Meta ზარალს განიცდის, მაგრამ ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა
Мета ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა ციფრები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
ამ მონაცემების მიხედვით, კომპანიამ თითქმის 4 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა Reality Labs-ის, მისი მეტასამყაროს ქვედანაყოფის გამო. ეს ემატება 2022 წლის 14 მილიარდ დოლარის ზარალს. 2023 წელს კი ცუკერბერგი მეტ ფინანსურ პრობლემებს მოელის.
ამ მაჩვენებლების მიუხედავად, კომპანია, როგორც ჩანს, შედეგებით კმაყოფილია.
”ჩვენ კარგი კვარტალი გვქონდა და ჩვენი საზოგადოება ზრდას განაგრძობს”, - განაცხადა Meta-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა. „ჩვენი AI პროგრამა კარგ შედეგებს გვაძლევს ჩვენს აპლიკაციებსა და ბიზნესში. ჩვენ ასევე ვხდებით უფრო ეფექტიანები, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გაცილებით სწრაფად შევქმნათ უფრო ხარისხიანი პროდუქტები და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად.”
ანგარიშში ასევე ასახულია ზოგიერთი საოპერაციო და ფინანსური მონაცემი, რომლებიც კომპანიის წარმატებას ადასტურებს. მაგალითად, 2023 წლის მარტიდან დღიური აქტიური მომხმარებლების საშუალო რაოდენობა 3,02 მილიარდს შეადგენს, რაც 5%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ 2023 წლის მარტში თანამშრომელთა დაგეგმილი გათავისუფლების სამი რაუნდი განხორციელდა დაახლოებით 10,000 თანამშრომლის შემცირების მიზნით - აპლიკაციების სეგმენტში და Reality Labs ქვედანაყოფში. შედეგად, კომპანია ვარაუდობს, რომ გათავისუფლებული თანაშმრომლების ანაზღაურების ოდენობა გადასახადების გადახდამდე დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ადრე GNcrypto-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მეტა თავის კრიპტოვალუტურ ამბიციებზე უარს ამბობს “.