 წელს, 67 წლის ასაკში, PC Paintbrush აპლიკაციაში შექმნა. ისინი ინახებოდა PCX-ში (რასტრული ფორმატი DOS/Windows-ისთვის). გარდა ამისა, ლიმ გააკეთა 35 მმ-იანი ფოტოსლაიდები, რომლებიც საბოლოოდ დასკანერდა, გაუმჯობესდა და დაემატა საჯარო არქივს მყიდველებისთვის, PCX ფაილსა და სამართლებრივ  დოკუმენტაციასთან ერთად. ასე გამოიყურება მისი ნამუშევრების  ოთხი მაგალითი:

ჯამში გამოიცა 20 NFT, რომლებიც მარტის ბოლოს საჯაროდ უნდა გაყიდულიყო. მათი ფასი $200-დან იწყებოდა, ასევე შეთავაზებაში იყო მთლიანი ნაკრებიც 2400$-ად. კოლექციონერებმა ყველა NFT სწრაფად იყიდეს და ახლა ისინი მხოლოდ Objkt-ის მეორად ბაზარზე, სულ მცირე, $400-ადაა ხელმისაწვდომია.

ვინ არის ლი მალიკანი?

ლი მალიკანი არის ამერიკელი მხატვარი და ხატვის მასწავლებელი. მისი ნახატები აბსტრაქტულ სტილშია დაწერილი, თავად ავტორმა კი ცხოვრება გამოსახულების შექმნის ახალი გზების ძიებას მიუძღვნა. მისი ნამუშევრების ფიზიკური ვერსიები, რომლებიც დაწერილია მასტიხინით (ფერმწერის ხელსაწყო), სხვადასხვა მუზეუმის კოლექციებში ინახება. 

1986 წელს ის კომპიუტერულ და ციფრულ ხელოვნებას ეზიარა და გადავიდა სურათების შექმნაზე სტილუსითა და მაუსით, რათა ტექნიკის შესაძლებლობები გამოეკვლია. 
შევისწავლე, რატომ გადავწყვიტე, რომ კომპიუტერი საჩემო იყო. ჩემს ნახატებშიც კი ყოველთვის ვმუშაობდი ორნამენტზე, ხაზსა და ფერზე. რაც ხელოვნებით დავკავდი, მას შემდეგ ჩაშენებული კომპიუტერი სულ მქონდა
- ამერიკელი მხატვარი ლი მალიკანი.
კოლექციის კურატორის, ანიკა მეიერის თქმით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამო, მხატვარი მუდმივად აწყდება კრიტიკას. მაგრამ თანამედროვე ავტორებისთვის, რომლებიც ნეიროქსელებსა და NFT-ებს იყენებენ, ეს არის სიგნალი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ექსპერიმენტები უნდა გააგრძელონ.

გარკვეული სიმბოლიზმი

ეს არ არის ლი მალიკანის პირველი ხსენება, რომელიც NFT-ს უკავშირდება. 2021 წლის მიწურულს, მისი ნამუშევრები Ethereum-ის ბლოკჩეინზე კოლექცია Computer Joy-ს სახით გამოვიდა. არსებობს გარკვეული სიმბოლიზმი იმ მხატვრის ნამუშევრების ტოკენიზაციაში, რომელიც თავისი დროის ინოვაციებს აქტიურად იყენებს. მაგრამ ბლოკჩეინის კრიტიკოსები თვლიან, რომ ცნობილ სახელს NFT-ების პოპულარიზაციისა და დაკანონებისთვის იყენებენ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა: ახალგაზრდები და თანამედროვე ადამიანები ხელოვნების ისტორიას ახალ ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის წყალობით ეცნობიან.