Mantle Core-ის გუნდმა, რომელიც BitDAO ეკოსისტემას ეკუთვნის, შესთავაზა 200 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნა. იგი განკუთვნილია Ethereum-ზე დაფუძნებული L2-გადაწყვეტილების, სახელწოდებით Mantle Network ,პოპულარიზაციისთვის, და ახალი დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად.
ფონდს ეწოდა Mantle EcoFund. წინადადების თანახმად, იგეგმება მისი ნახევრის უზრუნველყოფა BitDAO ყულაბის ხარჯზე, ხოლო დარჩენილი 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას სტრატეგიული პარტნიორებისგან მიღებული ვენჩურული ინვესტიციებით აპირებენ. მათ შორის დაინტერესდნენ Pantera Capital, Spartan, Folius Ventures, QCP Capital, Cadenza Ventures, Dragonfly Capital და Play Ventures Future Fund.
ყველა ინვესტორს თანაბარი წილი ექნება ეკოსისტემის თითოეულ ახალ პროექტში. ამასთან, გათვლილია, რომ ერთ სტარტაპს შეუძლია 500 ათას დოლარამდე ინვესტიცია მიიღოს. სახსრების განაწილების აქტიური ეტაპი 3 წელი გაგრძელდება, ოპციური გაფართოების ხანგრძლივობა კი კიდევ 2 წელი იქნება.
წყარო: discourse.bitdao.io. Mantle Core-ის საინვესტიციო ფონდის შექმნის წინადადების შეჯამება
როგორც Mantle Core-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, ფონდის მიზანია საკუთარ ქსელში განსათავსებლად 100-ზე მეტ პროექტში ინვესტიციის განხორციელებაა, და ასევე ერთობლივი ეფექტურობისგან მოზიდული კაპიტალის 1,5-ჯერ მეტი მულტიპლიკაციური კოეფიციენტის ქონა ფონდის არსებობის განმავლობაში.
როგორც ჩანს, Ethereum-ზე დაფუძნებული მეორე დონის ქსელები უფრო და უფრო მეტი ჩნდება. ნუ დავივიწყებთ ახლადშექმნილ Starknet–სა და zkSync–ს, რომლებმაც ასევე მიიღეს უამრავი ინვესტიცია ვენჩურული ფონდებიდან. Coinbase-ის ახალი L2 გადაწყვეტილებაც, რომლის შექმნაზე მუშაობაც ჯერ ახლა დაიწყო, ასევე შედის აქ. ინვესტორები აშკარად ხედავენ ამ სფეროში დიდ პოტენციალს და ჯერ არ წყვეტენ აქ დიდი ფულის ინვესტირებას.