ახალი ლისტინგი/დელისტინგი ბირჟებზე მარტის ბოლოს
მარტის ბოლოს ბირჟებზე კრიპტოაქტივების მრავალი ახალი ლისტინგი იგეგმება. როგორც წესი, ასეთი მოვლენები ზრდის ვოლატილობას, რომელზეც კარგი ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი.
NEO-ს დელისტინგი Dex-Trade-იდან
სავალუტო წყვილებს, რომელშიც NEO-შედის, შლიან ბელიზში რეგისტრირებული CEX ბირჟიდან Dex-Trade. ბირჟის საფულეებიდან NEO მონეტების გატანა შესაძლებელი იყო 27 მარტის ჩათვლით. Dex-Trade არ აკეთებს კომენტარს დელისტინგის მიზეზებზე, მაგრამ NEO არის აქტივი, რომლის გატანა საკომისიოს გარეშე ხდება, ამიტომ ბირჟა, შესაძლოა, ამ მონეტას შლის, რადგან მასში ლიკვიდობის შემცირების საშიშ ინსტრუმენტს ხედავს. აქტივის ფასს ამ გაუქმებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონია. NEO ბაზარზე ცოტათი გამყარდა კიდეც - $12,15-დან $12,97-მდე.
Galileo Protocol-ის (LEOX) ლისტინგი LCX Exchange-ზე
მულტიჩეინ პლატფორმის Galileo Protocol-ის ნატიური ტოკენი LEOX, რომელიც აქტივების NFT ფორმატში ტოკენიზაციაზეა ფოკუსირებული, ლიხტენშტეინში მდებარე ბირჟა LCX Exchange-ზე გადის. ვაჭრობა 27 მარტს დაიწყო.
FLOKI-ს ლისტინგი BitForex-სა და BigOne-ზე
27 მარტს, ჰონგ-კონგის CEX ბირჟაზე BitForex პოპულარული "ძაღლური" ტოკენის, FLOKI-ის ლისტინგი შედგა. 715 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციის მქონე ეს მონეტა Coinmarketcap-ის რეიტინგში 110-ე ადგილს იკავებს. მყიდველების რეაქცია ამ მოვლენაზე ჯერ კიდევ უმნიშვნელოა. 28 მარტს ლისტინგი ასევე ბირჟა BigOne-ზე გაიმართა.
სავალუტო წყვილი FLOKI/USDT ბირჟაზე BitForex 2023 წლის 27 მარტიდან არის ხელმისაწვდომი.
Parma ფან-ტოკენის ლისტინგი BitMart-ზე
პოპულარული იტალიური საფეხბურთო კლუბის, "პარმას" ფან-ტოკენი ბირჟა BitMart-ის ლისტინგში მოხვდა. ვაჭრობა 27 მარტს Parma/USDT წყვილში დაიწყო. ამ სიახლემ ბაზარს პოზიტივი ჯერ ვერ შემატა - Parma-ს ფასი ოდნავ შემცირდა კიდეც - $0.63-დან $0.60-მდე. BitMart-ს 9 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ფან-ტოკენით ვაჭრობა BitMart ბირჟაზე მოხდება
AgeOfGods-ის (AOG) ლისტინგი Bitrue-ზე
სათამაშო პროექტის, Age of Gods-ის ტოკენი გადის აზიურ ბირჟაზე Bitrue. თამაშმა, რომელშიც ღმერთ-გმირების უნარების გაუმჯობესება NFT მარკეტპლეისებში მათთვის სულ უფრო მძლავრი იარაღისა და სხვა განახლებების შეძენის გზით უნდა მოხდეს, მთელს მსოფლიოში 33000-ზე მეტი ფანის ყურადღება მიიპყრო. სტუდია, რომელმაც გეიმპლეი და NFT კოლექცია შეიმუშავა, ცნობილია თავისი თანამშრომლობით ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Disney, 20th Century Fox და Warner Brothers Picture. AOG ტოკენის გამოშვება ახალ სავაჭრო პლატფორმაზე ბაზარმა ზოგადად დადებითად მიიღო: მისი ფასი $0,017-დან $0,019-მდე გაიზარდა.
Pancake Games-ის (GCAKE) ლისტინგი Bitget-ზე
კიდევ ერთი სათამაშო პროექტის ნატიური აქტივი Pancake Games, რომელიც ბლოკჩეინსა და NFT-ზეა დაფუძნებულია, ბირჟა Bitget-ის ლისტინგში მოხვდა. ამ Play2Earn პროექტმა თავის დროზე მოახერხა პარტნიორობის გაფორმება ცნობილ იაპონურ სათამაშო სტუდიასთან BIGBANG, რომელიც Konami-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, აცუში კიტაგავამ დააარსა. ამჟამად პროექტი სავაჭრო პლატფორმების ნუსხის გაფართოებას ცდილობს. ამ ახალი ამბის ფონზე, ტოკენის ღირებულება თანდათან იზრდება.
Omchain-ის (OMC) ლისტინგი BitMart-ზე
OMC ტოკენი, რომელიც სმარტ კონტრაქტის მხარდაჭერისა და სხვა ბლოკჩეინ პლატფორმებთან დიდი რაოდენობით კროსჩეინ ხიდების მქონე PoA ბლოკჩეინ Omchain-ის აქტივია, ბირჟა BitMart-ის ლისტინგში მოხვდა. საფულეების შექმნა და მათი დეპოზიტებით შევსება 25 მარტიდან გახდა შესაძლებელი. OMC/USDT წყვილში ვაჭრობა 27 მარტს დაიწყო. ამ აქტივზე გაზრდილმა მოთხოვნამ ხელი შეუწყო OMC-ის ფასის ზრდას $0.036-დან $0.04-მდე.
აქტივების ლისტინგი მარტის ბოლო დღეებში
28 მარტს, შედგა შემდეგი ლისტინგები: PIP ტოკენი ბირჟაზე Gate.io, XCAD Network (XCAD) ტოკენი ბირჟაზე Bybit, Archerswap BOW (BOW) ტოკენი ბირჟაზე MEXC და Metaverse VR (MEVR) აქტივი CEX ბირჟაზე LBank.
29 მარტს, Lingose (LING) ტოკენი ბირჟა Toobit-ის ლისტინგში შევა.
30 მარტს იგეგმება შემდეგი ლისტინგები: WeSendit (WSI) ტოკენი ბირჟაზე DigiFinex, Galeon ტოკენი ბირჟაზე BitMart, PalmPay (PALM) ტოკენი ბირჟაზე CoinTiger, Plastiks (PLASTIK) ტოკენი ბირჟაზე Coinstore, AstroX (ATX) (MTV) ტოკენი და Milo Inu (MILO) ბირჟაზე BitForex.