ლენ სასამანი - ბლოკჩეინში უკვდავყოფილი ადამიანი

icon BTC
ფოტო - ლენ სასამანი - ბლოკჩეინში უკვდავყოფილი ადამიანი
ლენ სასამანი სატოშის ალტერ ეგოს კიდევ ერთი პრეტენდენტია. ”მე სხვა საკითხებზე გადავერთე და ალბათ, მომავალში აღარ გამოვჩნდები”, - BTC-ის შემქმნელის ამ ბოლო შეტყობინების შემდეგ, სასამანმა თავი მოიკლა.
წყარო: Wikimedia

წყარო: Wikimedia

საშინელი საკვები და არავითარი გოგოები

ბიტკოინის ქსელის ერთ-ერთ კვანძში (ბლოკი 138725), კოდის ხატულებს შორის ვხედავთ სახეს - გლუვ თმას, წვერს. წარწერა ასეთია: "ლენ "რაბი" სასამანი. 1980-2011 წწ. ლენი ჩვენი მეგობარი იყო. ბრწყინვალე გონება, კეთილი სული და მზაკვარი ინტრიგანი“.

სასამანის კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული კრიპტოგრაფიასა და პროტოკოლის განვითარებასთან. 18 წლის ასაკში მან სკოლა-ინტერნატი The Hill დაამთავრა. ის აშშ-ში ერთ-ერთ საუკეთესო პროტესტანტულ სკოლა-ინტერნატად ითვლება. The Hill-ში სამონასტრო წესრიგი სუფევდა - საშინელი საკვები, არავითარი გოგოები. ზოგიერთი კურსდამთავრებული ამტკიცებს, რომ საბოლოოდ, სპარტულმა პირობებმა მათ ასწავლა  დისციპლინა, კონცენტრაცია, დაჟინება და შესრულება. რაც შეეხება სასამანს, ის The Hill-დან შიფროპანკად, ანონიმურობის დამცველად და კლინიკური დეპრესიის მქონე ადამიანად გამოვიდა.

ჰაკერი და მეცნიერი

იმ თაობის მრავალი გამოჩენილი პროგრამისტის მსგავსად, სასამანი თვითნასწავლი იყო. მას კოლეჯისთვის ფული არ ჰქონდა. The Hill-იდან გამოშვების შემდეგ, ლენი Internet Engineering Task-ის მუშაობაში მონაწილეობდა. ეს მოხალისეების არაფორმალური ჯგუფია, რომელიც ინტერნეტის პროტოკოლების (TCP/IP) სტანდარტიზაციით არის დაკავებული. 19 წლის ასაკში ლენი ძალიან დაუმეგობრდა BitTorrent-ის შემქმნელს, ბრემ კოენს. ის ბრენთან უფრო ახლოს, სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად და შიფროპანკების ლეგენდარული საზოგადოების წევრი გახდა. თავის დაგზავნილ შეტყობინებებში სატოშიმ პირველად ისაუბრა ბიტკოინზე.

განათლების ნაკლებობის მიუხედავად, სასამანი ბელგიის Katholieke Universiteit Leuven-ის კომპიუტერული უსაფრთხოებისა და სამრეწველო კრიპტოგრაფიის (COSIC) კვლევის ჯგუფის ნაწილი ხდება. ლენი P2P ქსელებზე დევიდ ჩაუმის ხელმძღვანელობით მუშაობდა. ეს უკანასკნელი კრიპტოვალუტის ნათლიად ითვლება - მის დისერტაციაში შემოთავაზებული იყო ბლოკჩეინის ყველა ელემენტი, გარდა PoW-ისა.

სასამანი ასევე მუშაობდა უსაფრთხოების არქიტექტორად და სისტემების უფროს ინჟინრად Anonymizer, Inc.-ში. - ერთ-ერთ პირველ კომპანიში ვებკონფიდენციალურობის სფეროში. დღეს "ანონიმაიზერს" ხშირად უწოდებენ ანონიმიზაციის ნებისმიერ ინსტრუმენტს (ისევე როგორც კოპირების ნებისმიერ ტექნიკას "ქსეროქსს" ეძახიან). Network-ში ლენი დაშიფვრის პროგრამა PGP-ს ავითარებდა (სატოშის თქმით, ბიტკოინი შეიძლება იყოს "იგივე ფულისთვის“, რაც ფაილების დაცვისთვის PGP გახდა). სასამანი ყოველწლიური DEF CON-ის მუდმივი მონაწილეა. ეს ჰაკერების კონფერენციაა, რომელიც აშშ-ის ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასში იმართება. ბრემ კოენთან ერთად ის ჰაკერების შეხვედრებს CodeCon აწყობდა, სადაც მსოფლიოს პირველად წარუდგინეს BitTorrent.
ცოდნისკენ სწრაფვა ადამიანური ყოფის განუყოფელი ნაწილია. ამის ნებისმიერი წინასწარი შეზღუდვა, ჩემი აზრით, ჩვენი აზრისა და ცნობიერების თავისუფლების დარღვევაა. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ზედმეტად შემზღუდველი რეფლექტორული კანონმდებლობა. როდესაც მიზანი ჩაგვრაა და არა რეგულირება
, — ლენ სასამანი.

კონფიდენციალურობის გამარჯვება სიკვდილზე

ერთ-ერთ CodeCons-ზე ლენმა შეკრების მუდმივ წამყვანს, მერედიტ პატერსონს ხელი სთხოვა. მერედიტი პროგრამისტი და ბლოგერია, რომელმაც ბიოპანკის მოძრაობა შთააგონა. მათი კავშირი ქარიზმატული კომპიუტერული სუპერწყვილის მაგალითი იყო. სანამ 2011 წელს მერედიტმა მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ არ განაცხადა. ლენმა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადების შეტევებს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. 

სიცოცხლის ბოლო დღემდე სასამანი COSIC-ში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 45 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და 20 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მის მთავარ პროექტებს შორისაა ტექნოლოგია Pynchon Gate, რომელიც ბიზანტიური გენერლების პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. 

Black Hat-ის ბრიფინგზე (კონფერენცია კომპიუტერული უსაფრთხოების შესახებ ჰაკერებისთვის, კორპორაციებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის), რომელიც 2011 წელს გაიმართა, გამოვიდა დენ კამინსკი, რომელსაც The New York Times-მა  "ინტერნეტუსაფრთხოების მხსნელი" უწოდა. სწორედ კამინსკისგან  შეიტყო კომპიუტერულმა საზოგადოებამ, რომ სასამანის პატივსაცემად შექმნილი მემორიალი ბიტკოინის ბლოკების ჯაჭვში სამუდამოდ არის ჩაშენებული. 

კონფიდენციალურობის შესახებ თავისი იდეების ერთგული ლენი წასვლის მომენტშიც დარჩა. მისი ლეპტოპი დაშიფრულია, პაროლი კი დაიკარგა.

ლენის მემორიალი ბლოკჩეინ ბიტკოინზე

წყარო : Wikipedia

წყარო : Wikipedia